RSS

“იაჰუ თრეველის” მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში თუშეთი მეხუთე ადგილზეა

10 აპრილი

რა შედეგი მოჰყვება საქართველოსთვის ტურისტული კუთხით თუშეთის პლანეტის საუკეთესო ადგილების სიაში მოხვედრას? „იაჰუ თრეველის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე თბილისში საუბრობენ.

http://1tv.ge/news-view/36706

რეიტინგში, სათაურით “12 ადგილი, რომელთა შესახებაც არ გსმენიათ” – თუშეთს მეხუთე ადგილი უკავია და ის სიაში ცნობილი ტურისტული კომპანიის “უაილდ ფრონტიერის” რეკომენდაციით შევიდა.

მისი დამფუძნებელი ჯონი ბილბი პირადად იმყოფებოდა თუშეთში და დეტალურად ყვება ამ კუთხის სილამაზისა და მისი საუკუნოვანი კოშკების შესახებ. ბილბი წერს, რომ ასეთი ბუნება მსოფლიოში სხვაგან არსად უნახავს, ქართველებს კი ის პლანეტის ყველაზე სტუმართმოყვარე ერად მოიხსენიებს.

“იაჰუ თრეველის” რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთის სენ–სოვანი, ბოლო პოზიციაზე კი ამერიკის ბუფალო მოხვდა.

 

დატოვე კომენტარი