RSS

Category Archives: ტურიზმი

ეგვიპტეში გატაცებული უცხოელი ტურისტები გაათავისუფლეს

egvipte01ოთხი დღის შემდეგ, ეგვიპტეში დაკავებული 2 ტურისტი გაათავისუფლეს. ისინი, ტყვედ ბედუინების შეიარაღებულმა ჯგუფმა აიყვანა, სინაის ნახევარკუნძულზე. გამტაცებლები, ეგვიპტის მთავრობას ნათესავების ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ.

22 მარტს, ბედუინებმა ტყვედ 34 წლის ისრაელის არაბი (კაცი) და 32 წლის ნორვეგიის მოქალაქე ქალი აიყვანეს. ტურისტები, მანქანით საკურორტო ქალაქ ტაბადან ქალაქ დახაბში, ისრაელის საზღვართან მიემართებოდნენ. მათი გათავისუფლების თაობაზე, მოლაპარაკებებს 6 ადგილობრივი შეიჰი ესწრებოდა. ცნობილია, რომ ბედუინები ტურისტების გათავისუფლებას მაშინ აპირებდნენ, როდესაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. ტყვედ აყვანილი ტურისტების თქმით, ბედუინები მათ კარგად ექცეოდნენ.  Read the rest of this entry »

 

ეგვიპტეში ბედუინებმა ორი ტურისტი გაიტაცეს

egvipte01ბედუინებმა ტყვედ ორი ტურისტი სინაის ნახევარკუნძულის ეგვიპტის ნაწილიდან გაიტაცეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

შეიარაღებულმა ადამიანებმა ავტომობილს გზა გადაუღობეს, სადაც ბელგიის მოქალაქე ქალი და მისი თანამგზავრი, ისრაელის მოქალაქე, ეროვნებით არაბი მამაკაცი იმყოფებოდნენ, ტურისტები აიძულეს გადმოსულიყვნენ მანქანიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.  Read the rest of this entry »

 

ბათუმში გრანდიოზულ აკვარიუმის მშენებლობა გაგრძელდება

akvariumiახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილის იდეას ბოლომდე განახორციელებს და ბათუმში გრანდიოზულ აკვარიუმს ააშენებს.

აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ პროექტი მართლაც საინტერესოა და ის აუცილებლად განხორციელდება. Read the rest of this entry »

 

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზეა

myivnvari-gudauri“მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა” მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2013 წლის მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 140 ქვეყანა მოხვდა.
რეიტინგში საქართველომ 7 პუნქტით გააუმჯობესა მდგომარეობა და 4,10 ქულით 66-ე ადგილზეა. 2009 და 2011 წლების რეიტინგში საქართველოს 73-ე ადგილი ეკავა.  Read the rest of this entry »

 

2014 წელს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

Rvinis festivali 05მიმდინარე წლის 15-16 მარტს ხორვატიაში, ქ. ზაგრებში გაიმართა ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც საქართველო წარსდგა, როგორც 2013 წლის კონფერენციის მონაწილის, ასევე 2014 წლის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით.
Read the rest of this entry »

 

კოკოტაურის მინერალური წყალთან ერთად, წყაროს წყლის რეალიზაციაც დაიწყება

chaqvi 012აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მინერალური წყლის “კოკოტაურის” ჩამოსასხმელი საამქრო მინერალურის გარდა, წყაროს წყლის რეალიზაციასაც დაიწყებს. ქარხანაში ახალი დანადგარები დაიდგა, რომელიც ბელორუსიიდან ჩამოიტანეს, რადგან ძველი დანადგარები არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს. “კოკოტაური” ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ კოკოტაურში, მთის ფერდობზე მოედინება. იგი სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, მაგნიუმიანი და კალციუმიანი სამკურნალო წყალია. Read the rest of this entry »

 

2013 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი ტოკიოა, ხოლო იაფი – ყარაჩი

parizi2013 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქად ტოკიო დასახელდა. იაპონიის დედაქალაქი უკვე 20 წელია ამ რეიტინგის ლიდერია. ამ დროისათვის, ტოკიოს კონკურენციას ციურიხი, პარიზი და ოსლო უწევენ.  Read the rest of this entry »

 

“საქართველოს ეროვნული პარკები” საერთაშორისო გამოფენაზე “ITB BERLIN 2013″(Messe Berlin) წარსდგა

tye12გამოფენაზე ეროვნული პარკები და მღვიმეები  იქნა წარადგენილი

2013 წლის 6-10 მარტს გერმანიში, ქ. ბერლინში გამართულ ტურისტულ გამოფენაში “ITB  BERLIN 2013” (Messe Berlin)    დაცული ტერიტორიების სააგენტომ  მონაწილეობა მიიღო.
სააგენტოს საგამოფენო სტენდზე წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული პარკების და მღვიმეების შესახებ ინფორმაცია. Read the rest of this entry »

 

ჩეხეთში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მღვიმეები წარადგინეს

saTaflia 0052013 წლის 17- 20 იანვარს  ჩეხეთში  ქ. ბრნოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  “International Travel Trade Fair 2013”    და 7-10   თებერვალს  ჩეხეთში ქ. პრაღაში გამართულ  გამოფენზე    “Holiday World – 2013”  ჩეხეთის რესპუბლიკამ,  საქართველოს იმერეთის მღვიმეები წარადგინა. Read the rest of this entry »

 

ინდოეთის პოლიციამ შვეიცარიელი ტურიტების ძარცვისა და გაუპატიურების გამო 20-მდე ადამიანი დააკავა

indoeTiინდოეთის მათხია-პრადეშის შტატის პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან შვეიცარიელი ტურისტის გაძარცვასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში.
39 წლის ქალი და მისი მეუღლე ცენტრალურ ინდოეთში ველოსიპედით მოგზაურობდნენ. პარასკევს საღამოს მათ სოფელ ჯიდიასთან მათ თავს დაესხნა რამდენიმე ადამიანი.  Read the rest of this entry »