RSS

Category Archives: ტურიზმი

ბაკურიანი

bakuriani 008ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოში ერთ-ერთი საზამთრო კურორტი ბაკურიანი, ამჟამად ხალხმრავალია. ე.წ. 25-იანების სასრიალო გადაჭერდილია, როგორც ადგილობრივი დამსვენებლებით, მრავლად არიან რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ზამთრის კურორტების მოყვარულნი. სათხილამურო გაქირავების პუნქტებთან რიგი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. თოვლისა თუ მზიან ამინდში რიგებია საბაგირეზეც, რათა სათხილამურო ტრასაზე ავიდნენ, სულ რაღაც 50 თეთრად. Read the rest of this entry »

 

შარშან აჭარას 1 მლნ.491 ათას 922 ტურისტი სტუმრობდა

baTumi 016აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2012 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ. 491 ათას 922 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 13.1%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 53.1%-ით მეტი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ 319 ათას 513 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-დეკემბერში 974 ათას 563 ვიზიტორი. Read the rest of this entry »

 

გერმანელი ტურისტები ზღვაში სიკვდილს გადაურჩნენ

germaneli turistebi Costa Concordia-ს კატასტროფის ადგილას, გერმანელი ტურისტები ზღვაში სიკვდილს გადაურჩნენ. ორშაბათს, ტელეკომპანია Sky News-მა, განაცხადა, რომ იტალიის სანაპირო დაცვამ ხუთი გერმანელი ტურისტი გადაარჩინა. ცნობილია, რომ ტურისტებმა გადაწყვიტეს კუნძულ ჯილიოსთან მომხდარი კატასტროფის ნანგრევების მონახულება. Read the rest of this entry »

 

ბაკურიანი – ეკოტურიზმისა და სამკურნალო ტურიზმის მოყვარულთათვის

bakuriani 2ამალია ამბარცუმიანი
საქართველოში ერთ-ერთი საზამთრო კურორტი ბაკურიანია. ზამთრის პერიოდში თოვლი რამდენიმე თვის განმავლობაში მოდის დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე. ბაკურიანის ისტორია კი ბორჯომიდან იწყება. XIX საუკუნეში, ბორჯომის მინერალური წყალი, თავის სამკურნალო თვისების გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა. 1890 წლიდან „ბორჯომის“ წყლის საწარმოო ჩამოსხმა იწყება. ხოლო 1898-1901 წელს გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, ვულკან მუხერიდან ამოხეთქილი ლავაზე. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. 1902-1910 წლებში, კოხტაგორის ფერდობზე, როლოვისა და ფომინის ხელმძღვანელობით გაშენდა მაღალიმთის ბოტანიკური ბაღი.
 

ძველად, საქართველოში, ახალი წლის სამზადისის ტრადიციები

CiCilakiქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 30/12/2012 დუიმი ტურიზმი

 

კულინარიულ ტურიზმში საქართველო მეორე ადგილზეა

xilis festivali 001

2013 წლის შვიდ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დასაგემოვნებლად ტურისტები უნდა ჩავიდნენ, საქართველო, ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილზე მოხვდა.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაცემებს ბლოგი “Huff Post Travel” აქვეყნებს.  Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 27/12/2012 დუიმი ტურიზმი

 

ტურისტებმა მაიას ტომის სალოცავი დააზიანეს

maias piramida

რამდენიმე დღის წინ, ტურისტებმა მაიას ტომის სალოცავი სასტიკად დააზიანეს. დაზიანებული პირამიდა ქალაქ ტიკალშია, რომელიც ქალაქ გვატემალადან 550 კილომეტრში მდებარეობს. ამერიკული მედიის ცნობით, ტურისტებმა, მიუხედავად აკრძალვისა, პირამიდიდან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნივთები წაიღეს და დიდი ზარალი მიაყენეს ისტორიულ ძეგლს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით დარბევის შემდეგ, ძეგლის აღდგენა უკვე შეუძლებელია. „ტურისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის სალოცავი – ისტორიული ძეგლი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი,” – განაცხადა ძეგლის ერთ-ერთმა მცველმა იმ შემთხვევისათვის, თუ კიდევ როდესმე დადგება მორიგი „სამყაროს აღსასრული”.  Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 25/12/2012 დუიმი ტურიზმი

 

ლოპოტა

lopota 012

ოლიკო ცისკარიშვილი

კახეთში, თელავის რაიონში, დაბა ნაფარეულთან, ლოპოტას ხეობაში, (20 კ.მ თელავიდან და 170 კ.მ თბილისიდან), ლოპოტას ტბასთან მისასვლელ გზაზე უზარმაზარი შლაგბაუმი დაგვხვდა, გამიმართლა, რომ ჯგუფთან ერთად მივდიოდი და ნომერი უკვე დაჯავშნული იყო. საოცარი ტბა მთებს შორის ლამაზად რომ ლივლივებს ტურისტებისთვის, ხელმისაწვდომი არაა…

Read the rest of this entry »

 

უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი

ufliscixe 023

ოლიკო ცისკარიშვილი

უფლისციხის ნაქალაქარი გორიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე მდებარე სოფელ ქვახვრელის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე; 10-15-ოდე წლისგან განხვავებით, ამჟამად მოვლილი და ტურისტებისთვის, საქართველოში ერთ-ერთი კლდეში ნაკვეთი საინტერესო ციხე-ქალაქია. ჩემი უფლისციხეში ვიზიტისას სკოლის მოწაფეები შემხვდნენ, რომლებიც გიდს დიდი ინტერესით უსმენდნენ. 20-ოდე წლის წინ, კი აქ მხოლოდ ქარი დათარეშობდა. უფლისციხე გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში.

Read the rest of this entry »

 

დღეს, მთის დღეა :)

gergeTi 035

ყველას მინდა მივულოცო ეს დღე… ვისაც ჩემთან ერთად უვლია… ვინც აწი ივლის… ვინც უჩემოდ და ჩემამდე დადიოდა… ვისაც სურვილი ჰქონდა და ვერ ახერხებდა… გილოცავთ მთის დღეს…

Read the rest of this entry »