ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურგეჰესი ქვეყნის ის პირველი ინდუსტირული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.
ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
ჭალაათის მყინვარმა, შარშანდელთან შედარებით, 15-ზე მეტი მეტრით, უკან დაიხია
სვანეთში, მდინარე მესტიაჭალა წარმოიქმნება მდინარე ლეხზირისა და ჭალაათის შეერთების შედეგად, ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. ამჯერად ხუთნი ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.
გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა, იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.
ჭალაათის მყინვარი, რომლისკენაც გულდასმით მივიწევდით, გამორჩეული მყინვარია და ტყის ზონაში მთავრდება.მყინვარი უკენ იწევს და ტყე ფეხდაფეხ მიყვება. მყინვარისკენ მიმავალ გზაზე უამრავი უცხოელი ტურისტიც შეგვხვდა. Read the rest of this entry »
მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი 120 დღით დაიკეტება
სამების ეკლესიასთან ხანძარია
ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსებს
ოზონის შრის დაცვის დღე, 16 სექტემბერი, 1995 წლიდან აღინიშნება.1987 წლის 16 სექტემბერს მსოფლიოს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს საერთაშორისო დოკუმენტს – მონრეალის ოქმს, რომლის დანიშნულებაა ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა წარმოებისა და გამოყენების აღმოფხვრა.სწორედ მონრეალის ოქმმა დაუდო საფუძველი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც ემსახურება ოზონის შრის შენარჩუნებას და დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენას.
წელს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე მეოცედ აღინიშნება.
საქართველოში ამ თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი”, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა.
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
საქართველო, ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ
ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას.
სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივ ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით, ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და რა თქმა უნდა უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინ დაწყებული ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილება, დამლაშება, დაჭაობება, საძოვრების უყაირათო გამოყენება და სხვ.
პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ნარჩენების მართვის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს. სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.










