საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაცია ყარაჩაი–ჩერქეზეთი რესპუბლიკა იყო. საქართველოს საზღვრიდან – 6კმ დაშორებით. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
საქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
ჩვენ, დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა…
“მე ძალიან მიყვარს ტყე, მით უმეტეს ტყეში ყოფნა… მიყვარს მათზე ზრუნვა და მოვლა…ტყე გადაშენების პირასაა ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ, რათა არ გადაშენდეს. ტყე ადამიანის წამალი და მეგობარია, როდესაც ტყეში ხარ და მის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ იგრძნობთ დიდ სიამოვნებას, მის სილამაზეს და მის ალერსს. ჩვენ დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა. ამიტომ გევედრებით, იქნებ გაზი გამოგვიყვანოთ…” – ეს პატარა ამონარიდი არც რომელიმე ცნობილი მწერლის ნაწარმოებიდანაა და არც ჟურნალისტური ნაშრომიდან… ეს ახმეტის დღის ცენტრის მერვე კლასელმა გოგონამ დაწერა, როდესაც სთხოვეს დაეწერა თხზულება “ჩემი მეგობარი ტყე”… მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბავშვმაც იმუშავა ამ თემაზე. ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ბავშვებმა სერიოზულად იფიქრეს და სერიოზული ნაშრომებიც წარადგინეს. Read the rest of this entry »
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან იწყება.
უკვე დადგენილია, რომ საქართველოში ქარისა და შტორმის შედეგად მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას 5 მლნ ლარის ზარალი მიადგა. Read the rest of this entry »
ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო
ბათუმის მერის ჯემალ ანანიძის ინფორმაციით ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია საჭირო.
“წელიწადნახევარი დასჭირდება მთლიანი პერიმეტრის სამუშაოების შესრულებას,რადგან ეს რთული სამუშაოა. მთლიანად ჯამში ამის გამაგრება 8 მილიონ ლარამდე დაჯდება”-განაცხადა ანანიძემ.
აღსანიშნავია რომ,საქართველოში სტიქიის შედეგად ბათუმსა და ქობულეთში ზღვისპირა ზოლი დაზიანდა. დატბორილია ზღვისპირა ქუჩები. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი კახეთის რეგიონში
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე თელავის მუნიციპალიტეტს ეწვია და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად გამწვანების აქციაში – „დარგე შენი მომავალი” მიიღო მონაწილეობა. აქციის ფარგლებში,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის ეზოებში ასეულობით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგო.
ამასთან, ათი დღის განმავლობაში ნერგები კახეთის სხვა კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზეც დაირგვება.
კახეთის რეგიონში ვიზიტისას გარემოს დაცვის მინისტრმა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც გამართა.
შეგახსენებთ, აქცია „დარგე შენი მომავალი” ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდებაგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
გარდა ამისა, შპს „საქართველოს ნერგების” მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა 20 000 ცალი ნერგი, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა აქციაში ჩართვის მსურველებს, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ლტოლვილთა და განსახლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს პარლამენტს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
აქციის მიზანი ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვაა.
სტიქიამ აჭარას სამი მილიონი ზარალი მიაყენა
112 საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზირებს 25 მარტს ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას და ჰაერის ტემპერატურის კლებას.
“ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტი დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია კვლავ იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა 112-ის სადისპეჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.
ამ დროისთვის დაფიქსირებული ზარების სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირია: რეგიონების მაშტაბით – 120 შემთხვევა; თბილისის მაშტაბით- 137 შემთხვევა; ზარის ინიციატორებისაგან ფიქსირდება გამოძახებები: ქარისგან გადახდილ სახურავებთან დაკავშირებით, ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანება, ხის წაქცევა, სარეკლამო ბილბორდის წაქცევა, მოსალოდნელია სხვადასხვა ტიპის საშიშროებები; Read the rest of this entry »
მთავრობა ზარალს ითვლის
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმში რჩება. სამსახურის ბოლო მონაცემებით, რეგიონების მასშტაბით სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის 133 შემთხვევა, თბილისის მასშტაბით კი, 156 შემთხვევა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
უკრაინას თოვლისაგან 22 ათასი ადამიანი და 5 ათასი ერთეული ტექნიკა წმენდდა
უკრაინის თოვლისგან გასაწმენდად ბოლო დღეღამის განმავლობაში გამოვიდა 22 ათასზე მეტი ადამიანი, 5 ათასზე მეტი ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენი “მი-8” და 22 თოვლგამწმენდი მატარებელი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ავრცელებს. Read the rest of this entry »
სტიქია ბათუმში
სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ბათუმში. გვიან ღამით შტორმმა ბათუმში 6 ბალს მიაღწია, რის გამოც წყალმა ქალაქის მთელი სანაპირო ზოლი ჩამორეცხა.
განსაკუთრებით დაზიანდა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიები. ზღვის პირზე დაიტბორა ქუჩები და რესტორნები. Read the rest of this entry »




