RSS

Category Archives: გარემო

“სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა!” არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად

ureki18პროექტი  “სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა!” არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად (CRCS).  რუმინული ეკო საკონსულტაციო ცენტრი გალათი თავის  მოლდაველ, თურქ, ბულგარელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად,პირველი თებერვლიდან დაიწყო პროექტ “სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა” განხორციელება. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე და ხორციელდება ეკო საკონსულტაციო ცენტრ გალათის (ECCG) კოორდინაციის ქვეშ.  Read the rest of this entry »

 

შირაქის ველი – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულ ქიზიყში, დედოფლისწყაროს ტაიონში, საქართველოს უკუდურეს სამხრეთში, არის უნიკალური ადგილი, რომელსაც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ქვია. კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორის მოქცეული დაცული ტერიტორიები მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებსა და ეროვნულ პარკს. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის – ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორიის საერთო ფართობი – 10142 ჰექტარია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს. Read the rest of this entry »

 

ჭაჭუნას აღკვეთილი

WaWuna 006ოლიკო ცისკარიშვილი

დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიებიდან აღსანიშნავია ჭაჭუნას აღკვეთილი. ჭაჭუნას აღკვეთილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში  მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით, 175 კილომეტრითაა დაშორებული. მისი ფართობი 5 200 ჰექტარია და მდინარე იორის ნაწილს მოიცავს. ჭაჭუნას აღკვეთილში დაცულია ჭალის ტყე…

ადგილობრივების გადმოცემით, ზამთარში ჭალის ტყყები ქარის გამო ჭრაჭუნს იწყებდნენ. დროთა განმავლობაში,  ასე დაერქვა ამ ადგილს ჭაჭუნა. საქართველოში, ამ ტიპის ტყეები ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად თითქმის გადაშენებულია და შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ მდინარეთა ნაპირებზე. Read the rest of this entry »

 

ინგლისში ასობით ზღვის ფრინველი დაიხოცა

დახოცილი ფრინველიინგლისის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ასობით მკვდარი და მომაკვდავი ზღვის ფრინველი იპოვეს. ფრინველების სხეული წებოვანი ნივთიერებით არის დაფარული. სავარაუდოდ მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლების დაბინძურება გახდა. Read the rest of this entry »

 

საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი

ekali 0001ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებების ნეგატიური გავლენის მიმართ, რომელიც იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს, ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დეგრადაციას და შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე,

მდინარე ალაზნის ხეობა ეროზიული ხეობაა, სოფელი ერისიმედი ოფიციალურად სიღნაღის რაიონიშ შემადგენლობაში შედის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სოფელში ისე ვერ შეხვალთ, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოში რეგისტრაცია თუ არ გაიარეთ… ასე მოხდა ჩვენი სტუმრობის დროსაც. საზღვარი, სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია, თუმცა მესაზღვრეები სოფელს მუდმივად აკონტროლებენ და სოფელში მუდმივად მოძრაობენ. მესაზღვრეების თქმით, სოფელი სადაო ტერიტორიაზეა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარი სოფლის შუაში გადის, დღეის მდგომარეობით, კი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მავთულხლართები დასახლებული პუნქტიდან ათ მეტრში აქვთ გავლებული, სწორედ, ძველი  სკოლის შენობის შემდეგ იწყება მათი საზღვარი, საზღვარი მდინარეზეც კია გავლებული. მდინარეზე შეკოწოწებული ხის მასალა, იმას მოწმობს, რომ იქით გადასვლის უფლება ადგილობრივებს აღარ აქვთ. Read the rest of this entry »

 

დედამიწა “მზის ქარს” ორშაბათამდე იგრძნობს

mtredebiდედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. ყველაზე მეტად “მზის ქარს” დედამიწა დღეს იგრძნობს. მზის “დარტყმები” კვირას და შესაძლოა, ორშაბათსაც ნაკლები სიძლიერით გაგრძელდეს.

აფეთქება ხუთშაბათს, პრაქტიკულად, მზის ცენტრში დაფიქსირდა. კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის განცხადებით, ასეთი აფეთქება მზეზე გასული წლის ნოემბრის მერე აღარ ყოფილა. Read the rest of this entry »

 

კახეთში სეტყვამ ხეხილის ბაღები გაანადგურა

setyvaთელავის რაიონის სოფელ რუისპირში ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომელიც ნახევარი საათი  გრძელდებოდა. ადგილობრივების განცხადებით, სრულად არის განადგურებული ატმის ნარგავები, დაზიანდა ვენახიც. სოფელში ამ დროისთვს ძლიერი წვიმაა.  Read the rest of this entry »

 

საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება (NBSAP)

SuamTa 013“საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის” (NBSAP) განახლების პროცესის ფარგლებში პასუხისმგებელი ორგანიზაციების მიერ ცალკეული თემატური მიმართულებების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება უკვე დასრულდა. Read the rest of this entry »

 

ნიჟეგოროდის რაიონში სამი შენობა მიწამ შთანთქა

nijegorodiდღეს, ნიჟნი ნოვგოროდში, ნიჟეგოროდის რაიონში ბუტურლინოს დასახლებაში, ღამით, გრუნტი დაიძრა და მიწამ შთანთქა ორი საცხოვრებელი სახლი და ერთიც მიტოვებული სამეურნეო შენობა, იტყობინება რეგიონის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. Read the rest of this entry »

 

ესპანეთის სანაპიროებს შხამიანი მედუზები უტევენ

chaqvi 007ესპანეთის ქალაქ კადისისა და უელვას პლაჟები ოფიციალურად დაიხურა, რადგანაც სანაპიროზე შხამიანი მედუზები გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოს მედუზების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ესპანეთის ხელისუფლებამ პლაჟების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. რაც თავის მხრივ აიხსნება იმით, რომ საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. Read the rest of this entry »