სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, პირველად საქართველოში, კომპანია “კავკასიის გენეტიკის” სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა. ტრანსპლანტაცია ცენტრის მიერ მოწვეულმა გერმანელმა სპეციალისტმა, დოქტორ ჯეიკობ შერცერმა, ჩაატარა. Read the rest of this entry »
Category Archives: ეკომეცნიერება
პირველად საქართველოში პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ემბრიონების გადანერგვა განხორციელდა
შეგროვებული და დახარისხებული ნარჩენების გამოყენება
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. Read the rest of this entry »
8 წლის განმავლობაში, მთვარეზე მეტეორის ყველაზე ძლიერი დარტყმა მოხდა
ნასას ასტრონომები 2005 წლიდან აკვირდებიან მთვარეზე მეტეორების შეჯახებას, ყველაზე ძლიერი შეჯახება დაფიქსირდა პარასკევს.
„ობიექტი,რომელიც ლოდის ხელა იყო წვიმის დროს ჩავარდა ზღვაში. აფეთქებას თან ახლდა ნათება,რომელიც ათჯერ მეტი ძალის იყო ვიდრე აქამდე მომხდარი აფეთქებები,“ – განაცხადა ნასას მეტეორების შემსწავლელმა ბილ კუკმა. ნასა, უკვე 8 წელია აკვირდება მთვარის ნათებებს, რომლებიც გამოწვეულია მეტეორის შეჯახებით. დაკვირვების დაწყებიდან დღემდე მთვარეზე დაფიქსირებულია მეტეორის 300-ზე მეტი შეჯახების ფაქტი. Read the rest of this entry »
ჰოლანდიაში შავი ტიტის შექმნის დღე აღნიშნეს
ცნობილია, რომ ტიტების სამშობლო საბერძნეთია, უფრო ადრეულ ცნობებს ტიტების შესახებ ირანიდან მომდინარეობს. ირანიდან ტიტები თურქეთში მოხვდა, სადაც ხალხის გული მალევე დაიპყრო. უკვე XVI საუკუნეში ტიტების სხვადასხვა სახეობებს ვხვდებით. სულთანის ცოლები თვლიდნენ, რომ ეს ყვავილები მათი ღმერთისადმი სიყვარულის სიმბოლო იყო. Read the rest of this entry »
ერთ წელიწადში საქართველოში შესაძლოა, ქარის პირველი ელექტროსადგური ამოქმედდეს
საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” გორის ტერიტორიაზე საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობისათვის საჭირო წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას უკვე ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ ტურბინებისთვის განკუთვნილი სამშენებლო მოედნების ზუსტი მდებარეობა დადგინდება. Read the rest of this entry »
2182 წელს დედამიწას ახალი ასტეროიდი მოუახლოვდება
ნასას დედამიწის ახლომდებარე ობიექტების პროგრამის ხელმძღვანელის ლინდლი ჯონსონის განცხადებით, ასტეროიდი 1999 RQ36, რომელიც დედამიწას 2182 წელს მოუახლოვდება, სხვა ასტეორიდების საშიშროების ცავლის შემდეგ, დედამიწისთვის მისი მოახლოებაც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. Read the rest of this entry »
მარსზე, შეიძლება სიცოცხლე იყოს
„დღესდღებით მარსი, შეიძლება პოტენციური ადგილი იყოს ცხოვრებისათვის. დედამიწაზე, მსგავს გარემოში შესანიშნავად ცხოვრობენ ბაქტერიები,” – სწორედ, ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერება კომფერენციაზე, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა. დედამიწაზე ბაქტერიები, შეეგუვნენ ისეთ ადგილებში ცხოვრებას, როგორიცაა ანტარქტიდა და ჩილეს ატაკამას უდაბნო. მეცნიერების თქმით, სწორედ ასეთი პირობებია მარსზეც. ამის გარდა, დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ მარსზე შეიძლება იყოს წყალი თხევადი სახით, რომელიც კონცენტრირებულია მარილწყალში. გაზაფხულსა და ზაფხულში მარსის სამხრეთ ნახევარსფეროში კლდის ფერდობებზე ჩნდება მუქი შეფერილობის ზოლები, რომლებიც მეცნიერების ვარაუდით, შეიძლება მარილიანი წყლის ნაკადი იყოს. გარდა ამისა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ როგორც ატაკამას უდაბნოში, მარსზეც დიდ ტემპერატურის გამო, ნიადაგში მყოფი მარილი თხევად სითხედ გარდაიქმნება. Read the rest of this entry »
ასტეროიდი 2012 DA14 2046 წელს კვლავ მოუახლოვდება დედამიწას
დედამიწის გრავიტაციამ, ასტეროიდის 2012 DA14 თავის ორბიტის შეცვლა გამოიწვია. ადრე, ის არანაირ კავშირში არ იყო დედამიწის ორბიტასთან, თუმცა 16 თებერვალს, ჩვენ პლანეტასთან 27,7 ათასი კმ დაახლოების შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა. ამის შესახებ, პულკოვის ასტრონომიური ონსერვატორიის, დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე დევიატკინმა განცხადება გააკეთა. ასტეროიდზე, მეცნიერებმა შეძლეს მათთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. ამჟამად, მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც ამერიკის ცენტრს გადაეცემა. Read the rest of this entry »
მარსზე კარის სახელური “აღმოაჩინეს”
მარსის ზედაპირზე ქვა იპოვეს, რომელზეც კარის სახელური იყო. მეცნიერთა გუნდი ამ ფაქტით ძალიან დაინტერესდა და ნასამ დეტალური ანგარიშების დახმარებით დასკვნა გამოაქვეყნა.
უცხოპლანეტელთა მოყვარულებს თავიდანვე გავუცრუებთ იმედს – კარის სახელური სრულიად ჩვეულებრივ ნივთს წარმოადგენს. ის ქარის ქროლვის შედეგად წარმოიქმნა – რბილი ქვა ქარმა და ქვიშამ გაანადურა, ხოლო მყარი ნარჩენი ზედაპირზე გამოვიდა. ის, რომ ამის შედეგად უჩვეული ნივთი წარმოიშვა – ეს უბრალო დამთხვევაა. Read the rest of this entry »
ჩვენს გალაქტიკაში 400 ათასზე მეტი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს
ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, რადიოტელესკოპის დახმარებით, გრინბენკში ჩაატარეს ექსპერიმენტი ხელოვნურ სიგნალების წარმოშობის ძიებაში. თუმცა არანაირი შედეგი არ მიუღიათ – თუმცა მათ შეაფასეს პოტენციური რიცხვი არამიწიერი ცივილიზაციის, მათი მონაცემებით, ჩვენი გალაქტიკის მილიონი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს უცხოპლანეტელთა სახლი, ნათქვამია სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა Astrophysical Jurnal-ში. Read the rest of this entry »



