მოსკოვთან ახლოს მაშველები ვერ ახერხებენ ტყიდან დამწვარი ხეების გამოტანას. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურს 1 მილიარდი რუბლი გამოეყო.
„სერიოზული ზარალი, შეიძლება მიაყენოს ტყის დარჩენილ ნაწილს, თუ ტყიდან მალე არ გამოიტანენ დამწვარ ხეებს. ასევე დიდი საფრთხის წინაშე დგანან მაცხოვრებლები, რომლებსაც ყოველ დღე კვამლის სუნთქვა უწევთ,“ – აცხადებენ ეკოლოგები. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
ტყის ხანძრიდან გამოსული კვამლი ისევ ემუქრება მოსკოვს
სახალინზე მშიერი დათვები გამოჩნდნენ
კოლმსკის რაიონში, სახალინში უკვე მესამე კვირაა მოსახლეობა შეშინებულია. დასახლებულ პუნკტში, რამდენჯერმე დააფიქსირეს დათვები, რომლებიც საკვებს ეძებდნენ.
“სათევზაოდ ვიყავი, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, დასახლებულ პუნკტთან ახლოს, დათვი დავინახე, რომელიც საკვებს ეძებდა. შესაშინებლად თოფი გავისროლე. რის შემდეგაც დათვი გაიქცა,“ განაცხადა ერთ ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა. Read the rest of this entry »
8 წლის განმავლობაში, მთვარეზე მეტეორის ყველაზე ძლიერი დარტყმა მოხდა
ნასას ასტრონომები 2005 წლიდან აკვირდებიან მთვარეზე მეტეორების შეჯახებას, ყველაზე ძლიერი შეჯახება დაფიქსირდა პარასკევს.
„ობიექტი,რომელიც ლოდის ხელა იყო წვიმის დროს ჩავარდა ზღვაში. აფეთქებას თან ახლდა ნათება,რომელიც ათჯერ მეტი ძალის იყო ვიდრე აქამდე მომხდარი აფეთქებები,“ – განაცხადა ნასას მეტეორების შემსწავლელმა ბილ კუკმა. ნასა, უკვე 8 წელია აკვირდება მთვარის ნათებებს, რომლებიც გამოწვეულია მეტეორის შეჯახებით. დაკვირვების დაწყებიდან დღემდე მთვარეზე დაფიქსირებულია მეტეორის 300-ზე მეტი შეჯახების ფაქტი. Read the rest of this entry »
მუზეუმის საერთაშორისო დღე
ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების თანამშრომლები, მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ, და რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანიც, რომლებსაც ძალიან უნდათ მოინახულონ საინტერესო მუზეუმები, სადაც უნიკალური ნივთები და ექსპონატებია დაცული, ვთქვათ ერმიტაჟში, ან ლუვრში, ჩვენც თანამონაწილენი ვართ ამ დღესასწაულის. Read the rest of this entry »
“ხუდონჰესთან” დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა
მთავრობის სხდომაზე “ხუდონჰესთან” დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოხდა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა.
საუბარია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე, საქართველოს მთავრობას, შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, შპს ენერგოტრანსს, “ტრანსელექტრიკა ლიმიტედსა” და “ტრანსელექტრიკა ჯორჯია ლტდ”-ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე. Read the rest of this entry »
გადაშენების პირას მყოფი ვეფხვების გადასარჩენად
21 მაისს ევროპის სახლში გაიმართება ლექცია, რომლის ავტორის კრის სლაპედნელის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ვეფხვების გადასარჩენად ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. Read the rest of this entry »
დიდი ბრიტანეთის უხუცესი კუ, რომელმაც ხუთი მონარქი გაისტუმრა, ვირთხის ნაკბენისგან გარდაიცვალა
დიდი ბრიტანეთის უხუცესი კუ, რომელმაც ხუთი მონარქი გაისტუმრა ვირთხის ნაკბენისგან გარდაიცვალა, – წერს გაზეთი “დეილი მეილი”.
130 წლის რეპტილიის პატრონებმა ქალაქ გერნსიდან შეამჩნიეს, რომ მათი საყვარელი არსება აღარც თავის საყვარელ სალათს მიირთმევდა და აღარც გადაადგილდებოდა. ბოლოს აღმოაჩინეს, რომ უკან უზარმაზარი ჭრილობა ქონდა, რომელიც ნაკბენს გავდა. Read the rest of this entry »
მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორებს ეძებს
მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უმცირესობასთან შეხვედრისას განმარტა, მთავარია, რომ ინტენსიურად მუშაობს და ეძებს ინვესტორებსტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. Read the rest of this entry »
ნასა: მარსი ყოველწლიურად 200-ზე მეტ “ასტეროიდულ დარტყმას” იღებს
მარსიდან (Mars Reconnaissance Orbiter) გადაღებული კადრებით, მეცნიერებს პირველად მიეცათ საშუალება დაეთვალათ ასტეროიდების რაოდენობა, რომელიც პლანეტის ზედაპირზე ეცემა, იტყობინება ნასა. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრმა ხათუნა გოგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხები. მისი განმარტებით, 2011 წლის მარტში გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, რის გამოც, გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკნინდა ფუნქციები, გაუქმდა გარკვეული სტრტუქტურები და გართულდა სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. Read the rest of this entry »



