RSS

Category Archives: გარემო

ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

dariali 006ინტერნეტსივრცეში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მიმართვა, რომლის შინაარს უცვლელად გთავაზობთ. 

 

მიმართვა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას Read the rest of this entry »

 

დღეს, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

paliastomi121971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს კონვენცია „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ. მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე, 2 თებერვალი, ყოველწლიურად აღინიშნება. რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს  ეროვნულ ქმედებებს  და საერთაშორისო  თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად. 1997 წლის შემდეგ,  ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში, რაც ეხება ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას. Read the rest of this entry »

 

„ნასას” განცხადებით, „ბრიზ-ემის” აფეთქების ფრაგმენტები სახიფათოა

asteroidi2012 წლის 16 ოქტომბერს, ბლოკ „ბრიზ-ემის” აფეთქების შედეგად მიღებული ფრაგმენტები, დაბალი ორბიტის კოსმოსური აპარატებისთვის, მათ შორის, მსოფლიო კოსმოსური სადგურისთვის, სახიფათოა. ამ დასკვნას ამერიკის კოსმოსური სააგენტო ყოველწლიურ მოხსენებაში აკეთებს.  Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სექტორში პრობლემებზე არასამთავრობოებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა

bakuriani 023ოლიკო ცისკარიშილი

დღეს, “მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივით, მოეწყო შეხვერდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა დიალოგი გამართეს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება. შეხვედრას ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სხვ. Read the rest of this entry »

 

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები შეხვედრას გამართავენ

bakuriani 021ხვალ, “მწვანე ალტერნატივას“ აწყობს შეხვერდას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გამართავენ დიალოგს. Read the rest of this entry »

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

dariali 007ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, კომპანია GR-ENERGY LIMITED-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებობდა  ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას 32 პოტენციური ჰესის პროექტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები უნდა ჩაეტარებინა.  Read the rest of this entry »

 

შეხვედრა ახალი სატყეო ხედვისა და სტრატეგიის განსახილველად

bakuriani 019ხვალ, გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდება შეხვედრა ახალი სატყეო ხედვისა და სტრატეგიის განსახილველად. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ავსტრიის ფედერალური სატყეო სამსახურის (Österreichische Bundesforste) ექსპერტი უინფრიდ სიუსი და სხვა დაინტერესებული მხარეები.  Read the rest of this entry »

 

გლობალური დათბობა მკაცრი ყინვების თანხლებით წარიმართება

balaxi bakurianiანომალიური ყინვები, რომელიც უკანასკნელ ხანს დედამიწაზე დაიწყო, თითქოს არ ამართლებს გლობალური დათბობის პროცესის დაწყების თეორიას. თუმცა, როგორც მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, ყინვები სწორედ სამომავლო მკვეთრი კლიმატური ცვლილებების მაჩვენებელია. ამის შესახებ Live Science წერს.  Read the rest of this entry »

 

სტიქიამ აშშ-ს კვლავ შეუტია

zamt4

ქარიშხალმა, რომელიც ამერიკას 27 დეკემბერს თავს დაატყდა, 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსხვერპლთა რაოდენობა დღეს დიდთოვლობამ გაზარდა. დიდთოვლობამ რამდენიმე ასეული ადამიანი დააზარალა. სტიქიამ 20-მდე შტატს შეუტია. ყინვის შედეგად გზაზე ავტოკატასტროფებმა იმატა. Read the rest of this entry »

 

ინგლისელი მილიარდერი მარსზე ქალაქის გაშენებას გეგმავს

marsi15-20 წელიწადში მარსზე საცხოვრებლად პირველი ახალმოსახლეები გაეგმზავრებიან. 80 ათასი ადამიანის “წითელ პლანეტაზე” განსახლებას ცნობილი მილიარდერი, ელონ მასკი უზრუნველყოფს. მასკი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. თავისი გეგმების შესახებ, ელონ მასკმა განცხადება ლონდონში, აერონავტიკის სამეფო საზოგადოების სხდომაზე გააკეთა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მილიარდერი დარწმუნებულია, რომ მის კოპანიას შეუძლია ხომალდის აგება და მეზობელ პლანეტაზე ხალხის გადაყვანა. Read the rest of this entry »