ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული დარიალის ხეობა და მრისხანე თერგის ხმამაღალი დინება ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ამ ხეობაში, 2011 წელს კომპანია „დარიალი ენერჯიმ“ სახელმწიფოსგან მოპოვებული ნებართვით, მდინარე თერგზე მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით და პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა დამანგრეველი აღმოჩნდა ხეობისთვის. პროექტის განსახორციელებლად მდინარე თერგის მნიშვნელოვან ნაწილზე, კალაპოტში წყლის მხოლოდ და მხოლოდ 10% დატოვეს, დანარჩენი ნაწილი კი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით ჰესისკენ კილომეტრობით მანძილზე გადაისროლეს. ხეობამ რადიკალურად შეიცვალა ლანდშაფტი და დაკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
აზიურ ფაროსანას ბრძოლა სახელმწიფომაც გამოუცხადა
ბოლო კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ხშირია პოსტები, სადაც მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიისა და სამეგრელოს სოფლებში, გავრცელებული მწერების გამო წუხს. ეს მწერები, რომელსაც აზიურ ფაროსანად მოიხსენიებენ, უმეტესად სიმინდსა და თხილს ეტანებიან. Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლადო აფხაზავა, წერს: “მწერმა, სახელად, ფაროსანამ, გურიაში, ლანჩხუთში, ხილი და ბოსტნეული გააფუჭა, ახლა კი საყანე ფართობებს შეესია. ცოტაც და სახლებში დაბუდების პროცესი დაიწყება. ამ მწერებით გაივსება კარადები, თაროები, ფარდებში ეხვევიან და რბილ ავეჯში იდებენ ბუდეს და ირგვლივ საშინელ სუნს ტოვებენ. მართალია, ცეცხლი არ გვიკიდია, მაგრამ დროა რაღაც ღონისძიებებს მივმართოთ“. აზიური ფაროსანა სამეგრელოს სოფელში, აბაშაშიცაა, შემჩნეული..
დარიალის ხეობის მოდარაჯეები
სალომე მოისწრაფიშვილი
დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. Read the rest of this entry »
სტეფანწმინდაში ტურიზმი ვითარდება
დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში. Read the rest of this entry »
ყოველი დაგვიანებული დღე ნიშნავს, რომ ბორჯომში აღარ გვექნება ტყე
ორიოდე დღის წინ, ბორჯომის ტყის ნახანძრალზე დავაბიჯებდით. გარდაცვლილი ხის მორები საცოდავად ეყარნენ ფერდობებზე… ჩაშავებული ფერდობების ხილვის სიმძიმე სულ ოდნავ, იმან შეამსუბუქა, რომ ერთ-ერთ დანახშირებულ ხის ძირში, დავინახე პაწაწინა მწვანე მცენარეს ამოეყო თავი – ამ პაწაწინა იმედმა 700 გრადუსიანი ჯოჯოხეთური ხანძრის შემდეგ, ისევ შეძლო მზის სინათლის ხილვა. ფერდობებს მიღმა კი ისევ დაფრინავდნენ ვერტმფრენები და ამჯერად წაღვერის ჯოჯოხეთურ ცეცხლს ებრძოდნენ. გუშინ კი, დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა.
დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას კვლავ შეუერთდება საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს Read the rest of this entry »
ხანძრები, ამჟამად კახეთსა და თუშეთში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ტყის მასივში, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ შსს–ს მეხანძრე–მაშველები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი. ამჟამად ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.
ხანძარი გაჩნდა, ასევე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში. ხანძრის ქრობის პროცესში, შსს–ს მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი. Read the rest of this entry »
ბუნებაზე გაბატონების შედეგები
ცოდნა და მეცნიერება ყოველთვის იყო ადამიანის არსებობისათვის ბრძოლის იარაღი. მეცნიერების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია, კაცობრიობის წინსვლა. თუმცა, ხშირად სწორედ მეცნიერული ტექნოლოგიების წყალობით, ვდგებით კატასტროფების წინაშე. მეცნიერების, ბიზნესმენებისა და სახელმწიფოს ერთიანი კოორდინებული მოქმედება არნახული ეკონომიკური ეფექტების წყაროა. ეკონომიკისათვის XX ს-ის 80-იან წლებში ეკონომისტების მიერ შემუშავებული „ენდოგენური ზრდის თეორიით“ ანუ „ზრდის ახალი თეორიით“ გამოიხატა, რომელიც მეცნიერებასა და ეკონომიკას შორის პირდაპირი კავშირის არსებობას აღიარებს. მეცნიერების სოციალურ ფუნქციაზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მეცნიერება უშუალო საწარმოო ძალად გადაიქცა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მძლავრი ბერკეტი გახდა. მეცნიერება არასოდეს ყოფილა ისე ორგანულად ჩართული ადამიანის მატერიალური ცხოვრების პირობებში, როგორც ამჟამად. ადამიანთა სოციალურ აქტივობას თან სდევდა საზოგადოების განვითარება, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, განაპირობებდა მეცნიერების პროგრესს. Read the rest of this entry »
აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში უკრაინული ვერტმფრენები ერთვება
მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრის უმოკლეს დროში ქრობისთვის მიმდინარე სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო.
ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც.
გოდერძის უღელტეხილზე – კურორტი გოდერძი
აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ პოტენციალზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. რამდენიმე წლის წინ, კი მეგობარი გოდერძის უღელტეხილზე და მწვანე ტბაზე დანანებით მელაპარაკა, რომ ჯავახეთიდან ზემო აჭარამდე გზა რომ ყოფილიყო, ზემო აჭარის სილამაზის ნახვა ყველა მსურველს შეეძლებოდა. გოდერძის უღელტეხილისკენ გზას, პირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ორგანიზებულ მედიტურში დავადექით. მართალი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, ულამაზესია და ტურისტებისთვის გოდერძის უკიდეგანო მთები მიმზიდველი იქნება. მხოლოდ ის რად ღირს, დილით ჩამოწოლილი ნისლი 2350 მეტრ სიმაღლეზე რომ ვერ აღწევს და ღრუბლებს მაღლიდან დაჰყურებ. თავი სამყაროს მაღლა გგონია და ეს შეგრძნება დაუვიწყარია. ულამაზესი „მწვანე ტბა“, რომელიც „გოდერძიდან 7 კილომეტრშია“, მართლა მწვანეა და ისე ბუნებრივია, ხელშეუხებელი, ტურის მონაწილეებს, 16 გრადუს სიცივეში არ დაგვეზარა მისი ნახვა. ეგ კი არა, წამოსული მცირე წვიმის შემდეგაც, არავის უნდოდა მისი დატოვება. Read the rest of this entry »











