დედამიწის გრავიტაციამ, ასტეროიდის 2012 DA14 თავის ორბიტის შეცვლა გამოიწვია. ადრე, ის არანაირ კავშირში არ იყო დედამიწის ორბიტასთან, თუმცა 16 თებერვალს, ჩვენ პლანეტასთან 27,7 ათასი კმ დაახლოების შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა. ამის შესახებ, პულკოვის ასტრონომიური ონსერვატორიის, დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე დევიატკინმა განცხადება გააკეთა. ასტეროიდზე, მეცნიერებმა შეძლეს მათთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. ამჟამად, მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს, რომელიც ამერიკის ცენტრს გადაეცემა. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
ასტეროიდი 2012 DA14 2046 წელს კვლავ მოუახლოვდება დედამიწას
19 თებერვალი ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეა
მთელ მსოფლიოში 19 თებერვალს აღნიშნავენ, როგორც ვეშაპების დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს დღე, არა მხოლოდ ვეშაპების დასაცავად აღინიშნება, არამედ ყველა ზღვის ძუძუმწოვართა და ზღვის ბინადართა დაცვის დღედ მოიაზრება და დაარსდა 1986 წელს, საერთაშორისო ვეშაპთა კომისიის მიერ (International Whaling Commission, IWC). კომისია დღემდე ებრძვის მსოფლიოში ვეშაპებზე ნადირობასა და მათი ხორცით ვაჭრობას. Read the rest of this entry »UNEP-ის გლობალური გარემოსდაცვითი ფორუმი
2013 წლის 18-22 თებერვალს ქ. ნაირობიში (კენია) ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მმართველთა საბჭოს 27-ე სესია/ მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმი.საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. Read the rest of this entry »
საზოგადოების ჩართულობა ყაზბეგის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე
მდინარე ხდისწყალზე 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: Read the rest of this entry »
ჩებარკულის რაიონში, მეტეორის, დაახლოებით 50 ნამსხვრევი აღმოაჩინეს
ურალის არქეოლოგებმა, ტბის მახლობლად, ჩებარკულის რაიონში, მეტეორის, დაახლოებით 50 ნამსხვრევი აღმოაჩინეს.
წინასწარი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი ქონდრიტი, რომელიც 10 % რკინას შეიცავს. აღმოჩენის შემდეგ, ბოლიდს, კანონიერი სახელი შეურჩიეს, რომლითაც ის, შესაძლოა საერთაშორისო კატალოგში შევიდეს.შეგახსენებთ, რომ მეტეორი 15 თებერვალს ჩამოვარდა. კვირა დღეს, ურალის მეცნიერებმა, მეტეორის ნამსხვრევები, ეკატერენბურგში გადაიტანეს. ექსპედიციის ხელმძღვანელის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ვიქტორ გროხოვსკის თქმით, მეტეორი ჩვეულებრივი ქონდრიტების კლასს მიეკუთვნება. ის 10 % რკინას შეიცავს. “ფაქტობრივად, დავასრულეთ შესწავლის პროცესი. ვადასტურებთ, რომ ჩვენს მიერ ნაპოვნი ნაწილაკები ბუნებით მეტეორის კლასს მიეკუთვნებიან. ვიპოვეთ და შევისწავლეთ, 53 ნაწილაკი, რის შედეგადაც დადგინდა მათი მეტეორთან კავშირი,” – განაცხადა გროხოვსკიმ. მისი თქმით, მეცნიერების ჯგუფი ყველგან არ იყო დაშვებული, იმის მიუხედავად, რომ წერილობითი ნებართვა ქონდათ, მხოლოდ მცირედის გაკეთება მოახერხეს. Read the rest of this entry »
ლილოს დასახლებაში არსებული ნაგავსაყრელი თვითმფრინავებს საფრთხეს უქმნის
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თვითმფრინავების ჩამოვარდნის საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ განცხადება “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ლილოს დასახლებაში არსებული ღია ნაგავსაყრელია რომელზეც სხვადასხვა სახის ფრინველები ბინადრობენ. Read the rest of this entry »
სვერდლოვსკის რეგიონში გოგირდის მჟავით სავსე ცისტერნა ლიანდაგებიდან გადავარდა
გოგირდის მჟავით სავსე ცისტერნა, ლიანდაგებიდან კვირას, შუადღის საათებში, სვერდლოვსკის რეგიონში, გადმოვარდა. მჟავა, ერთი კვადრატული მეტრის ფართობზე დაიღვარა. “ქალაქ რევდაში, სარკინიგზო გზებზე, 15 ცისტერნა ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი კვადრატული მეტრი ფართობი გოგირდის მჟავით იყო დაფარული,” – განაცხადა ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა. Read the rest of this entry »
ჩელიაბინსკელებმა მეტეორის ხარჯზე ფულის შოვნა გადაწყვიტეს
ამ დროისთვის, ჩელიაბინსკში, გრძელდება აღდგენითი სამუშაოები. საცხოვრებელ სახელბში, უკვე გამოცვალეს დაზიანებული ფანჯრები. ხვალიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები. მეცნიერების თქმით, ტბა ჩებარკული, სადაც მეტეორი ჩავარდა, არ არის დაბინძურებული. მეტეორის ჩამოვარდნისას ჩელიაბინსკში 24 ათასი ფანჯარა დაიმსხვა. მინები და სხვა საჭირო ნივთები სხვადასხვა რეგიონებიდან შეაქვთ. Read the rest of this entry »ჩელიაბინსკში ჩამოვარდნილი მეტეორის ნატეხებს ყიდიან
პარასკევს 15 თებერვალს, როგორც ‘’მეტეორზე მონადირეები’’ ვარაუდობდნენ, მეტეორის ჩამოვიარდნინდან, რამდენიმე წუთში გაჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ‘’ქვის წვიმისგან’’ ფულის გაკეთება მოინდომეს. მალევე დაიდო ინტერნეტში ამ ტიპის განცხადებები. Read the rest of this entry »
მეტეორმა, ჩამოვარდნის ადგილზე 6 მეტრიანი ორმო წარმოშვა
ჩელიაბინსკის რეგიონში, ჩებარკულის ტბასთან ჩამოვარდნილმა მეტეორმა 6 მეტრიანი ორმო წარმოქმნა. ჩამოვარდნის ადგილზე, მეტეორის ერთ-ერთ ფრაგმენტს სამხედროებმა გამოკვლევა ჩაუტარეს, მათი ინფორმაციით ამ რეგიონში რადიაციული ფონი ნორმას არ აღემატება. Read the rest of this entry »



