RSS

Category Archives: გარემო

წყალშემკრები აუზების მართვის გეგმების წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

garemos dacvis logoსასტუმრო “ძველ თბილისში” ხვალ წყალშემკრები აუზების მართვის გეგმების წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება. განხილვა ეროვნულ დონეზე USAID-ის პროგრამის “წყალშემკრები აუზების მართვა” ფარგლებში ტარდება. Read the rest of this entry »

 

გარეულ ცხოველის მოკვლის შემთხვევა ადგილობრივ თვითმართველობას უნდა ეცნობოს

mgeliთავდასხმის შემთხვევაში, გარეული ცხოველის მოკვლის შესახებ მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა აცნობოს. მოსახლეობაზე და შინაურ ცხოველებზე მგლების თავდასხმის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. Read the rest of this entry »

 

Fukushima-1-ს სიახლოვეს მიწისქვეშა რადიოაქტიური ტბა აღმოაჩინეს

fukushima1ატომურ ელექტროსადგურ Fukushima-1-ს სიახლოვეს მიწისქვეშა რადიოაქტიური ტბა აღმოაჩინეს.  ანალიზმა აჩვენა, ტბაში არსებული რადიაციის დონე წყალში 145-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. Read the rest of this entry »

 

ქუთაისის ნაგავსაყრელი უახლოეს მომავალში დაიხურება

nagavsayreli 007ოლიკო ცისკარიშვილი

გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით, 1957 წელს ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამინდელ ნიკეას დასახლებაში გამოიყო ნაგავსაყრელისთვის ტერიტორია, მაშინ აქ არც დასახლება იყო და არც პოლიგონიდან მომდინარე აუტანელი ნაგვის სუნი აწუხებდა ხალხს და არც მღრღნელებისა და მწერებისგან უხდებოდათ თავის დაცვა. Read the rest of this entry »

 

ტყიბულელები სუფთა ჰაერის ოცნებაში

tyibuili 007ოლიკო ცისკარიშვილი

ტყიბულში, გამსახურდიას და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, დასახლებაში მინდელის და ძიძიგურის სახელობის მაღაროდან ამოღებული ქვანახშირის ნარჩენები დაყრას ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, ქალაქში უსაშველო მტვერია, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება.  ისინი ,,ჯი აი ჯი” ჯგუფისგან ითხოვენ არ დააბინძურონ გარემო და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ადგილობრივების განცხადებით პრობლემა ორ წელზე მეტია აწუხებთ, თუმცა მისი მოგვარება დღემდე ვერავინ შეძლო. Read the rest of this entry »

 

შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებელია

zRva 00012გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) მონაცემების მიხედვით ფიქსირდება.  Read the rest of this entry »

 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონ ლარზე მეტია

mewyeri 1008სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში გამოწვეული ზარალი 4 000 000 ლარია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ მთავარობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამას ემატება დუშეთში, ფშავში სტიქიის შედეგად გზის მოწყვეტისა და დაზიანების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, რაც საერთო ჯამში მილიონნახევარი ლარია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა კიდევ გრძელდება. Read the rest of this entry »

 

უკანონო თევზჭერის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება

daxocili Tevzi2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე. Read the rest of this entry »

 

დარიალჰესის გამო მიღებული კანონი და დარიალის ხეობა

dariali 003ოლიკო ცისკარიშვილი

“აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი – ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე… “- ყვება ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც დარიალის ხეობაში უკვე მშენებარე ჰესების გამო, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი დარიალის ხეობის ნაცვლად, მისმა შვილებმა უშველებელი ბულდოზერების მიერ ამტვერებულ გარემოში მხოლოდ ის ნახეს, როგორ ამზადებდნენ თერგისთვის გვირაბს. Read the rest of this entry »

 

ტრავერტები დღეს

ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად, ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ  გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს.  სამშენებლო კომპანიისა და არა მარტო მისი განცხადებით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ ბუნების ძეგლის განადგურება, რადგან ტრავერტები სწრაფად მძარდია და მათი მტკიცებით, ორ წელიწადში ჩვეულ ფორმაში ჩადგება. თუმცა მის პირვანდელი სახის დაბრუნებას, სპეციალისტების თქმით, საუკუნეები დასჭირდება. Read the rest of this entry »