რამდენიმე დღეში მსოფლიო ახალი, 2019 წლის დადგებას იზეიმებს. ადამიანები ამ დღესასწაულს განსხვავებულად აღნიშნავენ. ახალ წელს ზოგი ოჯახთან ერთადაა, ზოგი სამოგზაუროდ მიდის, ზოგს მეგობრებთან ერთად გარეთ ყოფნა ურჩევნია… ჩვენ დავინტერესდით როგორ, სად და ვისთან ერთად ხვდებიან დღესასწაულს ჩვენი თანამოქალაქეები, ამიტომ ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. ჩვენთან საუბარში რესპოდენტთა უმრავლესობამ თქვა, რომ ახალ წელს სახლში, ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავს. Read the rest of this entry »
Worknet.gov.ge – ელექტრონული სივრცე სამუშაოს მაძიებელთათვის და დამსაქმებლებისთვის
ქვეყანაში 400 000 სოციალურად დაუცველი ადამიანია, მათ შორის, 30 პროცენტი შრომისუნარიანია, თუმცა უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში, შემოთავაზებულ სამსახურებზე უარს ამბობენ, რადგან აქვთ არასტაბილურობის განცდა – სამსახური შეიძლება დაიხუროს 2-3 თვეში და სოციალურ დახმარებასაც კარგავენ.
სწორედ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც სამსახურს დაუწყებენ, შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება, ვიდრე ადამიანს არ გაუჩნდება სტაბილური შემოსავალი. Read the rest of this entry »
ფსიქიკური პრობლემა – ეს ყველას შეიძლება შეგვეხოს
ჩემი მეგობრის ბებია, 83 წლის იყო რომ გარდაიცვალა… რამდენიმე წლით ადრე, დემენცია დაეწყო, თუმცა მაშინ ოჯახის წევრები ვერ მიხვდნენ რა სჭირდა მოხუცს. ის იპარებოდა სახლიდან: პოულობდნენ ხან სად და ხან სად. ხშირად შინ პატრულს მოყავდა. ბოლოს კი, სახლში, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდებოდა, ღამე ანთებული ასანთით მძინარეებს დაადგა თავზე… საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი ოთახი დაიწვა. ის კი ამბობდა, რომ ეშმაკების განდევნის რიტუალს აწარმოებდა. ისე გარდაიცვალა, ყველას ეგონა, რომ მას უბრალოდ, სკლეროზი ჰქონდა… Read the rest of this entry »
„ოცნების ქალაქის“ ბინადრები
სიძველისგან ფერდაკარგული, დაობებული მუყაოს კედლები, ტალახიანი „ბილიკები“ მწერები და ნესტის სუნი ეს “ოცნების ქალაქია“, რომელიც გიგისთვის მართლაც საოცნებო ადგილია.
“სამი დედმამიშვილი მყავს, ჩვენ საკუთარი ჭერიც კი არ გვქონდა, როცა გავიგეთ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახები სახლდებოდნენ, დავიძარით საოცნებო ადგილისთვის, 20 კვ მეტრი ფართი ავიღეთ და ვცხოვრობთ, მართლია ეს არ არის ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ჭერი გვაქვს, საკუთარი ჭერი,” – ამბობს გიგა „ოცნების ქალაქის“ ერთ-ერთი მკვიდრი. Read the rest of this entry »
სელექციური აბორტი სტატისტიკა საქართველოში
თინათინ სიხარულიძე
„ძალიან ბედნიერები ვიყავით, ჩემი მეუღლე ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე შეიცვლებოდა. ჩვენი გოგონა რომ წამოიზარდა ისე ექცეოდა, ისე ზრდიდა როგორც ბიჭს, ბარბების მაგივრად მანქანებს ყიდულობდა, სახლში სულ ან ჭიდაობას ასწავლიდა ან ბურთით ათამაშებდა. მისი ოცნება იყო ბიჭი ჰყოლოდა და ამას უკვე ვეღარც მალავდა, თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ საკუთარი შვილების „მკვლელობაზე“ იყო წამსვლელი,“ – ამბობს 22 წლის ელენე, რომელიც ორი შვილის დედაა და მეუღლესთან ერთად კახეთში, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. ოჯახი სამი წლის წინ შექმნეს და პირველი გოგონაც მალევე შეეძინათ. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ელენე მალევე დაორსულდა, თუმცა როცა მისმა მეუღლემ სქესი გაიგო და გაარკვიეს რომ ისევ გოგონა უნდა ჰყოლოდათ ელენეს აბორტის გაკეთება მოსთხოვა. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა, – „არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, არ ვიცი რატომ დავთანხმდი, სამჯერ, სამჯერ მოვკალი საკუთარი შვილი.
