RSS

Category Archives: გარემო

ჩელიაბინსკში მეტეორებმა ასობით ადამიანი დააზარალა

meteorebiრუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრი ჩელიაბინკის ოლქში მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულების შესახებ იუწყება. რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, უკვე მრავალრიცხოვანი მიმართვებია ტრამვებთან და დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების მონაცემებით, ძირითადი მასა დედამიწაზე ჩელიაბინკის ოლქში, რაიონულ ცენტრ სატკადან 80 კილომეტრში ჩამოვარდა. ინტერნეტის მომხმარებლები იუწყებიან, რომ ერთ-ერთი ჩამოვარდნილი მეტეორი ჩელიაბნკის თუთიის ქარხანას დაეცა, რომლის ნანგრევებშიც, შესაძლოა, დაზარალებულები იმყოფებიან. მცირე ხნით ადრე, გავრცელდა ხმები, რომ ჩელიაბინკის, ეკეტერინბურგის და ტიუმენის ცაზე გაურკვეველი აფეთქებები და ნათებები ხდებოდა. Read the rest of this entry »

 

ვაზისუბანში ხანძარი ლოკალიზებულია

IMG_0956რამდენიმე წუთის წინ, ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა, რომლებიც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ. Read the rest of this entry »

 

ვაზისუბნის ხევში ხანძარია

IMG_0899თბილისში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ხანძარია. იწვის ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორია. ხანძარს მსვერპლი არ მოჰყოლია და არც საცხოვრებელ სახლებზე გადასულა. Read the rest of this entry »

 

მარსზე კარის სახელური “აღმოაჩინეს”

marsiმარსის ზედაპირზე ქვა იპოვეს, რომელზეც კარის სახელური იყო. მეცნიერთა გუნდი ამ ფაქტით ძალიან დაინტერესდა და ნასამ დეტალური ანგარიშების დახმარებით დასკვნა გამოაქვეყნა.
უცხოპლანეტელთა მოყვარულებს თავიდანვე გავუცრუებთ იმედს – კარის სახელური სრულიად ჩვეულებრივ ნივთს წარმოადგენს. ის ქარის ქროლვის შედეგად წარმოიქმნა – რბილი ქვა ქარმა და ქვიშამ გაანადურა, ხოლო მყარი ნარჩენი ზედაპირზე გამოვიდა. ის, რომ ამის შედეგად უჩვეული ნივთი წარმოიშვა – ეს უბრალო დამთხვევაა. Read the rest of this entry »

 

ფილიპინებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი დაიღუპა

niangiფილიპინებში, ქალაქ ბუნავანის ზოოპარკში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაინგი,  კვირას გარდაიცვალა.
ნიანგი მეტსახელად ლოლონგი,როგორც ყველაზე დიდი ნიანგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მისი სიგრძე 6,17 მეტრი იყო, ხოლო წონა ერთ ტონას აღემატებოდა. ქალაქის მერის ედვინ კორკ ელორდის განცხადებით, ლოლონგი დაახლოებით 50 წლის იყო, მისი სიკვდილის მიზეზი კი ამ რეგიონის უჩვეულო სიცივე შეიძლებოდა ყოფილიყო. Read the rest of this entry »

 

ჩვენს გალაქტიკაში 400 ათასზე მეტი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს

ori galaqtikaამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, რადიოტელესკოპის დახმარებით, გრინბენკში ჩაატარეს ექსპერიმენტი ხელოვნურ სიგნალების წარმოშობის ძიებაში. თუმცა არანაირი შედეგი არ მიუღიათ – თუმცა მათ შეაფასეს პოტენციური რიცხვი არამიწიერი ცივილიზაციის, მათი მონაცემებით, ჩვენი გალაქტიკის მილიონი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს უცხოპლანეტელთა სახლი, ნათქვამია სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა Astrophysical Jurnal-ში. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება

svaneTisken 012საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 43 კანონპროექტიანი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომლის განხილვაც, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
პარლამენტში წარდგენილი პაკეტით, გარემოს დაცვის სამინისტრო რეორგანიზებული იქნება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – ენერგეტიკის სამინისტროდ.
ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ის ფუნქციები დაუბრუნდება, რომლებიც, წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.

კერძოდ, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის და გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
ამას გარდა, ცვლილებები შედის “საქართველოს წითელი ნუსხისა” და “წითელი წიგნის” შესახებ” კანონშიც, რომლის მიხედვითაც, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ გარეულ ცხოველებზე ნადირობის აკრძალვა მოხდება, თუმცა, ზოგადად ნადირობა მთელ რიგ დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება.
კერძოდ, კანონპროექტით იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა.
ცვლილებებით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამედიცინო მიზნებისთვის, რაც სამინისტროს წერილობით საფუძველზე განხორციელდება.
ამას გარდა, ცვლილებებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან შეთანხმებით წარადგენს.
ამასთან, მომზადებული ცვლილებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო იქმნება, რომელიც სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხს გადაწყვეტს.
ასევე ცვლილებებით, ნადირობა დაიშვება მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე – სამონადირეო მეურნეობებში, აღვეთილში, დაცულ ლანდშაფტში და ტყის ფონდის ტერიტორიებზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ ორგანოთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულება, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ემატება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. ჩამოყალიბდება კონტროლის დანაყოფი, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გააკონტროლებს გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას და შეებრძოლება ბრაკონიერობას.
“ამით გარემოს დაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები იწყება. აღნიშნულ უწყებას მიეცემა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვლად განახორციელოს”, – აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტზე მთავარი თანამომხსენებელია.
დაახლოებით ორი წლის წინ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც უწყების მმართველობის სფეროში შემავალი მთელი რიგი სფეროები სხვადასხავა სახალმწიფო უწყებებზე გადანაწილდა.

http://www.ipn.ge

 

ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესები იცვლება

nu moWri xes 5ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების,ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სამინისტროში კანონპროექტების საჯარო განხილვა გაიმართება

svaneTisken 011თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შემდეგი კანონპროექტების საჯარო განხილვა გაიმართება: Read the rest of this entry »

 

რა არის კომპოსტი?

bashi 001უკანასკნელი 20-35 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკოლოგიური სიტუაცია. ნიადაგზე ზემოქმედების შედეგად, ქიმიური სასუქების გამოყენებამ, დააქვეითა ნიადაგში საკვებ ნივთიერებათა შემცველობა. Read the rest of this entry »