შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს.
Category Archives: გარემო
დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა
დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 13 მოქალაქე გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია საწარმოებენ. ამდროისთვის მაშველებმა დარიალ ჰესის მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მოქალაქე გამოიყვანეს.
დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს
შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბიდან 15-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. რჩებიან თუ არა კიდევ ადამიანები გვირაბში ან არის თუ არა მსხვერპლი, ამ ეტაპზე შსს-დან ინფორმაციას არ ავრცელებენ. Read the rest of this entry »
დარიალის ხეობაში მეწყერმა ადამიანები იმსხვერპლა
დღეს, დილას სტეფანწმინდასთან მეწყერი ჩამოწვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლის კარლო ამირგულაშვილის თქმით, არის მსხვერპლი, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი დაიყოლა. სამაშველო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ მათ გასათავისუფლებლად. Read the rest of this entry »
საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობა “შავი ოქროს” ქალაქში
ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის პირასაა, ადგილობრივების ნათქვამში ჩვენ თავადაც დავრწმუნდით, დაბინძურებული მდინარე, წყაროები, ჰაერი, გაუდაბნოებული ტერიტორიები, გაშავებული და დამტვერილი ქალაქი… ესაა დღევანდელი ჭიათურისა და მისი მიმდებარე სოფლების რეალობა. სოფელი რგანი, სადაც 600-მდე კომლი ცხოვრობს, ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაშია, რადგან აქ სამი, მოქმედი, ღია კარიერია, რომელსაც სრული წესების დაუცველად ამუშავებენ და მადანს მოიპოვებენ. ადგილობრივების თქმით, რგანი ერთ-ერთი ეპიცენტრია, მიდის როგორც მიწისზედა სამუშაოები, ასევე მიწისქვეშა სამუშაოებიც. იმდენად ძლიერია მიწისქვეშა ბიძგები, რომ სახლები დაბზარულია. რგანელები, როგორც ჭიათურაში, აქაც კომპანია „ჯორჯია მარგანეცს“ ადანაშაულებენ, რომელსაც ლიცენზია საბადოების მართვაზე 2007 წლის პირველი იანვრიდან გადაეცა, 49 წლის ვადით. როგორც გაირკვა, მათ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვადებულება არ აქვთ აღებული გარემოზე მიყენებული ზარალის გამო.
ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით 15-მდე მოქმედი კარიერია. Read the rest of this entry »
სახელმწიფო ექსპერიმენტს ატარებს: შიმშილით დავიხოცებით თუ სიცივით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2010 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 249,365 დევნილი ცხოვრობს (87,962 ოჯახი). 1990-იანი წლების მოვლენების შედეგად, დევნილები საქართველოს მასშტაბით 1,540 კომპაქტური ჩასახლების ცენტრში არიან გადანაწილებული. მათგან 735 ცენტრი თბილისში, 805 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. სამინისტრომ 23,000-ზე მეტი დევნილი ოჯახის (8,000 ე. წ. ახალი და 15,000 ე. წ. ძველი დევნილი ოჯახი) საცხოვრებლის პრობლემა უკვე გადაჭრა.
ომით დაზარალებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პირველი ტალღა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების (ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური) შედეგად გაჩნდა. მაშინ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაახლოებით 225,0002 დევნილი გადმოვიდა. მათ შორის იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ახლა ქალაქ წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში“, ბარათაშვილის შვიდში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. მათ უამრავ პრობლემას ისიც ემატება, რომ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის მრიცხველებს უდგავენ. ადგილობრივები იმაზეც წუხან, რომ მრიცხველებს ძლიერი წვიმის დროს, წყალი დააზიანებს.
ქვიშხეთი, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე
“პროექტის დაწყების თარიღი 2011. დასრულების ვადაა 2016 წელი. მშენებელია ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრრო, ნებართვის გაცემის თარიღი 21.01. 2011. ბრძანების ნომერი 75/01-06; ფუნქციური დანიშნულებაა წყვილლიანდაგიანი სარგინიგზო ლიანდაგი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთი.” – წერია, ქვიშხეთის ცენტრში, უშველებელი პლაკატზე.
ნარჩენების პრობლემა კახეთის სოფლებსა და რაიონებში
საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა, უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. ზედმეტია საუბარი რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში, მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს, დაახლოებით, 30-40 პროცენტს მიეწოდება. რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხეების დარგვის აქციას – „მწვანე მომავალი“ შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას შეუერთდა და გამწვანების აქციაში – „მწვანე მომავალი“ მონაწილეობა მიიღო. აქცია ქალაქ დუშეთში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 300 თანამშრომელმა, გამწვანების აქციის ფარგლებში 1000 ნერგი დარგეს.
ჩერნობილის ტრაგედიიდან 28 წელი
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.
1986 წლის 25 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა.
ამ ხნის განმავლობაში კი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში 180 ტონა ურანი იწვოდა. კიევი პანიკამ მოიცვა. ხალხი ქალაქის დატოვებას ცდილობდა. საზღვარგარეთის ქვეყნები მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს. ხანძრის ჩაქრობის პირველ დღეს 32 ადამიანი დაიღუპა, 200-მა ძლიერი, სასიკვდილო დასხივება მიიღო. ჩერნობილიდან 200 ათას კილომეტრის რადიუსში, სადაც დაახლოებით 130 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაცია უნდა დაეწყოთ. ეს ტერიტორია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა. Read the rest of this entry »








