კალიფორნიის დაახლოებით 1,5 ათასმა მცხოვრებმა თავიანთი სახლები მთებში გავრცელებული ძლიერი ხანძრის გამო დატოვა.
შტატის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე ოთხი მეხანძრე დაზარალდა ხანძრის ჩაქრობის დროს და ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. Read the rest of this entry »
Category Archives: სტიქია
ძლიერი ხანძრის გამო კალიფორნიის მცხოვრებლები ევაკუირებულია
იაპონიის მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლების დატოვებას ურჩევენ
დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა დასავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ იაპონიაში, ბოლო ღამეების განმავლობაში, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამოწვეული წყალდიდობის მიზეზით, სახლების დატოვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიიღეს. ადგილობრივი მასობრივი საშუალებები იუწყებიან, რომ კუნძულ ჰონსიუს ერთ-ერთ პრეფექტურაში ხელისუფლების მხრიდან 17 ათასი ადამიანი გააფრთხილეს. Read the rest of this entry »
კანადაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი დაკარგულად ითვლება მატარებლის კატასტროფის შემდეგ
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი დაკარგულად ითვლება მატარებლის კატასტროფის შემდეგ ქალაქ ლაკ-მეგანკში, სადაც ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, – წერს The Globe and Mail. Read the rest of this entry »
კოლორადოს ტყეში ხანძარი მძვინვარებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადო ტყეში შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის შედეგად უკვე 360-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითიდ პრესი” ავრცელებს. შტატის ხელისუფლებამ უკვე 38 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. Read the rest of this entry »
ევროპაში კვლავ წყალდიდობაა
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წყალდიდობა კვლავ გრძელდება. “ევრონიუსის” ინფორმაციით, გერმანიაში წყლის დონე არ იკლებს და უკვე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს , რომელიც ქვეყანაში 2002 წელს დაფიქსირდა.
თუმცა, ზოგიერთ რაიონში წყლის დონემ 2002 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა კიდეც. ქალაქ ვიტენბერგში მდინარე ელბაში წყლის დონემ 7,85 მეტრს მიაღწია, რაც ნახევარი მეტრით მეტია 2002 წლის წყალდიდობის შედეგად აწეული წყლის დონეზე. Read the rest of this entry »
ძლიერი წვიმა თბილისში – მოვარდნილმა წყალმა გლდანულის ხიდი წაიღო
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში ეზოები და რამდენიმე სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა ძირითადად დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვდა. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეზოების დატბორვა სანიაღვრო ქსელების გაჭედვამ გამოიწვია, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევებში მაშველები მოსახლეობას დახმარებას ვერ უწევდნენ. Read the rest of this entry »
წყალდიდობამ ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადაინაცვლა
წყალდიდობამ, რომელიც ცენტრალურ ევროპაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ჩეხეთიდან სლოვაკეთში გადაინაცვლა. “სი-ენ-ენის” ინფორმაციით, ბრატისლავაში სტიქიას უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პირველად ისტორიაში, დუნაის წყლის დონემ სლოვაკეთის დედაქალაქში 10 მეტრს მიაღწია. Read the rest of this entry »
ევროპაში წყალდიდობაა – “პრაღა იძირება!”
ძლიერი წყალდიდობის გამო, ჩეხეთის ხელისუფლება იძულებული გახდა წყალსაცავებში წნევის შემცირების მიზნით ხელოვნური გადინება მოეწყო, რის შედეგადაც წყლის უდიდესი ნაკადი პრაღის მიმართულებით მიედინება. Read the rest of this entry »
ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ჩეხეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობაა გერმანიასა და ავსტრიაშიც, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული. გერმანიაში მდინარე დუნაი ნაპირებიდან გადმოვიდა. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მსგავსი რამ გერმანიაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა. სამივე ქვეყანაში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. Read the rest of this entry »
ევროპაში წყალდიდობა კატასტროფად შეაფასეს, არიან დაღუპულებიც
გადაუღებელმა წვიმებმა ევროპაში კატასტროფული სიტუაცია შექმნა. ჩეხეთში ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილებისა და სამი დაკარგულის შესახებ, ასევე ავსტრიაში გარდაცვლილებისა და გერმანიაში ორი მამაკაცის ბედი გაურკვეველია. Read the rest of this entry »



