RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ჰიდროელექტროსადგურებიდან ენერგიის მიღება მოძველებული მიდგომაა

მარიამ ქავთარაძე

 უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კი სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმ საკითხზე თუ რამდენად საჭიროა საქართველოში დიდი თუ მცირე ჰესების აშენება, მათ შორის ისეთების როგორიცაა: ხუდონ ჰესი ან ნენსკრა. ამ იდეას თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც ყავს, შესაბამისად იმისა თუ რა სიკეთეს ან უარყოფით შედეგს გულისხმობს ამა თუ იმ ჰესის აშენება. Read the rest of this entry »

 

თამბაქოს კონტროლი საქართველოში

თამარ ბებია

კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, 2018 წლის პირველი მაისიდან უკვე ძალაშია. ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ კანონი ითვალისწინებს მომავალი თაობის, სიცოცხლის გადარჩენას და მათი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფას. კონტროლის ახალი კანონმდებლობის მიზანი, თამბაქოს მეორადი კვამლის, ნეგატიური ზემოქმედებისაგან, თითოეული ჩვენთაგანის დაცვაა.  სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებით, ყოველწლიურად 3000-მდე ადამიანი იღუპება, რადგან ის  7000-ზე მეტ მავნე ნივთიერებას შეიცავს და საკმაოდ სერიოზულ დაავადებებსაც იწვევს, როგორიცაა: ფილტვის კიბო, გულის დაავადებები, ასთმის შეტევების გამწვავება და ა.შ. თამბაქოს მეორადი კვამლი, ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების როგორც  ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლეს და მათთვის უეცარი გარდაცვალების სინდრომის მთავარ მიზეზსაც წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კანონის მთავარი მიზანია ეფექტურად დაიცვას არამწეველები და განსაკუთრებით ბავშვები, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისაგან. Read the rest of this entry »

 

ხანძრები, ძირითადად, ადამიანის დაუფიქრებელი ქმედებების ბრალია

ნინო ალბუთაშვილი

ბორჯომში, საკირის ტყეში,  კერძოდ, „ხრამითხევში“, 30 აპრილს, საღამოს ექვს საათზე, ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო გუნდი. ცეცხლის ლოკალიზება, თავდაპირველად, გართულდა, რადგან ადგილი – მიუვალია, რასაც ქვის ცვენაც ერთვოდა. ტელევიზია – „ბორჯომის“ ჟურნალისტი – ნინო ვართაპეტიანის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურმა გაავრცელა ინფორმცია, რომ ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის ადგილას ჟურნალისტებს არ უშვებენ, მათივე უსაფრთხების მიზნით. ამჟამად, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და იმედოვნებენ, რომ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. ტყეს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა –  შერეულია. ხანძარმა გაანადგურა, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი – ხე-ტყე. პროცესში რეგიონის სამართველო სამსახურია ჩართული, თბილისიდან ჩასულია 25 კაციანი ჯგუფი, შესაძლოა შემდგომ ადამიანური რესურსი დაიმატონ, მათი თქმით ტექნიკის ჩართვა აუცილებელი არ გახდა, ძირითადად ადამიანური რესურსით ხდება ლოკალიზება. Read the rest of this entry »

 

სვერის კარსტულ მღვიმეში დედამიწის დღე აღინიშნა

 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში, მდებარე კოტიასკლდის მღვიმეში და მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიება მოეწყო, სადაც მონაწილეობდენ ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წევრები. პირველად მოხდა კარსტულ მღვიმეში შშმ პირების გადაადგილება, კარსტულ მღვიმეში მეგზურობა გაუწია გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, მან ვიზიტორებს ესაუბრა კარსტული მღვიმის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, აგრეთვე განიხილეს ადაპტირებული ტურისტული მარშრუტების აუცილებლობა შშმ პირების ჩართულობით.

Read the rest of this entry »

 

დედამიწის დღე

მარიამ ქავთარაძე

დედამიწის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს დააწესა და ის ყოველწლიურად 2010 წლიდან აღინიშნება. 2017 წელს ღონისძიების თემა ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა იყო. დედამიწის დღეს, საქართველო, რამდენიმე წლის წინ შეურთდა, 1990 წლიდან მასობრივად აღინიშნება. წელსაც მასობრივი დასუფთავების აქციით და ხეების დარგვით აღინიშნა. Read the rest of this entry »

 

