საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ვლადიმერ ვაშჩენკოს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების სფეროში ორმხრივი პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. Read the rest of this entry »
Category Archives: გარემო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
თსუ-ეკო კლუბის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჭიათურის სოფლებში ქარსაცავი ზოლი გაშენდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თსუ-ეკო კლუბის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ითხვისა და პერევისაში ქარსაცავი ზოლი გაშენდა. Read the rest of this entry »
სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი გაშენდება
7 მარტს, პარასკევს 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკო კლუბის ორგანიზებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენდება ქარსაცავი ზოლი. ფიჭვის 300-მდე ნერგი სამ ზოლად დაირგვება, რომელიც ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწყებს. Read the rest of this entry »
“Quarry Life Award” პროექტის ფარგლებში ტური ჩატარდა
კავთისხევის კარიერი წლის ბოლოს დაიხურება
ოლიკო ცისკარიშვილი
“Quarry Life Award” არის საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ტარდება 21 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. Quarry Life Award კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიტანოს თავისი წვლილი ბიომრავალფეროვნების განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ორიოდე დღის წინ, მომავალ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის გაიმართა ტური კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით კავთისხევის კირქვის და გარდაბანის თიხის კარიერებზე. ტურში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათამდე ადამიანმა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმაც. Read the rest of this entry »
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 14 თებერვალს „ევროპის სახლის“ საკონფერენციო დარბაზში, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (PPRD East) პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის – „ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება“ პრეზენტაციას დაესწრნენ. Read the rest of this entry »
ჭიათურაში სასმელი წყალი დაბინძურებულია!
ქალაქი ჭიათურა და მისი სოფლები (ზემო იმერეთის სტრუქტურული პლატო) საქართველოში ერთ-ერთ და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად საგანგაშო რეგიონს წარმოადგენს გეოეკოლოგიური თვალსაზრისით. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს მანგანუმის მტაცებლურმა ექსპლუატაციამ სამეურნეო საქმიანობაში ჩართული და კარსტული ტერიტორიების მკვეთრი გაფართოება და შესაბამისად, კარსტთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები გააძლიერა. Read the rest of this entry »
შინაგან საქმეთა მინისტრმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა
დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს პროექტის „პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება – მეორე ეტაპი“ (Strengthening of the Prevention and Preparedness System- Phase II) ფარგლებში. Read the rest of this entry »
პალიასტომი და კაპარჭინა გაიყინა
მდინარე რიონი, პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი და მდინარე კაპარჭინა გაიყინა. სპეციალისტების განმარტებით, ვინაიდან საქართველო სუბტროპიკულ ქვეყნებს განეკუთვნება, მსგავსი შემთხვევა იშვიათობაა. Read the rest of this entry »
თსუ–ში 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
კონფერენციით ჭაობების თემაზე, თსუ–ში 2 თებერვალს აღინიშნეს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე. რამსარის კონვენცია (ინგლ. The Convention on Wetlands of International Importance, especially as Waterfowl Habitat) — კონვენცია, რომელიც იცავს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს. მიიღეს 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში. შემდეგში შესწორდა 1987 წელს კანადის სასკაჩევანის პროვინციის ქალაქ რეჯაინაში. Read the rest of this entry »
ხანძარი ქობულეთში, ისპანის ჭაობის დაცულ ტერიტორიაზე
ისპანის ჭაობის დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წიმ ცეცხლი გაჩნდა. ხანძარის კერები იზრდება, თუმცა ადგილზე ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი სპეც-მანქანა და რამდენიმე მეხანძრე არის.
ხანძარი დასახლებული პუნქტისკენ იწევს და ცოტა ხანში მოსახლეობისთვისაც საშიში გახდება. Read the rest of this entry »



