„პირველად, 16 წლის ვიყავი, როცა ნარკოტიკთან მქონდა შეხება. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არაინფომირებულობის გამო მოხდა, მე არ ვიცოდი რა იყო, რას ვსინჯავდი. მხოლოდ ის ცრუ ინფორმაცია მქონდა გაგებული ნარკოტიკზე, რომ მისი მოხმარება C ჰეპატიტს იწვევდა. ახლა 39 წლის ვარ და ჯერ კიდევ, წამალდამოკიდებული ვარ, ამის გამო ერთი წელი ციხეშიც ვიჯექი. თუმცა ციხეში ყოფნა არანაირ დადებით შედეგს არ გაძლევს, პირიქით. იქიდან გამოსულს ორმაგად გინდა ნარკოტიკის მოხმარება. სახელმწიფო არ გვაძლევს საშუალებას თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად. მუდმივად დისკრიმინაციას განვიცდით და ეს ძალიან ცუდია. დღემდე არის ის სტერეოტიპი, რომ ნარკომანია დანაშაულია, თუმცა ეს ასე არ არის.
მიწისძვრა სომხეთში
დღეს, რამდენიმე წუთის წინ, 20:24 წთ-ზე, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში. Read the rest of this entry »
იცოდით, რომ ქობულეთში მუზეუმია?
ზაფხულში ბევრი ჩვენგანი დასასვენებლად ზღვას მიაშურებს-ხოლმე. ქობულეთი კი ბევრისთვის საყვარელი საზღვაო კურორტია, სადაც ზღვა და მზე კარგი თერაპიაა, არა მარტო გარუჯვის მოყვარულებისთვის. თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქობულეთში ერთი პატარა, მაგრამ უაღრესად საინტერესო მუზეუმია, რომელიც აღმაშენებლის 100 ნომერშია.
აქ დაინტერესებული ადამიანები არა მარტო უძველეს ნივთებს ნახავენ, მუზეუმის ქვედა სართულზე, ადგილობრივ კულტურას გაგაცნობთ მინი დეკორაციები, იქ თქვენ ნახავთ, როგორ აძინებს დედა-შვილს, როგორ მუსაიფობენ ბუხრის წინ ოჯახის წევრები, როგორ ქსოვს ოჯახის უფროსი დიასახლისი და ა.შ.
ქვევრებს, ხისგან გამოთლილ გობებს, ბრინჯაოს თუნგებს და ა.შ. Read the rest of this entry »
მარტვილი-ოკაცე-კინჩხა – დაგეგმილი მოგზაურობა, რომელიც ვერ შედგა
ცოტა კი დამიგვიანდა ამ ამბის მოყოლა, მაგრამ მისი არ თქმა არ შეიძლებოდა. ჩემი ამ ზაფხულის ოთდღიანი “დასვენების” ამბები მინდა მოგიყვეთ. გადავწვიტე ჯერ მარტვილს ვწვეოდი, სადაც ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა გვანცა გახოკიძემ დამპატიჟა (მადლობა მას და მის ბებიას, ნანულის), და სადაც ჩემი შვილიც მელოდებოდა მეგობრებთან ერთად. საიდანაც მეგობრებთან ერთად უნდა დამელაშქრა ტობავარჩხილო, თუმცა ტობაზე ვერ შევძელით წასვლა. მარტვილში ვიფიქრე მომევლო ის ადგილები და ჩამეწერა ისტორიები, რომელსაც მომავალი წიგნისთვის გამოვიყენებდი. (ზოგადადა, ასე ვმუშაობ, რამდენიმე ხნის, ზოგჯერ წლის განმავლობაში, პარალალურად ვმუშაობ რამდენიმე თემაზე) ამ შემთხვევაში ლეგენდებსა და მითებზე მქონდა ყურადღება გადატანილი, თუმცა ეკოფაქტის მკითხველმა იცის, რომ უკვე წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარებაზეც ვაკეთებ მასალებს.
ეს ქვების სამკაულები დამზადებულია საქართველოში
ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ ქვების სასწაულქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, ატარებდნენ როგორც თილისმასაც. იმედი და რწმენა ადამიანის მამოძრავებელი ძალაა.
ბევრი მისტიკოსი ქვებს უდიდეს დანიშნულებას ანიჭებდა, მათ შორის იყო ოშო რაჯნიშიც, რომელიც ამბობდა: „ქვებს თავისი ინდივიდუალობა აქვთ… ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წაიკითხონ ქვები მათ სიღრმეში, შეუძლიათ ძირფესვიანად გამოიკვლიონ ისინი, იპოვონ მათთან კავშირი, აღმოაჩინონ, რომ ქვებს შორის არის ფხიზელი არსებები. ზოგი ქვა უფრო ფხიზლობს, სხვა ქვებს კი უფრო ძინავთ.
ბუნების დაცვისთვის დაღუპული რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ
ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ. კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა. ის ძალაში 2019 წლის 1 აგვისტოს შევიდა. Read the rest of this entry »
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 – დაიწყო
გუშინ, 23 ივლისი, თბილისი მარიოტში, გამოცხადდა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 -ის განაცხადების მიღება. კონკურსი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იმართება. Read the rest of this entry »
დაისვენე საქართველოში
ეკოფაქტი უერთდება სოციალურ კამპანიას “დაისვენე საქართველოში”.
ბლოგზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უამრავი საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ კურორტებზე, ასევე შეგიძლიათ ნახოთ სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო მასალები და ფოტოები. ნებისმიერს ვისაც სურვილი აქვს, საქართველო პოპულარობის მიზნით შეგიძლიათ აიღოთ ფოტო და ტექსტური მასალა და გამოიყენოთ… Read the rest of this entry »
ევროკავშირში მიმოფანტული მიგრანტები
„ვიზა ლიბერალიზაციამდე, წლების წინ, ბელგიაში სამუშაოდ წავიდა. ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გამო, რომელსაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთვოდა თან, იძულებული გახდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასულიყო. სამუშაო ვიზა ექვსი თვის შემდეგ ამოეწურა და გადაწვიტა არალეგალად ცხოვრება და მუშაობა. რაც საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ოჯახის გამო, ამ რისკებზე უარი ვერ თქვა, ახლა ოჯახი ფინანსურად მოძლიერდა და სამშობლოში დაბრუნებასაც აპირებს,“ – გვიყვება ერთ-ერთი 51 წლის მიგრანტის ოჯახის წევრი. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ბევრი მიგრანტია საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგს არც უმართლებს და ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლიც კი ხდება. Read the rest of this entry »
საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა საქართველოში
ბუნებრივი რესურსების რაოდენობა, მისი მოხმარებისა და არსებული მარაგის მიხედვით, ფაქტობრივად ერთმანეთთან გათანაბრებულია. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანის მოხმარებული ნარჩენი 10 % გარდაიქმნება საზოგადოებისათვის სასარგებლო პროდუქტად, 90% კი რჩება ნარჩენად. ნარჩენების საერთო მოცულობის მრავალტონიან ნაწილს კი – სწორედ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები წარმოადგენს. Read the rest of this entry »










