შიდა ქართლში, თბილისიდან 25 კილომეტრში მცხეთასა და მის შემოგარენში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს. მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე, იბერიის სამეფოს უძველესი დედაქალაქია და საქართველოს სულიერი ცენტრი, ამ ქალაქიდან ქართული ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იღებს სათავეს. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთასორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობდა საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობების — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოტურიზმი
მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
დადიანების საბანაო ადგილი – მარტვილის კანიონი
მარტვილთან, მდინარე ინჩხიას შესართავთან, სასაფლაოების გვერდით, შეუმჩნეველი შესახვევია. სწორედ, იქ, სადაც ადგილობრივებს საქეიფოთ და დროის გასატარებლად ხელდახელ სკამი და მაგიდა დაუდგამს, ძნელად თუ მიხვდება ვინმე, რომ იქვე ინჩხია კანიონში მოედინება და ულამაზეს გარემოს ქმნის. ორ კლდეს შუა მორბენალი ანკარა მდინარე ლურჯად ლივლივებს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენ მხოლოდ მარტვილის კანიონის მცირე ფრაგმენტის ნახვა მოვახერხეთ, ამბობენ, მდინარის სათავიდან აქ ნავებითაც შემოდიანო. Read the rest of this entry »
გზად სვანეთისკენ
სვანეთის ისტორიას დიდი ხნის ისტორია აქვს, ეს ის კუთხეა, სადაც ბატონი არ ჰყოლიათ. სვანებს არც არასდროს უწარმოებიათ დამპრყობლური ომები და არც თავად აბატონებნენ სხვებს. იქ დღემდეა შემორჩენილი ცხოვრებისეული ტრადიციები, ადათ-წესები. Read the rest of this entry »
ჰაწვალი – უვიზიტორო სამთო-სათხილამურო კურორტი
მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით, ჰაწვალია, მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი. აქ უკვე სამი წელია მოქმედებს 2 400 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასა, რომელიც ევროპის წამყვან სათხილამურო კურორტებს არაფრით ჩამორჩება. ჩვენი სტუმრობისას ჰაწვალი ცარიელი იყო.
სვანეთი – მესტია
გამიმართლა, მესტიაში ტურისტულ კომპანია Onlygeorgia-სთან ერთად წავედი. თბილისიდან დაახლოებით 470 კილომეტრიანი გზა სვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში უგზოობის გამო, მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს. თუმცა გზა კარგადაა გაკეთებული, მგზავრები მაინც უნდა გაფრთხილდნენ, უცბად ჩამოწოლილი მეწყრებისგან. მესტიის იქით თოვლის გამო გზა აღარ იყო, ამიტომ ვეღარ გადავედით უშგულისკენ. Read the rest of this entry »
ბაკურიანი
საქართველოში ერთ-ერთი საზამთრო კურორტი ბაკურიანი, ამჟამად ხალხმრავალია. ე.წ. 25-იანების სასრიალო გადაჭერდილია, როგორც ადგილობრივი დამსვენებლებით, მრავლად არიან რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ზამთრის კურორტების მოყვარულნი. სათხილამურო გაქირავების პუნქტებთან რიგი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. თოვლისა თუ მზიან ამინდში რიგებია საბაგირეზეც, რათა სათხილამურო ტრასაზე ავიდნენ, სულ რაღაც 50 თეთრად. Read the rest of this entry »
შარშან აჭარას 1 მლნ.491 ათას 922 ტურისტი სტუმრობდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2012 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ. 491 ათას 922 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 13.1%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 53.1%-ით მეტი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ 319 ათას 513 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-დეკემბერში 974 ათას 563 ვიზიტორი. Read the rest of this entry »
ბაკურიანი – ეკოტურიზმისა და სამკურნალო ტურიზმის მოყვარულთათვის
ლოპოტა
ოლიკო ცისკარიშვილი
კახეთში, თელავის რაიონში, დაბა ნაფარეულთან, ლოპოტას ხეობაში, (20 კ.მ თელავიდან და 170 კ.მ თბილისიდან), ლოპოტას ტბასთან მისასვლელ გზაზე უზარმაზარი შლაგბაუმი დაგვხვდა, გამიმართლა, რომ ჯგუფთან ერთად მივდიოდი და ნომერი უკვე დაჯავშნული იყო. საოცარი ტბა მთებს შორის ლამაზად რომ ლივლივებს ტურისტებისთვის, ხელმისაწვდომი არაა…
უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი
ოლიკო ცისკარიშვილი
უფლისციხის ნაქალაქარი გორიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე მდებარე სოფელ ქვახვრელის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე; 10-15-ოდე წლისგან განხვავებით, ამჟამად მოვლილი და ტურისტებისთვის, საქართველოში ერთ-ერთი კლდეში ნაკვეთი საინტერესო ციხე-ქალაქია. ჩემი უფლისციხეში ვიზიტისას სკოლის მოწაფეები შემხვდნენ, რომლებიც გიდს დიდი ინტერესით უსმენდნენ. 20-ოდე წლის წინ, კი აქ მხოლოდ ქარი დათარეშობდა. უფლისციხე გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში.











