RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო

IMG_3566შინაგან საქმეთა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს: ამინდის გაუარესების გამო, ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა.

Read the rest of this entry »

 

ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

engurhesi 012ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურგეჰესი ქვეყნის ის პირველი ინდუსტირული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.

Read the rest of this entry »

 

ჭალაათის მყინვარმა, შარშანდელთან შედარებით, 15-ზე მეტი მეტრით, უკან დაიხია

WalaaTi 0005ოლიკო ცისკარიშვილი

სვანეთში, მდინარე მესტიაჭალა წარმოიქმნება მდინარე ლეხზირისა და ჭალაათის შეერთების შედეგად,  ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. ამჯერად ხუთნი ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.

გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა,  იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.

ჭალაათის მყინვარი, რომლისკენაც გულდასმით მივიწევდით,  გამორჩეული მყინვარია და ტყის ზონაში მთავრდება.მყინვარი უკენ იწევს და ტყე ფეხდაფეხ მიყვება. მყინვარისკენ მიმავალ გზაზე უამრავი უცხოელი ტურისტიც შეგვხვდა. Read the rest of this entry »

 

მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი 120 დღით დაიკეტება

sshsშსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აცნობებს, რომ თბილისში, მდინარე დიღმულას ხიდის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, დღეიდან, 7 აგვისტოდან, 120 დღით დაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირის ნაწილი.

Read the rest of this entry »

 

სამების ეკლესიასთან ხანძარია

xanZari kanadaSiშინაგან საქმეთა სამინისტორის ინფორმაციით, ხანძარია სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, გედევანიშვილის ქუჩაზე ( ელიას მთისკენ)  იწვის ბალახი 800 კვმ. ადგილზე გასულია ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

Read the rest of this entry »

 

ლაგოდეხში სარწყავ არხში ფეკალიები მიედინება

lagodexi 005ლაგოდეხში სარწყავ არხს უერთდება ფეკალური მასა და პირდაპირ მიედინება მინდვრებში, სადაც მოსახლეობას ვენახები აქვს გაშენებული და სიმინდი მოჰყავს.

ფოტოები, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვაწოდა, ნათლად ასახავს გარემოს დაბინძურების ფაქტს, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

Read the rest of this entry »

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსებს

shemodgomiseuli 002ოზონის შრის დაცვის დღე, 16 სექტემბერი, 1995 წლიდან აღინიშნება.1987 წლის 16 სექტემბერს მსოფლიოს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს საერთაშორისო დოკუმენტს – მონრეალის ოქმს, რომლის დანიშნულებაა ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა წარმოებისა და გამოყენების აღმოფხვრა.
სწორედ მონრეალის ოქმმა დაუდო საფუძველი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც ემსახურება ოზონის შრის შენარჩუნებას და დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენას.
წელს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე მეოცედ აღინიშნება.
საქართველოში ამ თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი”, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა.

Read the rest of this entry »

 

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

xanZariშსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

Read the rest of this entry »

 

საქართველო, ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ

mewyeri 1004ოლიკო ცისკარიშვილი

ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას.

სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივ ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით, ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და რა თქმა უნდა უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინ დაწყებული ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილება, დამლაშება, დაჭაობება, საძოვრების უყაირათო გამოყენება და სხვ.

Read the rest of this entry »

 

შავი ზღვა დამსვენებელს ელის

qobuleTi 002ქობულეთში შესანიშნავი ამინდებია…

Read the rest of this entry »