სოფელ ინდურთამდე გზა მიუვალი და საშიშია, სამანქანო გზა საშის ხევებსა და კლდეებზე გადის, სადაც მუდამაა ზვავსაშიშროება. წოვათაში გადასვლას ავტომობილით რამდენიმე საათი სჭირდება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, კი საცხენოსნო მარშრუტებით მოგზაურობას 5 დღეს სჭირდება.
Category Archives: ტურიზმი
თუშეთი – ილურთა
ილურთა სოფელია პირაქეთა თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ ნასოფლარად ითვლებოდა, თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში მე-19 საუკუნის ეკლესიასთან, ახალგაზრდა ილურთელთან ერთად ადგილობრივები წყაროს აპირკეთებდნენ.
ალავერდის სამონასტრო ანსამბლის კომპლექსური განახლება გრძელდება
თუშეთი – გირევი
გირევი მდებარეობს ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე. გირევი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. ამჟამად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
თუშეთი – ფარსმა
XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელია. ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე. ფარსმის წვერიანიციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამა-შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ფარსმაში წმინდა თევდორეს ხატი, საკულტო ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. სალოცავი გეგმით (5.3X4.8მ) სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქლით – მშრალად. დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. “თეფა” და “გორიკაცი” – გორივით არის შთენილები, რომლებიც სოფლის მიდამოში, მთის ფერდობზე, დგანან როგორც ზემოთისე ქვემოთ. ქაჩუს მთის გადასასვლელში არის მურთაზის (ალბათ, სოფლის ან თემის, მაშინდელი მეთაური) ჯარის მიერ მისივე ბრძანებით დაყრილი ქვები, რომლებსაც ქვია “ჯარისქვანაგროები”.
წარო – უცნობი აკლდამები წოვათასკენ მიმავალ გზაზე
წოვათასკენ მიმავალ გზაზე უცხო სოფელია შეფენილი, ერთ-ერთი მოგზაურის გიორგი იორამაშვილის თქმით, ეს სოფლის ნაშთები წაროა. მისი ნახვისას ხევსურეთის ბეჭებგაბზარული მუცო გაგვახსენდა, მთელ თუშეთში ძნელად თუ ნახავთ მისებრ ფერდობ-კლდეებზე შეფენილ ციხე ქალაქს, რომელიც მასავით შთამბეჭდავი იყოს და მასავით აღდგენა პატრონობა სჭირდებოდეს.
თუშეთი – დოჭუ
დოჭუ სოფელია თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნასოფლარად ითვლებოდა, 2002 წლის მონაცემებით, იქ მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობდა. თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში ტურისტებისთვის პატარა ოჯახური სასტუმროც იყო. რომელიც შემდეგ, გზააბნეულ ებრაელ ტურისტ წყვილს მივასწავლეთ ღამის გასათევად.
თუშეთი – დიკლო
დიკლო ომალოსთან ახლოს მდებარე სოფელია თუშეთში. სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ზაფხულობით. აქ ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარია, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები ჯიხვი და ნიამორი.
თუშეთი – დართლო
დართლო და მის მთის თხემზე შეფენილი კვავლო, თუშეთში, პირიქითა ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 2000 მ-ზეა, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
თუშური ცხვარი (ცხორი :))
ოლიკო ცისკარიშვილი
თუშეთი, ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის, თუშური ცხვრისა და მეცვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა. ცხვარ-მეცხვარეობამ თუშეთში ხალხური რეწვის განვითარებას შეუწყო ხელი. თუ ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად ლამაზ და სადა, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან _ წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.