პოლიეთილენის პარკების „ეკოლოგიური კვალი“

ოლიკო ცისკარიშვილი

სხვადასხვა ბრენდის პოლიეთილენის პარკებისგან შემკობილი ხე, რომელიც ჩემს სადარბაზოსთან დგას, ფოთლებთან ერთად ჭრელაჭრულა პოლიეთილენის  პარკებს აშრიალებს. თუმცა ფოთლებისგან განსხვავებით, ისინი წლების განმავლობაში უცვლელად შრიალებენ, მეტიც სხვა ჭრელ-ჭრელი პარკებიც ემატებიან და ემატებიან. აი, ეხლაც პატარა ბიჭს, ქარმა ხელიდან გამოსტაცა წითელი პარკი და ჩვენი ეზოს თუთის ხის ტოტებმა ისიც ჩაიხუტა. გუშინწინ კი, მეზობლის ქალმა ბავშვს ეზოში პარკში გახვეული რაღაც გადაუგდო და ისიც იმ ხეზე შერჩა… ასეთი პარკებით მორთული ხეები, მარტო ჩემს სადარბაზოსთან არ დგას… საქართველოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ. ხშირად მინახავს თვალწარმტაც მთებში ტურისტებს თვალი მთებისკენ და მდინარეებისკენ კი არ გაურბით, სწორედ, პარკებისკენ დამშვენებულ ხეებსა და ბუჩქნარს უყურებენ გაკვირვებულები, მათი გაკვირვება იმის და მიხედვით იზომება, თუ რამდენად უფრო ხშირადაა გადაჭრელებული ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი. Read the rest of this entry »

 

მულტიმედია კონკურსი – „რეფორმა პრიზმაში“

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი  „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიზნად ისახავს საქართველოსმთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებაში რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

G4G აცხადებს მულტიმედია კონკურსს „რეფორმა პრიზმაში.“ კონკურსის მიზანია   საზოგადოების  ინფორმირებულობის და მონაწილეობის გაზრდა რეფორმების პროცესშისოციალური მედიის საშუალებით. Read the rest of this entry »

 

პასკას + კვერცხი = აღდგომა გურიაში

ნინი ღაჟონია

ხომ გაგიგიათ,  “სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია,“-ო, მაგრამ ამ ბოლო დროს „გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა“ უფრო შეეფერება. თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზა, დიდ ხუთშაბათს, არც თუ ისე გადატვირთული აღმოჩნდა. ჩემს მოგზაურობას, უფრო სწორად კი (შაბათ-კვირას გურიაში) ამინდიც გაზაფხულის შესაფერისი დაემთხვა – ძალიან მზიანი.  გურიაში შესვლისთანავე ვიგრძენი თბილი ჰაერი და აყვავებულ ატმის ხეების ყვავილები ჩემს ობიექტივში მოხვედრას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში გვიან ჩავედი, ოზურგეთს ნამდვილად ეტყობოდა სააღდგომო ფუსფუსი და მომრავლებული მანქანები. წინ ხომ ასეთი დღესასწაული ელოდება ხალხს, ქრისტეს აღდგომა, რომელსაც, გურულებიც ჩვეულებრივ ტრადიციული წესისამებრ აღნიშნავენ. Read the rest of this entry »

 

ჭიაკოკონობა + ბავშვობის ნოსტალგია = ჰაერის დაბინძურება

მარიამ ქავთარაძე

„ჩემს ბავშვობაში, ჭიაკოკონობა, ცეცლის პირას, ჩემი ტოლა გოგო-ბიჭების, ერთი მხიარული შეკრება იყო . ერთმანეთს ცეცლის ალზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით და იყო ერთი სიცილ-კისკისი,“ – იგონებს 50 წელს მიღწეული ქალბატონი, რომელიც ჭიაკოკონობას იმერეთში ხვდებოდა, – „ვაგროვებდით ვაზის ლერწამს და იმას ვწვავდით. აბა, ეხლა რა ჭიაკოკონობაა, შეაგროვებენ „პაკრიშკებს“. იმ ახრჩოლებულ ბოლში არც ცეცხლია და ვერც ხალისობენ ბავშვები.“ Read the rest of this entry »

 

შეწყდეს ჰესომანია – ფეხმძიმე გოგონას პროტესტი ჰესების მშენებლობას

ნინი ღაჟონია

ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში ფეხმძიმე გოგონას ფოტო გავრცელდა, რომელმაც მესტიაში გზა გადაუკეთა მძიმე ტექნიკას, მისმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, დროებით, ვიდრე სპეციალისტები ბოლომდე არ განიხილავენ ჰესი ზიანს მიაყენებს თუ არა ადგილობრივებსა და გარემოს, შეჩერდა. Read the rest of this entry »