დიდთოვლობის გამო, დუშეთის რაიონში 30 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა რეზო ყარმაზანაშვილმა განუცხადა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 1 მეტრ სიმაღლეს აღწევს, რამაც 280 სოფლიდან 30 დასახლებული პუნქტი გარესამყაროს მოწყვიტა. Read the rest of this entry »
Category Archives: რეგიონი-სტიქია
დიდთოვლობის გამო დუშეთის რაიონში 30 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
დიდთოვლობის გამო, საქართველოს გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის შეზღუდვებია დაწესებული
საქართველოში არამდგრადი ამინდი 11 იანვრამდე შენარჩუნდება.
თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ1-კმ35 (ზაჰესი-ლოჭინი) მონაკვეთში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. Read the rest of this entry »
გუდაური – კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. – აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე. Read the rest of this entry »
წუხანდელმა მიწისძვრამ რამდენიმე სახლი დააზიანა
წუხელ მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რომელიც შავი ზღვის სანაპიროებთან 29 კილომეტრში მოხდა, რამდენიმე სახლი ისევ დაზიანდა. მიწისძვრის შედეგად ქობულეთში 23 სახლს ბზარი გაუჩნდა. ასევე ციხისძირში მოწყობილების სახლს სახლის ფუნდამენტში გაუჩნდა ბზარი. Read the rest of this entry »
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში თოვლი ისევ მოვიდა. დედაქალაქში თოვლის საფარი არაა, თუმცა დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.
გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაკეტილია და ზვავსაშიშროების გამო, ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთში გზის გასაწმენდად ვერ შედის. დაბა გუდაურამდე მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე, სადაც მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს. რიკოთის უღელტეხილზე კი, მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. გზების გამწმენდი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
შავი ზღვის სანაპიროდან 29 კმ-ში 5.5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
რამდენიმე ხნის წინ, 22:44 სთ-ზე შავი ზღვის სანაპიროდან 29 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა, მისი სიმძლავრე შეადგენდა 5.5 ბალს. Read the rest of this entry »
თოვლმა კახეთის სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა
თოვლის გამო კახეთში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სამაშველო სამსახურები რეგიონში ძირითადად მხოლოდ ცენტრალურ გზას წმენდენ. ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელია გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემში მიმავალ გზაზე, ასევე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედთან დამაკავშირებელ გზაზე და ახმეტის რაიონში, ილტოს ხეობის სოფლებში. Read the rest of this entry »
ჯერ ისევ მორბის თერგი დარიალის ხეობაში
აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი-ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიდადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე. თუმცა ამაზე მოგვიანებით.






