RSS

Category Archives: გარემო

ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში

10715697_818752758146096_1722360749_nპროექტი „ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია გეო-ეკო ალიანსის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, რომლის პარტნიორებიც არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ, რომელიც 19 გამარჯვებულ პროექტში დასახელდა, მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო აგვისტოდან და ახლა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს აქტივობების განხორციელება. პროექტის მიზანია ქარსაცავი ზოლების შექმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგზაო ტერიტორიებზე, რათა ქარიან ამინდებში სატრანსპორტო გადაადგილება გახდეს შესაძლებელი, ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

Read the rest of this entry »

 

ტყიბულში მიწისძვრისას შახტა ჩამოინგრა

maRaro miwisZvraტყიბულში, მომხდარ მიწისძვრას, მინდელის სახელობის შახტაში, ნგრევა მოჰყვა. რამდენიმე მუშამ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

“მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, ჩამოიშალა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მე-6 უბნის ერთი ადგილი. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკში სამი ვეფხვის ბოკვერი დაიბადა

vefxviთბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, რამდენიმე საათის წინ,  თეთრი ვეფხვი კამერონი დედა გახდა.

Read the rest of this entry »

 

იაპონიაში ვულკანის გააქტიურების შედეგად დაკარგულია 16 ადამიანი

iaponiaიაპონიაში ვულკანის გააქტიურების შედეგად დაკარგულია 16 ადამიანი. სამძებრო ოპერაცია უამინდობის გამო შეფერხდა.

Read the rest of this entry »

 

საკოორდინაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

KLIMATIგუშინ, 1 ოქტომბერს,   პროგრამა ,,საქართველოს კლიმატის  ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების  ინსტიტუციონალიზიაციამ“ საკოორდინაციო ჯგუფის მესამე შეხვედრა გამართა.  ღონისძიება მიმდინარეობდა სასტუმრო ,,ამბასადორში“, სადაც მოწვეულნი იყვნენ USAID-ის და ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ნარჩენების მართვის რეგულაციის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩაქსელიანი და  სატყეო დეპარტამენტის უფროსი – კარლო ამირგულაშვილი.

Read the rest of this entry »

 

გადაუდებელი დახმარებისთვის დარეკეთ 112

racha wvima 003დღეს, 28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ, მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს განცხადებას:

Read the rest of this entry »

 

“ბულაჩაურის დაჩების” გასაჭირი – მოვარდნილი ქვა-ღორღით დაფარული სახლები

qva 001ოლიკო ცისკარიშვილი

“გარეთ ვისხედით, შებინდებული იყო და უცებ საშინელი ხმა გავიგეთ, გვიახლოვდებოდა, გაქცევასაც ვერ მოვასწრებდით. გაოგნებულები ვუყურებდით როგორ მოდიოდა ქვა-ღორღი. ამ ქვა-ღორღს როგორი ხმა ექნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ?” – გვიყვება 69 წლის მ. ძაბისაშვილი.

Read the rest of this entry »

 

SOS!!! ბათუმელებს შველა სჭირდებათ – წყალდიდობაა

wyaldidoba 001ბათუმში, დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა, უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისთვის, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმის შედეგად, წყალი უკვე ნახევარ მეტრს აღწევს. Read the rest of this entry »

 

ეკო-ბანაკი “ჭიათურობა 2014” – შემოგვიერთდი “ერთად დავრგოთ მომავალი”

WiaTura 04ორგანიზაცია “Geo-Eco Alliance”, გაეროს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიტიგაცია”-ს ფარგლებში იღებს ეკო-ბანაკის 17-დან – 23 წლამდე ასაკის მონაწილეებს. 17-18-19 ოქტომბერს სოფელი კაცხის მიდამოებში, სადაც დაგეგმილია ქარსაცავი ზოლის გაშენება გაიმართება კარვები და შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები.

Read the rest of this entry »

 

ხანჩალის აღკვეთილი

xanchali 010ოლიკო ცისკარიშვილი

ხანჩალის ტბა, (აკაკი მაისურაძის თქმით, ხანჩალი გვიანდელი სომხური დამახინჯებაა… ძველად იყო ,,ხვანჭალა”, ძველ ქართულად – ,,ხვანჭალის ტბა” და არა არმენიზებული ხანჩალა) რომელიც მდებარეობს, ჯავახეთში, ნინოწმინდიდან ხუთ კილომეტრში, ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ტბის აუზის ფართობი 182 კმ/მეტრია. გეოგრაფი გიორგი დვალაშვილის თქმით, ტბა, რომლის სუღრმე არ არემატება, 0,8 მ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის,თუკი აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მაგალითად, გაკეთდება ტბამდე მისასვლელი საცალფეხო ხიდები, ანდა ვიზიტორებისთვის შეიქმნება სანაოსნო ტურები.

Read the rest of this entry »