ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ასობით მკვდარი და მომაკვდავი ზღვის ფრინველი იპოვეს. ფრინველების სხეული წებოვანი ნივთიერებით არის დაფარული. სავარაუდოდ მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლების დაბინძურება გახდა. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოპრობლემა
ინგლისში ასობით ზღვის ფრინველი დაიხოცა
საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი
საქართველოს რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებების ნეგატიური გავლენის მიმართ, რომელიც იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს, ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დეგრადაციას და შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე,
მდინარე ალაზნის ხეობა ეროზიული ხეობაა, სოფელი ერისიმედი ოფიციალურად სიღნაღის რაიონიშ შემადგენლობაში შედის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სოფელში ისე ვერ შეხვალთ, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოში რეგისტრაცია თუ არ გაიარეთ… ასე მოხდა ჩვენი სტუმრობის დროსაც. საზღვარი, სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია, თუმცა მესაზღვრეები სოფელს მუდმივად აკონტროლებენ და სოფელში მუდმივად მოძრაობენ. მესაზღვრეების თქმით, სოფელი სადაო ტერიტორიაზეა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარი სოფლის შუაში გადის, დღეის მდგომარეობით, კი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მავთულხლართები დასახლებული პუნქტიდან ათ მეტრში აქვთ გავლებული, სწორედ, ძველი სკოლის შენობის შემდეგ იწყება მათი საზღვარი, საზღვარი მდინარეზეც კია გავლებული. მდინარეზე შეკოწოწებული ხის მასალა, იმას მოწმობს, რომ იქით გადასვლის უფლება ადგილობრივებს აღარ აქვთ. Read the rest of this entry »
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან იწყება.
უკვე დადგენილია, რომ საქართველოში ქარისა და შტორმის შედეგად მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარის ზარალი მიადგა. Read the rest of this entry »
ბალტიის ზღვის საერთაშორისო დღე
დღეს, ბალტიის ზღვის საერთაშორისო დღეა. გადაწყვეტილება ამ დღის აღსანიშნავად, 1986 წელს ჰელსინკის კონვენციის მე-17 სხდომაზე მიიღეს. ბალტიის ზღვა, რომელიც ჩრდილო ევროპაში ეკუთვნის ატლანტიკურ აუზში მდებარეობს წარმოიქნა მაშინ, როდესაც 15,000 წლის წინ მყინვარმა ვალდაიმ უკან დაიხია და როდესაც მყინვარი სამხრეთ საზღვრებს მიუყვებოდა.
მდინარეებში წყლის დონემ შეიძლება საშიშ ნიშნულამდე აიწიოს
მდინარეებში წყლის დონემ შესაძლოა საშიშ ნიშნულამდე მოიმატოს. ამის შესახებ, აცხადებენ ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრში მონიტორინგის და პროგნოზირების სამსახური. Read the rest of this entry »
“ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა გაიცა
“ყაზბეგი ჰესთან” დაკავშირებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა გაიცა, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შარაშიძემ განუცხადა. Read the rest of this entry »
ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები და 110 კვატიანი ხაზები დააზიანა
ძლიერმა ქარმა წუხელ თბილისში, 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა. თბილისის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, წუხელ ქარის გამო, მოსახლეობის მხრიდან 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობას სერიოზული ზიანი ჯერჯერობით არ მიუღია. გამოძახებები კი ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს მოსახლეობისდან შევიდა და სახურავების დაზიანებას შეეხებოდა. Read the rest of this entry »
წუხელ დასავლეთ საქართველოში მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ
უამინდობის გამო, წუხელ, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, ებრძოდნენ ცეცხლს ქობულეთში, ხელვაჩაურსა და გონიოში. ცეცხლი გვიან ღამით სოფელ ჭარნალში ელექტროსადენებს გაუჩნდა, საიდანაც სამეურნეო ფართობზე გავრცელდა, შემდეგ კი ტყეს მოედო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. Read the rest of this entry »
ჭიათურა – ეკოლოგიური პრობლემების ზღვარზე
საზოგადოებისთვის გაურკვეველია, რა ბედი ელის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, “ბუნიკაურის” და “კავთელაძეების” უნიკალურ ტყის მასივებს, რომლებიც მანგანუმის ამოღების შემდეგ, შესაძლოა, უდაბნოდ იქცეს. ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დონე კი მრავალჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას. Read the rest of this entry »
ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია
გუშინ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ისპროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში” ფარგლებში. Read the rest of this entry »




