RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

ჩელიაბინსკში მეტეორებმა ასობით ადამიანი დააზარალა

meteorebiრუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრი ჩელიაბინკის ოლქში მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულების შესახებ იუწყება. რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, უკვე მრავალრიცხოვანი მიმართვებია ტრამვებთან და დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების მონაცემებით, ძირითადი მასა დედამიწაზე ჩელიაბინკის ოლქში, რაიონულ ცენტრ სატკადან 80 კილომეტრში ჩამოვარდა. ინტერნეტის მომხმარებლები იუწყებიან, რომ ერთ-ერთი ჩამოვარდნილი მეტეორი ჩელიაბნკის თუთიის ქარხანას დაეცა, რომლის ნანგრევებშიც, შესაძლოა, დაზარალებულები იმყოფებიან. მცირე ხნით ადრე, გავრცელდა ხმები, რომ ჩელიაბინკის, ეკეტერინბურგის და ტიუმენის ცაზე გაურკვეველი აფეთქებები და ნათებები ხდებოდა. Read the rest of this entry »

 

ვაზისუბანში ხანძარი ლოკალიზებულია

IMG_0956რამდენიმე წუთის წინ, ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ. Read the rest of this entry »

 

თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე 25 ტონა კარტოფილი გაანადგურეს

kartoკარტოფილის კიბოთი დაავადებული 25 ტონა კარტოფილი თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე გაანადგურეს. დაავადებული კარტოფილი რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ დადგინდა , რომ კარტოფილს მავნე სოკოს დაავადება ჰქონდა, რის გამოც მომენტალურად დაილუქა. შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაცია მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და დამატებითი ღონისძიებების შემდეგ გადაწყდა, რომ 25 ტონა კარტოფილის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. Read the rest of this entry »

 

რა არის კომპოსტი?

bashi 001უკანასკნელი 20-35 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკოლოგიური სიტუაცია. ნიადაგზე ზემოქმედების შედეგად, ქიმიური სასუქების გამოყენებამ, დააქვეითა ნიადაგში საკვებ ნივთიერებათა შემცველობა. Read the rest of this entry »

 

ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

dariali 006ინტერნეტსივრცეში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მიმართვა, რომლის შინაარს უცვლელად გთავაზობთ. 

 

მიმართვა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას Read the rest of this entry »

 

საქართველო კავკასიაში უმაღლესი რისკის ზონად ფასდება

mewyeri 1004ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოში  50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. მათზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც. Read the rest of this entry »

 

„ნასას” განცხადებით, „ბრიზ-ემის” აფეთქების ფრაგმენტები სახიფათოა

asteroidi2012 წლის 16 ოქტომბერს, ბლოკ „ბრიზ-ემის” აფეთქების შედეგად მიღებული ფრაგმენტები, დაბალი ორბიტის კოსმოსური აპარატებისთვის, მათ შორის, მსოფლიო კოსმოსური სადგურისთვის, სახიფათოა. ამ დასკვნას ამერიკის კოსმოსური სააგენტო ყოველწლიურ მოხსენებაში აკეთებს.  Read the rest of this entry »

 

თუშეთის დაავადებულ ტყეებს ზაფხულში “უმკურნალებენ”

Ttye 0122012 წლის სექტემბერში “ეკოფაქტზე” გამოქვეყნდა მასალა, სადაც ლაპარაკი იყო ტყეების მასობრივ დაავადებაზე. “დღეს, სოფელ დიკლოს მიმდებარე ტერიტორიებზე, უნიკალურ ფიჭვნარს სოკოვანი დაავადება აქვს, ახალგაზრდა ხეები ზეზეულად ხმებიან და ფესვებიანად ეცემიან. დიკლოს მიმდებარე მთებზე მასიუარადაა ამ დაავადებისგან ხეები წაქცეული. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სექტორში პრობლემებზე არასამთავრობოებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა

bakuriani 023ოლიკო ცისკარიშილი

დღეს, “მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივით, მოეწყო შეხვერდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა დიალოგი გამართეს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება. შეხვედრას ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სხვ. Read the rest of this entry »

 

სტიქიით დაზარალებული ოჯახები საშუალოდ 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღებენ

wyalwaRebulniკახეთში სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა საშუალოდ შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღონ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დეტალურად იყო აღწერილი და თითოეული სოფლისა და ოჯახის ასეთი აღწერა არასდროს ჩატარებულა. Read the rest of this entry »