სტუდენტების დასაქმება ისევ პრობლემად რჩება
ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მონდომებული – ასე ახასიათებს საზოგადოება სტუდენტს. ადამიანს, რომელიც ცდილობს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იმუშავოს და საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს, თუმცა მათი დასაქმება, დღეს, პრობლემური თემაა, რადგან ხშირად სამსახურის და სასწავლებლის გრაფიკს ვერ უთავსებენ.
ამის მიუხედავად, არსებობენ დამსაქმებლები, რომლისთვისაც სტუდენტის დასაქმება პრიორიტეტულია. Read the rest of this entry »
მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ
ადა 30 წლისაა, ეთნიკურად ბოშა და თბილისში ნივთებს ყიდის: სუნამოებს, ელექტრო სავარცხლებსა და თმის მოვლის საშუალებებს. თავიდან, როდესაც ვკითხრე დისკრიმინაციის შესახებ, მითხრა, რომ მას დისკრიმინაცია არ ეხება. თუმცა შემდეგ მითხრა, რომ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ და სხვადასხვა ადგილიდან აძევებენ. ,,მათ ჩვენ ვძულვართ, იმიტომ, რომ ბოშები ვართ და ,,ციგნებს“ გვეძახიან. ჩვენ ასე ვშოულობთ ფულს და ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ადა და გვიყვება ზოგჯერ მძღოლები როგორ ეჩხუბებიან და მაწანწალას ეძახიან. ეს, კი მისთვის შეურაცხმყოფელია. Read the rest of this entry »
საზოგადოების გაჯანსაღების პროცესი მედიაპროპაგანდაა
ნოემბრის ბოლო რიცხვებში, ბათუმში, ფონდის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ინიციატივით, ქართველი ჟურნალისტებისათვის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში ჩატარდა სწავლება – „ფსიქიკური ჯანმრთელობა და მედიაგაშუქება“, თემაზე „ფსიქიკური აშლილობის და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში.“
ტრენინგს ქართველ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების გარდა პოლონელი ექსპერტებიც უძღვებოდნენ. Read the rest of this entry »
ნარკოდამოკიდებულებს გვერდში დგომა სჭირდებათ – ციხე არაა გამოსავალი
„პირველად წამალი 16 წლის ასაკში გავსინჯე, მეგობრებთან ერთად, თავიდან უბრალო გასართობი გვეგონა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ არ ჩაგვითრევდა, თუმცა ხშირი მოხმარება, ჩვევაში გადავიდა.მოგვიანებით უფრო ძლიერი ნარკოტიებით დავინტერესდი და 18 წლის ასაკში ვენაში გავიკეთე. მომეწონა, მაგრამ ცოტა შევშინდი და ჩემს თავს პირობა მივეცი აღარ გავიკეთებდი. ცოტა ხნით მართლაც დავანებე თავი, თუმცა ოჯახური გაჭირვებისგან გასაქცევად ისევ დავუბრუნდი. მავიწყებდა პრობლემებს და ვერც კი ვხვდებოდი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო,“ – ამბობს 40 წლის ანდრია, – „მოგვიანებით ციხეშიც აღმოვჩნდი, თუმცა არც ამან მიშველა. წამლის ფულის გამო ყველაფერი გამიკეთებია, სახლიდან მიმქონდა ნივთები გასაყიდად, ვიპარავდი, ოჯახის წევრების ნერვიულობას არაფრად ვაგდებდი, მეგონა როცა მომინდებოდა მაშინ დავანებებდი თავს.













