ფონდი “ქართუ” კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემას ხვალიდან დაიწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, დღეს ფონდ “ქართუს” ბენეფიციართა 10%-ის სია გადაეგზავნება.ფონდი მოამზადებს მათ სახელზე ანგარიშებს, ამავდროულად, გამგეობის შენობებში გამოქვეყნდება დაზარალებულთა იმ 10%-ის სია, რომელთა შესახებ მონაცემები “ქართუს” უკვე ექნება. ხვალიდან, ფონდი “ქართუ” მათ სახელზე კომპენსაციების გაცემას დაიწყებს. დანარჩენი დაზარალებულების სიების გადაგზავნა ფონდ “ქართუსთვის” ეტაპობრივად მოხდება. ბენეფიციართა მომდევნო 10%-ის სიის გაგზავნა კვირის ბოლოსთვის იგეგმება. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოპრობლემა
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემა ხვალიდან დაიწყება
არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები შეხვედრას გამართავენ
ხვალ, “მწვანე ალტერნატივას“ აწყობს შეხვერდას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გამართავენ დიალოგს. Read the rest of this entry »
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, კომპანია GR-ENERGY LIMITED-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას 32 პოტენციური ჰესის პროექტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები უნდა ჩაეტარებინა. Read the rest of this entry »
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს
კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. კომპენსაციების გაცემა 21 იანვრიდან დაიწყება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კომპენსაცია კახეთის 5 რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა. Read the rest of this entry »
ამერიკას ტორნადო დაატყდა თავს
არანაკლებ 15 ტორნადი თავს დაატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ათასობით ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წვიმა და ჭექა-ქუხილი თითქმის ყველა შტატშია დაფიქსირებული. ტორნადომ ძლიერი წვიმები და დიდთოვლობა გამოიწვია. Read the rest of this entry »
ნუ მოჭრით ხეს!!!!!!
ფრენდებო, მეგობრებო, კოლეგებო დამეხმარეთ!!!!!!!!
ჩემი სახლის წინ, უკვე ერთი კვირაა სასმელი წყალი იღვრება, ჯერ ხევში ჩადიოდა, ეხლა მიმართულება შეიცვალა და 8 სართულიანი სახლის სარდაფში მიედინება. მზობლების თქმით, წყალკანალსაც მიმართეს და მერიასაც, სადაც უთქვამთ რომ ყველაფერი საცოდავი 30 წლიანი ნაძვის ფესვების ბრალი ყოფილა და ითხოვენ ხელმოწერებს, რომ ნაძვი მოიჭრას… Read the rest of this entry »
მეცნიერები მოსახლეობას გლობალური დატბორვის შესახებ აფრთხილებენ
მსოფლიოში ოკეანეების დონე უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ამის შესახებ გაკეთებულ პროგნოზებში იყო საუბარი. გერმანელი მეცნიერები ზღვისპირას მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მთელს მსოფლიოში უახლოეს მომავალში არის წყალდიდობებისა და სანაპირო ზოლის დატბორვის რეალური საფრთხე. Read the rest of this entry »
დედამიწაზე, კლიმატური ცვლილებების გამო, კატასტროფებს ვარაუდობენ
დედამიწაზე მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებს და ამ ცვლილებებით გამოწვეულ სავარაუდო კატასტროფებს გერმანული გაზეთი “DER WESTEN” ვრცელ სტატიას უძღვნის. სიცხე, მწირმოსავლიანობა, ქარიშხლები, ცუნამები – პოსტდამის კლიმატის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, ამ ეკოლოგიური კატასტროფების მომრავლება ნეგატიურად აისახება პლანეტაზე და, შესაძლოა, მალე სხვა პრობლემებიც წარმოქმნას’ – წერს გაზეთი. მეცნიერთა ნაწილი, ასწლეულის დასასულს, პლანეტაზე ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებასაც ვარაუდობს. კერძოდ, მთელ დედამიწაზე, შესაძლოა, ტემპერატურა ოთხი გრადუსით გაიზარდოს. Read the rest of this entry »
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და დახარისხების ისტორია
ნაგვის შეგროვებასა და მისი დასახლებული პუნქტებიდან გატანას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიკოსების თქმით, ამ საქმის პიონერები ძველი ბერძნები იყვნენ, რომლებმაც 4,5 ათასი წლის წინ ნაგავთან დაკავშირებით სპეციალური კანონი მიიღეს, რომელიც ადამიანებს ავალდებულებდა ნაგავი გაეტანათ ათენიდან კილომეტრნახევრით დაშორებულ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.




