მანგლისის საეპისკოპოსო ტაძარი ქრისტიანობის ერთი უძველესი ცენტრთაგანი იყო საქართველოში. მემატიანეების გადმოცემით, მანგლისში უკვე მირიან მეფის დროს (მე-4 საუკუნეში) აუგიათ ეკლესია. ტაძრის უძველესი ნაწილები VII მიეკუთვნება. 1002 წელს, შენობა არსებითად გადააკეთეს და გააფართოვეს. აღმოსავლეთის ნაწილი, კარიბჭეები და კედლების ჩუქურთმები, XI ს-ეს მიეკუთვნება. ამავე საუკუნეშია შესრულებული გუმბათში შერჩენული კედლის მხატვრობაც. 1852 წელს ძეგლი შეაკეთეს და შიგნიდა შელესეს. ტაძარი მოქმედია და ამჟამადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოტურიზმი
გორის ციხიდან სტალინის მუზეუმამდე
ქალაქი გორი მდებარეობს ქართლის გულში. ძველთაგანვე აქ თავს იყრიდა არა მარტო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდან დიდ და პატარა ლიახვზე, მდინარე მეჯუდაზე გამავალი გზები და სამხრეთიდან, ტანას ხეობით მომავალი გზა. გორის მიდამოები მცირედაა გაშლილი, მაგრამ თვით ციხესა და ქალაქს საფუძველი სწორედ იმ კლდოვან გორაკზე ჩაეყარა, რომელიც ტაფობის შუაზეა აღმარული. აქედან კარგად ჩანდა შორიდან მომავალი გზები და მტერი ძნელად თუ მოეპარებოდა მას. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. Read the rest of this entry »
თუშეთი – შენაქო
შენაქო მდებარეობს თუშეთში პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია.
თუშეთი – წოვათა – ინდურთა
სოფელ ინდურთამდე გზა მიუვალი და საშიშია, სამანქანო გზა საშის ხევებსა და კლდეებზე გადის, სადაც მუდამაა ზვავსაშიშროება. წოვათაში გადასვლას ავტომობილით რამდენიმე საათი სჭირდება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, კი საცხენოსნო მარშრუტებით მოგზაურობას 5 დღეს სჭირდება.
თუშეთი – ილურთა
ილურთა სოფელია პირაქეთა თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ ნასოფლარად ითვლებოდა, თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში მე-19 საუკუნის ეკლესიასთან, ახალგაზრდა ილურთელთან ერთად ადგილობრივები წყაროს აპირკეთებდნენ.
ალავერდის სამონასტრო ანსამბლის კომპლექსური განახლება გრძელდება
თუშეთი – გირევი
გირევი მდებარეობს ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე. გირევი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. ამჟამად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
თუშეთი – ფარსმა
XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელია. ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე. ფარსმის წვერიანიციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამა-შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ფარსმაში წმინდა თევდორეს ხატი, საკულტო ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. სალოცავი გეგმით (5.3X4.8მ) სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქლით – მშრალად. დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. “თეფა” და “გორიკაცი” – გორივით არის შთენილები, რომლებიც სოფლის მიდამოში, მთის ფერდობზე, დგანან როგორც ზემოთისე ქვემოთ. ქაჩუს მთის გადასასვლელში არის მურთაზის (ალბათ, სოფლის ან თემის, მაშინდელი მეთაური) ჯარის მიერ მისივე ბრძანებით დაყრილი ქვები, რომლებსაც ქვია “ჯარისქვანაგროები”.
წარო – უცნობი აკლდამები წოვათასკენ მიმავალ გზაზე
წოვათასკენ მიმავალ გზაზე უცხო სოფელია შეფენილი, ერთ-ერთი მოგზაურის გიორგი იორამაშვილის თქმით, ეს სოფლის ნაშთები წაროა. მისი ნახვისას ხევსურეთის ბეჭებგაბზარული მუცო გაგვახსენდა, მთელ თუშეთში ძნელად თუ ნახავთ მისებრ ფერდობ-კლდეებზე შეფენილ ციხე ქალაქს, რომელიც მასავით შთამბეჭდავი იყოს და მასავით აღდგენა პატრონობა სჭირდებოდეს.
თუშეთი – დოჭუ
დოჭუ სოფელია თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნასოფლარად ითვლებოდა, 2002 წლის მონაცემებით, იქ მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობდა. თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში ტურისტებისთვის პატარა ოჯახური სასტუმროც იყო. რომელიც შემდეგ, გზააბნეულ ებრაელ ტურისტ წყვილს მივასწავლეთ ღამის გასათევად.





