ჩინეთის პროვინცია განსუში მომხდარი მისწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ დინსის გარეუბანში დანგრეულია 400 სახლი და 5 ათასზე მეტი დაზიანებულია. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოპრობლემა
მიწისძვრას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა
დარიალჰესის გამო მიღებული კანონი და დარიალის ხეობა
“აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი – ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე… “- ყვება ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც დარიალის ხეობაში უკვე მშენებარე ჰესების გამო, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი დარიალის ხეობის ნაცვლად, მისმა შვილებმა უშველებელი ბულდოზერების მიერ ამტვერებულ გარემოში მხოლოდ ის ნახეს, როგორ ამზადებდნენ თერგისთვის გვირაბს. Read the rest of this entry »
სოფელ კარდენახში რამდენიმე ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს
სოფელ კარდენახში, სადაც 2800 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე ათეული ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. 53 წლის კორახაშვილი დავითი ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს ობოლ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი თქმით, 2010 წლიდან ითხოვენ დახმარებას მთავრობისგან. “არჩევნების შემდეგ ვიყავით გამგეობაში და გეოლოგების დადებული დასკვნაც დაკარგულია, წერილი პრეზიდენტის სახელზეც დავწერეთ, თუმცა ჩვენი საშველი მაინც არაა,” – ამბობს იგი. Read the rest of this entry »
ტრავერტები დღეს
ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად, ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს. სამშენებლო კომპანიისა და არა მარტო მისი განცხადებით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ ბუნების ძეგლის განადგურება, რადგან ტრავერტები სწრაფად მძარდია და მათი მტკიცებით, ორ წელიწადში ჩვეულ ფორმაში ჩადგება. თუმცა მის პირვანდელი სახის დაბრუნებას, სპეციალისტების თქმით, საუკუნეები დასჭირდება. Read the rest of this entry »
ატმის მაგივრად თივას მოვიყვანთ, თივა უფრო ძვირად ფასობს…
“ჩემი ღორები თვალებს ხუჭავენ უკვე, ატამს რომ ხედავენ, ატმის მეტს არაფერს ვაჭმევ, – ამბობს ატმის და ვაშლატამას გამყიდველები, სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაზრობაზე, სადაც ატმის ფასი ათიდან 20 თეთრამდე მერყეობს.
“ატმის რევოლუციას ხომ არ მოვაწყობთ?: – ხუმრობს გევრდითა დახლიდან გლეხი და ჩივილს იწყებს, რომ არ ეყიდება ატამი, – “ალბათ გავკაფავთ ატამსაც, როგორც ყურძენს. იმდენს დავიტოვებთ, რამდენიც ოჯახს სჭირდება.” Read the rest of this entry »
ლაგოდეხში სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია გაიმართა
“რაც თავი გვახსოვს ასეთ მდგომარეობაში ვართ, ადრე წყალი იყო, სათავე წვიმის შემდეგ იმღვრევა და მოდის. დასალევად საერთოდ არ ვარგა,” – ამბობენ ლაგოდეხის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა, რომლებიც სასმელ წყალს ითხოვენ. მათ უკვე თვეზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. თუმცა, ლაგოდეხელები სულადობის მიხედვით იხდიან წყლის საფასურს და ერთი სული მოსახლე ყოველთვიურად 30 თეთრს იხდის. Read the rest of this entry »
კანადაში მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
კანადაში კვებეკის პროვინციის პოლიციამ მატარებლის კატასტროფის ადგილას, აღმოაჩინა კიდევ ორი ცხედარი, იტყობინება რია ნოვოსტი.
უფრო ადრე პოლიცია იტყობინებოდა მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ. მატარებელი, რომელსაც 73 ცისტერნა ნავთობი გადაჰქონდა, ქალაქ ლიაკ მეჯანტიკში მონრეალიდან 250 კილომეტრში რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილას მოხდა აფეთქება და ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ახლომდებარე სახლები. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით ასამდე ადამიანი დაკარგულია და არ გამორიცხავენ მსხვერპლის ზრდასაც. Read the rest of this entry »
რუსეთის სამ ცენტრალურ რეგიონში ქარიშხლის საშიშროება გამოაცხადეს
ანომალიური სიცხეების გამო, ქარიშხლის საშიშროება გამოაცხადეს რუსეთის სამ ცენტრალურ რეგიონში – ბელგოროდში, ვორონეჟსა და ლიპეცკიში. ამის შესახებ იტყობინება იტარ-ტასი. Read the rest of this entry »
კანადაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა
კანადის ქალაქ ლაკ–მეჟანტეკში მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა, რელსებიდან გადავიდა და მას ცეცხლი წაეკიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CBC ავრცელებს.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ქალაქის ცენტრს ცეცხლი უკიდია. ინციდენტი ღამის პირველ საათზე მოხდა. Read the rest of this entry »
ინდოეთში სტიქიამ 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთში, დაახლოებით ორი კვირის წინ მოსული ძლიერი წვიმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 10 ათასს მიაღწიოს. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. Read the rest of this entry »




