RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

გაიმართა ყველის ფესტივალი 2014

yvelis festivali 02ნატალი სულავა-დევდარიანი

ორიოდე დღის წინ,  თბილისში გამოფენა “ექსპოჯორჯიას” ტერიტორიაზე გაიმართა ქართული ყველის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ყველის მრავალი სახეობა, მათ შორის დამბალხაჭო, გუდა, აჭარული ჩლეჩილი, ტენილი, შებოლილი დაწნული, მეგრული სულგუნი, გამჟალია, თაფლში დავარგებული და ა.შ.

ფესტივალის სტუმრებს შეეძლოთ ყველის დაწნა-შებოლვა, ელარჯის და თაშმუჯაბის დამზადებისთვის თვალი ედევნებინათ და სასურველი ყველი დაეგემოვნებინათ.

Read the rest of this entry »

 

Deutsche Welle Akademie იუსტიციის სასწავლო ცენტრში ვორქშოფები გამართა

IMG_3062ოლიკო ცისკარიშვილი

ყვარელს, მთიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლი გადმოჰყურებს, რომლის ავტორი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილია, არქიტექტორი კიაზო ნახუცრიშვილი, ჩამომსხმელი კი სანდრო ხადური, ძეგლი აქ 1968 წლის 2 მაისს აღიმართა. სწორედ, ძეგლის უკან მდებარეობს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომპლექსი.

გზად 15-16 საუკუნეების ტაძრები გვხდება. ყვარლიდან იუსტიციის სახლამდე ფეხით რამდენიმე წუთში ახვალთ, თან შეგიძლიათ კახეთის უმშვენიერესი ხედებით დატკბეთ.

Read the rest of this entry »

 

თსუ ეკოკლუბი ჭიათურაში ქარსაცავ ზოლს გააშენებს

darge xeივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოკლუბისა და ,გეო–ეკო ალიანსისის” ორგანიზებით 6 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენებულ ქარსაცავ ზოლში 500 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება.

თსუ ეკო კლუბის ინიციატივით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის გაშენება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ფიჭვის 300-მდე ნერგი სამ ზოლად დაირგო. გაშენებული ზოლი ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწვევს.

Read the rest of this entry »

 

სტორის ხეობის რეკრეაციული ადგილები

shem 003ოლიკო ცისკარიშვილი

ორიოდე დღის წინ, საველე ვიზიტი შედგა თელავის მუნიციპალიტეტის, სტორის ხეობის რეკრეაციულ ადგილებში. შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს რეკრეაციული ადგილები, გაეცნენ იქ არსებულ ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არც თუ სახარბიელო იყო და განიხილეს რეკრეაციული ადგილების მდგრადი განვითარების საჭიროებები.

საველე ვიზიტი გაიმართა “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Read the rest of this entry »

 

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლია

Tovli aWaraSiთოვლი მოვიდა მაღალმთიან აჭარაში. ამ ფოტოზე, ხულოს რაიონი სოფელი თხილვანაა. ფოტო  მოგვაწოდა როინ გუნდაძემ, მისი თქმით, თხილვანაში,  ამჟამად ნახევარ მეტრამდე თოვლია.

Read the rest of this entry »

 

შეხვედრა სტუდენტებთან – ოკაცეს კანიონი

logo tsu28 ოქტომბერს, სამშაბათს 15.00 საათზე თსუ-ში 1 კორპუსში 115-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან “იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები და 2014 წლის ახალი პროდუქტი – ოკაცეს კანიონი”
Read the rest of this entry »

 

ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში – კლიმატის ცვლილების მიტიგაცია

darge qarsacaviპროექტი „ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გეო-ეკო ალიანსის“ მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რომლის პარტნიორებიც არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების ფონდის, მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ქარსაცავი ზოლების გაშენების მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო აგვისტოდან და ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს აქტივობების განხორციელება. პროექტის მიზანია ქარსაცავი ზოლების შექმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგზაო ტერიტორიებზე, რათა ქარიან ამინდებში სატრანსპორტო გადაადგილება გახდეს შესაძლებელი, ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეკო-ბანაკების ორგანიზება, რომელიც უშუალოდ ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში, ხეების ამორგვასა და გადარგვის აქტივობების განსახორციელებლად.

Read the rest of this entry »

 

საყდრისის სტატუსის გარშემო დავა ისევ გრძელდება

საყდრგუშინ, 17 ოქტომბერს, კომპანია “რიჩ მეტალს გრუპის” ,,არემჯი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, სპეციალური საინფორმაცია ტური ყველა დაინტერესებული მედიასაშულებისა და მათი წარმომადგენლებისთვის საყდრის- ყაჩაღიანის ობიექტზე მოეწყო. ღონისძიება  საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის გარშემო შექმნილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით ჩატარდა.

Read the rest of this entry »

 

განთიადის დასახლებაში მდინარემ ბერიძეების სახლი დაანგრია

 

განთიადი 001ეს ფოტოები წუხანდელი წვიმის შედეგია.- გვწერს როინ გუნდაძე.

Read the rest of this entry »

 

დაბა სიონი

SIONIმარიამ დოჯურიშვილი

დაბა სიონი თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ივრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, რომელსაც ყოველ წლიურად უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. დაბა სიონში, 1963 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გდაწყვტა წყალსაცავის დაგუბდა, რომლის ძირითადი დანიშნულება ქალაქ თბილისის სასმელი წყლით მომარაგება იქნებოდა.

Read the rest of this entry »