გოდერძის უღელტეხილიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ დაგეგმილ მედია ტურში, ქედისკენ ვეშვებოდით, როცა მდინარის ნაპირზე დაყრილი ხეები შევნიშნე… 1408 ძირი წითელ წიგნში შეტანილი ხე, შარშან, აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას შეეწირა. გასულ წელს, სწორედ ეს ხეები გადავიღე კოლეგასთან ერთად. საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები. სოფელ „კვატიას“ მოსახლეობამ შარშან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა ხეების დარგვის უფლება, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ფუჭი ქმედება იქნებოდა, რადგან სწორედ კვატიას მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნებოდა უზარმაზარი წყლის სარკე, რომელიც ამ ხეებს დაფარავდა. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე-მაშველი ცდილობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნით. Read the rest of this entry »
ბუნებრივი კატასტროფების რისკების სატყეო რუკა იქმნება
CENN-ისა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით იქმნება ბუნებრივი კატასტროფების რისკების სატყეო რუკა. გაზრდილი სოციალური და ენერგეტიკული ზეწოლის შედეგად განვითარებულმა ტყეების სწრაფმა დეგრადაციამ ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურება გამოიწვია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. თუმცა, გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა საკმაოდ დაბალია და სტიქიებისაგან მიყენებული ზიანის მასშტაბიც წლიდან წლამდე იზრდება.
საქართველოში ტყეები მცირდება
მდინარე თურდოს სათავისკენ დავიძარით გომბორგადმოვლილი ჟურნალისტები, რომლებსაც არასამთავრობო „სენმა“ მოგვიყარა თავი. სამანქანო გზიდან ორკილომეტრნახევარზე მეტი გვქონდა გასავლელი იმ ადგილამდე, სადაც ნახშირის მოპოვება ხდება, ალაგ-ალაგ მოჭრილი ხეები გვხვდება, მეწყრული უბნებიც უხვადა. მდინარე დამშრალია, ამიტომ უხიფათოდ ქვებზე მაინც ფრთილად გადავდივართ. მდინარემდე უშველებელი ჭალაა, სადაც ადამიანზე მაღალ ბალახში გვიწევს სიარული, მზე ზენიტშია და რომ არა გრძელსახელოებიანი მაისური მხოლოდ მხრების დაწვით ვერ გადავრჩებოდი. აღმართზე ზურგჩანთის და კამერის ტარება გამიჭირდა და კოლეგა მეხმარება – ცოტნე, რომელსაც მერე წამდაუწუმ ვაწუხებ ხან წყლის გამო, ხან რის და ხან რის გამო…
ტყის გადარჩენის ერთ-ერთი გზა ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებაა
ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში უდიდესია, მაშინ როცა დღევანდელ პირობებში, საქართველოში, მოსახლეობა, გასათბობად გამოიყენებს შეშას. შეშის მოხმარება საქართველოს ენეგერტიკული მოთხოვნის 10-12%-ს აკმაყოფილებს, სწორედ შეშა შეადგენს მთლიანი ადგილობრივი მიწოდების 30-35%-ს, მისი ძირითადი მომხმარებლები – სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა და გამოიყენებენ გათბობის, საჭმლის მომზადებისთვის და ცხელი წყლის მისაღებად. ეკოლოგების თქმით, შეშის წლიური მოხმარება რამდენჯერმე აღემატება შეშის იმ მოცულობას, რომლის გამოყოფაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ არის შესაძლებელი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წლიურად გამოყოფილი საშეშე რესურსი – 600,000 მ³ – საერთო მოთხოვნის 25%. ამიტომ მოსახლეობის მიერ შეშის ძირითადი ნაწილის მოპოვება ხდება უკანონოდ. მნიშვნელოვანი რაოდენობის შეშა გამოიყენება საჯარო და კერძო სექტორშიც > 500,000 მ³. სახელმწიფო კანონიერად ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ენერგიის მიწოდების 30%-ს.
აქ ბანაობა აკრძალულია – საშიში ზონა
„იცით, რომ აქ ბანაობა აკრძალულია?“ – ვეკითხები თბილისის ზღვაზე იღლიაში პირსახოცამოჩრილ გოგო-ბიჭებს, რომლებიც ზაფხულის თაკარა მზეს ცდილობენ გაექცნენ თბილისის ზღვაზე… მათი გაოცებული თვალები, იმის დასტურია, რომ მათ არ იციან, ან ყურადღებას არ აქცევენ ბალახებს იქით განთავსებულ ბანერეს, სადაც წერია: შესვლა აკრძალულია, ბანაობა აკრძალულია, წყალსადენის სანიტარული ზონა..საშიში ზონა – ბანაობა აკრძალულია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკუთრება… ბანაობა აკრძალულია… Read the rest of this entry »
ტყის დაცვის მიზნით განახლებადი პორტალი შეიქმნა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთად ახორციელებენ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. პროექტში ასევე ჩართულები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)და კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი CENN. პროექტი სამწლიანია და 2018 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. Read the rest of this entry »
“ტყე შეუნახე შვილებსა” – ქართული ვარიანტი
შეხვედრა, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა და არასამთავრობო ორგანიზაცია cenn-ის მიერ იყო ორგანიზებული, ბულაჩაურში ჩატარდა. ხშირად იყო მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს შორის შეხლა-შემოხლა… ხშირად მაღალჩინოსნები თუ არა მაღალჩინოსნები, სწორედ ჟურნალისტებს ადანაშაულებდნენ გარემოს დაცვის სფეროში უმოქმედობას, ანდა მთელი რიგი საკითხების არასწორად გაშუქებას… მაგრამ რატომღაც იშვიათად იყო ხაზგასმული, რომ პრობლემა ქვეყანაში არის სისტემურად მოსაგვარებელი… Read the rest of this entry »
კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ყველა ქვეყნის გაერთიანება საჭირო
საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაიმართა შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების შესახებ, ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში. შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვილებების შესახებ, პარიზის კონფერენციის შეთანხმებაზე, რომელსაც 2017 წლის ივნისიდან საქართველო ოფიციალურად შეუერთდა. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის წვლილზე საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების შესრულებაში. შეხვედრა გახსნა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკა გრიგალავამ. Read the rest of this entry »
კონკურსი ჟურნალისტებისათვის
CENN აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვისმედიაპროექტში – სატყეო რეფორმა მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ძირითადი მიზანია ჟურნალისტების კვალიფიკაციისამაღლება საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეოპოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და განვითარებისშესაძლებლობების შესახებ. Read the rest of this entry »









