RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

კალიფორნიაში ტყეში გაჩენილი ხანძარი სწრაფად იზრდება

kalifornia 004ამერიკის შტატ კალიფორნიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, 4 ათასი სახლიდან ევაკუირებულია მაცხოვრებლები. ხანძარმა ერთი დღის განმავლობაში 4 ათას ჰექტარზე მეტი მოიცვა. Read the rest of this entry »

 

ბიძინა ივანიშვილმა და ხათუნა გოგალაძემ ჰესებთან დაკავშირებით იკამათეს

dariali 007მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს შორის ჰესებთან დაკავშირებით კამათი იყო.
მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო ზოგადად ჰესებთან დაკავშირებული საკითხები, თუ რა პრობლემებია და რა როგორ უნდა იყოს.
“იყო მიმოხილული ხუდონჰესთან დაკავშირებული საკითხები”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.  Read the rest of this entry »

 

ჭიაკოკონობას მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ჯარიმა 400-დან 600 ლარამდეა

alvani 001გარემოს დაცვის სამინისტრო ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ მეორადი საბურავების დაწვის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომ აღნიშნული ქმედება გარემოს დაბუნძურებას იწვევს. Read the rest of this entry »

 

ალვანში ქარსაცავი ზოლია აღსადგენი

alazani 001ოლიკო ცისკარიშვილი

გასული საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ იყო ალვანში ქარსაცავი ზოლები, რომელიც სოფელს საშინელი ქარისგან იცავდა. ორიოდე დღის წინ, ადგილობრივების თქმით, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, ადგილობრივებს მაცივრები და ტელევიზორები დაუწვა. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჭიაკოკონობაზე

cecxliსაქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს აღინიშნება ე.წ. ჭიაკოკონობა. ქალაქის სხვადასხვა უბანში ინთება კოცონები და საწვავ მასალად უმეტესად გამოიყენება მეორადი საბურავები, ფოთლები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. Read the rest of this entry »

 

შავ ზღვამ მკვდარი დელფინები გამორიყა

delfinebiშავმა ზღვამ, ბათუმში, ნაპირზე მკვდარი დელფინები გამორიყა. გუშინ თვითმხილველებმა რამდენიმე ფოტო მიაწოდეს “მე რეპორტიორს”. Read the rest of this entry »

 

პროექტი „ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართველოს მზადყოფნის გაძლირება”

wvima77726 აპრილს, გარემოს დაცვის სამინისტროში, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი  პროექტის ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართველოს მზადყოფნის გაძლირება”  ჰიდროლოგიური ნაწილის შედეგების  პრეზენტაციას დაესწრებიან. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტრო სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის განხილვას იწყებს

yvarlis tba 019საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის განხილვას იწყებს. დოკუმენტის შემუშავებში ჩართულია „ავსტრიის ფედერალური ტყეები” (OBf). პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Read the rest of this entry »

 

ხუდონჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში უცხოელი ექპერტები ჩაერთვნენ

dariali 006ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხისაქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ მიმართა ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისია ფუნქციონირებს 1987 წლიდან და არის დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანიზაცია. კომისიის მთავარი მისიაა დაეხმაროს გარემოს დაცვის სამინისტროებს და ამ სექტორში მომუშავე სხვა ორგანიზაციებს  გარემოზე ზემოქმედების შეფასების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. საერთაშორისო ექსპერტთაჯგუფის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ექსპერტები: გეოლოგი/სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი,აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკისეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში. Read the rest of this entry »

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება

bzaახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს. ამ დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება.

კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი სამერქნე მცენარე. იზრდება ძალზე ნელა და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. სწორედ ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია  საქართველოს წითელ ნუსხაში. Read the rest of this entry »