RSS

Category Archives: გარემო

დედამიწის საათი საქართველოში

dedamiwaხვალ, შაბათს, 29 მარტს, 20:00 საათზე მრგვალი ბაღი თბილისში უმასპინძლებს დედამიწის საათის აღნიშვნას. დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოს დაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. Read the rest of this entry »

 

დატბორვის საფრთხის ქვეშ მყოფი გრიგოლოთის მოსახლეობა

10011406_639640849423533_754391549_nგიორგი სირაძე

გრიგოლეთში სანაპირო ზოლი ზღვამ, ერთკილომეტრიან მონაკვეთზე დაახლოებით 70 მეტრით გამოიწია და ტერიტორია მიიტაცა. ადგილობრივების განცხადებით, დანგრეულია ინფრატრუქტურა, მოთხრილის წიწვოვანი ხეები და მოშლილია გრიგოლეთის საკურორტო ზოლი. გრიგოლეთის მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაობის ჩატარებას ითხოვს. Read the rest of this entry »

 

ჩაერთე – “მწვანე მომავალი”

64889_668458003211173_1594085898_nსაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამოქმედდა ცხელი ხაზი ნომრით-153, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და ჩაერთოს გამწვანების აქციაში „მწვანე მომავალი”. ცხელი ხაზის-153 ოპერატორები შექმნიან პროექტში ჩართვის მსურველთა მონაცემთა ბაზას, რის შემდეგაც მოხდება მათი უზრუნველყოფა საჭირო რაოდენობის ნერგებით. თითოეული მოქალაქის ვალია, რომ უფრო მეტად იზრუნოს გარემოზე, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მწვანე გახდეს.

Read the rest of this entry »

 

გორში ქარსაცავი ზოლის აღდგენას იწყებენ

alvani 00228 მარტს, პარასკევს,  კარალეთისა და ვერხვების დასახლებაში მოქალაქეები ხეებს დარგავენ. – აღნიშნული აქტივობა პროექტის ,,აღვადგინოთ და დავიცვათ ქარსაცავი ზოლები”-ს ფარგლებში განხოციელდება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მოწყობა, ბუნების დაცვის კუთხით, რიგითი მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერების დონის ამაღლებას შუეწყობს ხელს.

Read the rest of this entry »

 

დღეს, წყლის რესურსების დაცვის დღეა

wyarostavi004წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს.

წყლის რესურსების მართვა საქართველოში კანონებით “გარემოს დაცვის შესახებ”, “წყლის შესახებ”, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, “საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ”, გარემოს დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, რეგულირდება. Read the rest of this entry »

 

დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა

borjomi 0041971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება.

ამ აქციებს საქართველოც უერთდება.

საინტერესო ფაქტები:· ტყე დედამიწის ერთ მესამედს მოიცავს;
· ტყე ფარავს საქართველოს ტერიტორიის 40 %-ს;
· საქართველოს ტყეების 98% მთის ტყეებს წარმოადგენს, განლაგებულია მაღალი დაქანების ფერდობებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სხვა); Read the rest of this entry »

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილი გურგალი თსუ–ეკო–კლუბმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმართველობამ ერთად დალაშქრეს

siRnaRi 003ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  TSU- ECO-KLUB-ის , „GEO-EKO-ALIANSE“-ის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, სათემო კავშირმა „ნუკრიანმა“ და სოფელ ნუკრიანის ახალგაზრდებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილი დალაშქრეს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 1087 მ აღმოჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმის მიხედვით მწვერვალს გურგალის მთა ეწოდა.  Read the rest of this entry »

 

წალენჯიხაში გამწვანების აქციაში პრობაციონერები იღებდნენ მონაწილეობას

gamwvanebaწალენჯიხაში გამწვანების აქცია გაიმართა. მწვანე აქცია სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ დაიწყო, მასში მონაწილეობას ღებულობდა 14 პრობაციონერი და ადგილობრივი პრობაციის ოფიცერი. Read the rest of this entry »

 

გურიაში ,,დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემოს” ფარგლებში 1500 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დაირგვება

ნერგები”გურიის მოამბეს” გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ ნერგები რეგიონებს ფონდმა „გაამწვანე საქართველომ“ გადასცა, რომელიც ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ტყე-პარკების შექმნას ისახავს მიზნად. ფონდის თავმჯდომარე და შექმნის ინიციატორი სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა, რომელმაც უკვე შესწირა ფონდს 50 ათასი აშშ დოლარი. Read the rest of this entry »

 

შეხვედრა „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება” პროგრამის ფარგლებში

dariali 003ნორვეგიულ-ქართული თანამშრომლობის პროგრამის „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარება” ფარგლებში ჰიდროენერგეტეკული პროექტების განვითარების პროცესში გარემოსდაცვით საკითხებზე და ხარვეზების აღმოფხვის გზებზე იმსჯელეს. Read the rest of this entry »