RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

პირველად საქართველოში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა

IMG_3759სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, პირველად საქართველოში, კომპანია “კავკასიის გენეტიკის” სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა. ტრანსპლანტაცია  ცენტრის მიერ მოწვეულმა  გერმანელმა სპეციალისტმა, დოქტორ ჯეიკობ შერცერმა, ჩაატარა. Read the rest of this entry »

 

დღეს ყვავილების ფესტივალი გაიხსნება

yvavili2დღეს, 25 მაისს, ყვავილების ფესტივალი გაიხსნება, რომელშიც 200-მდე კერძო პირი და კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

დედაქალაქის გამწვანების სამსახურის ინფორმაცით, წელს პირველად ფესტივალი ორდღიანია. Read the rest of this entry »

 

ომალომდე გზა გახსნილია

TuSetisken 013თუშეთში,  ომალომდე,  გუშინ საღამოს უკვე გზა გახსნილი იყო. ტრაქტორები გზის გაწმენდით სამუშაოებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ.  თოვლისგან გაწმენდილ გზას პირველად მეცხვარეები და მენახირეები გადაივლიან თავიანთი საქონლით, რომ ბარიდან მთაში დროულად აბრუნდეს ფარები და ნახირები. უახლოეს მომავალში თუშეთს ტურისტების მიღებაც შეეძლება. Read the rest of this entry »

 

ქობულეთში ახალი ტურისტული სეზონის პოპულარიზების მიზნით ღონისძიებები გაიმართება

qobuleTi1024-28 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით „ახალი სეზონის” ფარგლებში მოეწყობა ტური კინტრიშის ნაკრძალის, ისპანის და ციხისძირის მიმართულებით უკრაინელი, რუსი, ესტონელი და ჰოლანდიელი სტუმრებისათვის. რომლებიც დაათვალიერებენ და გაეცნობიან კინტრიშის ხეობის უნუკალურობას, მოინახულებენ წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს, ბზის კორომებს, თაღოვან ხიდებს, ღვინის ქვევრებს და ჩანჩქერებს. ტურისტულ მარშუტს გაუწევენ გიდობას ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის” სტუდენტები. Read the rest of this entry »

 

მოსკოვში მიწისძვრა მოხდა

miwisZvraოხოტსკოს ზღვაში მოხდარი მიწისძვრის გამოძახილმა მოსკოვამდე მიაღწია.

“შეიძლება, სწორედ ამ მიწისძვრის შედეგი იყო, რომელიც მოსკოვმა იგრძნო. მიწისძრა მოხდა 600 კილომეტრ სიღრმეში და დიდი ტერიტორია მოიცვა. ის იგრძნეს კრასნოიარსკში, ბლაგოვეშენსკშიც ციმბირის მთელ ტერიტორიაზე,” – აცხადებენ რუსეთის გეოფიზიკის სამსახურში. Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი სამი წლის გახდა…

1232.jpgსამი წლის წინ, ერთ-ერთ ტრენინგზე, სადაც ნათია კუპრაშვილის წყალობით, მივხვდი რა იყო ბლოგი და ბლოგინგი, დაიბადა იდეა… სახელიც კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, ჩემს მეგობართან ერთად, მოვიფიქრე – ეკოფაქტი. მას შემდეგ, ნელ-ნელა ჩამოყალიბდა იდეები, ეკოლოგიისა და გერმოს პრობლემების გაშუქებას მიემატა, როგორც სამკურნალო, ასევე ეკოტურიზმის განვითარების პრობლემებზე სტატიები… Read the rest of this entry »

 
 

ჩინეთში წყალდიდობას 55 ადამიანი ემსხვერპლა

TurqeTSi wyaldidobaჩინეთის სამხრეთ-ცრენტრალურ პროვინციაში ძლიერი წვმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 200 ათასი ადამიანი დააზარალა. გუანდუნის პროვინციაში 12 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. Read the rest of this entry »

 

ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის პრობლემებზე კონფერენცია ტარდება

wvima33328-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები. ღონისძიება ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება. Read the rest of this entry »

 

ოკლაჰომაში ტორნადომ 24 ადამიანი იმსხვერპლა

oklaxoma 001ოკლაჰომას სახელმწიფო ორგანოების ცნობით, ტორნადოს შედეგად, გარდაიცვალა 24 ადამიანი და არა 91, როგორც სხვა წყაროები უფრო ადრე იტყობინებოდნენ. – წერს როიტერი. Read the rest of this entry »

 

უკრაინელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს ეწვია

Rvinis festivali 03საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI-ს) ორგანიზებით საქართველოს უკრაინელ წამყვან ჟურნალისტთა ოცკაციანი ჯგუფი ეწვია. ჟურნალისტებს შორის არიან 1+1-ს, НТН-ის, ТРК Украина-ს, Сегодня-ს, Корреспондент-ის და სხვა პოპულარული ტელევიზიებისა და გამოცემების წარმომადგენლები. ჯგუფი მოწვეულია ღვინის ტურიზმის უკეთ გასაცნობად, ისინი მოინახულებენ „შატო მუხრანსა“ და კახეთის ყველა ძირითად ტურისტულ ადგილებს, მათ შორის „შატო მერეს“, ღვინის სასტუმრო და სპას „ყვარლის ედემი“, „ალავერდის მონასტრის ღვინის მარანს“ და სხვა. ჟურნალისტთა ჯგუფი მოკლემეტრაჟიანი ფილმების, სიუჟეტების, სტატიებისა და ბლოგების მეშვეობით გააშუქებს იმ შესაძლებლობებს, რაც ღვინით დაინტერესებული ტურისტებისათვის საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებობს. Read the rest of this entry »