ენი ცხვედაძე

როგორც ჩემი ლექტორი ამბობს, სტატია პოზიტიურად უნდა დაიწყოო ჰოდა პოზიტიურად გეუბნები მკითხველო, რომ ამ სტატიაში გაგიზიარებ 5 მარტივ რჩევას, თუ როგორ უნდა გადარჩე თვეში 300 ლარად. რჩევები სტატიის ბოლოს შეგიძლია ნახო, ხოლო მანამდე გაგაცნობ იმ რეალობას, სადაც სტუდენტური წლები ყველაზე დასამახსოვრებელი და ლაღი მონაკვეთია შენს ცხოვრებაში.
„სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მრავალი სარგებელი სწავლისა და მუშაობის შეთავსებით. კვლევებმა აჩვენა, რომ დასაქმებული სტუდენტები უფრო ეფექტურად ანაწილებენ დროს, მარტივად ეგუებიან სამუშაო ადგილის ნორმებსა და პასუხისმგებლობებს. გარდა ამისა, მეტად მოტივირებულნი არიან-ისწავლონ უკეთესად, რათა მიაღწიონ გარკვეულ კარიერულ მიზანს. სამუშაოსა და სწავლის შეთავსება ახალგაზრდებს ეხმარება განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.”-ვკითხულობთ ss.ge – ის გამოქვეყნებულ მასალაში 2021 წლის მონაცემებით.
ელენე ტალახაძე თსუ, სოციოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გვიყვება: – „უკვე ნახევარი წელია საქართველოს ბანკში ვმუშაობ, ქოლ-ცენტრის ოპერატორად. სამუშაოს საღამოს 1 საათზე ვრჩები, თუ გამიმართლა 12ზე. ნახევარი წელია ლექციაზე არ ვყოფილვარ ნუ ერთი ორს თუ დავესწრები ისიც სამუშაოსგან დაღლილსა და დაქანცულს, მიჭირს კონცენტრაცია იმაზე, თუ რას ამბობს ლექტორი. ჩემს განსჯას ნუ დაიწყებს ვინმე. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიწევს მუშაობა, რათა მშობლების ხარჯზე არ ვიყო სულ და დიახ, ჩემი არჩევანია ეს სამუშაო, რადგან სხვა გზაც არ მაქვს. სოციოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ ჩემი პროფესიით დასაქმება რთულია, თან შრომითი ბაზარი არ იძლევა იმის საშუალებას,რომ ანაზღაურება ჩემს საჭიროებებს მოერგოს. ის ზღაპრები მეც მსმენია, რომ სწავლა და მუშაობა ერთად შეთავსებადია, მაგრამ სახლში მისულს ეგრევე მეძინება .დილას კვლავ სამსახური და ასე გრძელდება. მე პირადად ძალიან მიჭირს ამ ორის შეთავსება .ჩემი თანამშრომლებიც სტუდენტები არიან და იგივე ისტორიები მესმის. თუ არსებობს პიროვნება, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და ასევე მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს მოქნილი გრაფიკით მივიღებ ყველა საჭირო რჩევას, თუ როგორ მოახერხა ეს“.
მწირი შრომითი ბაზრის გამო, სტუდენტები იძულებულნი არიან დაბალანაზღაურებად და სრულად შეუსაბამო გრაფიკზე იმუშაონ. საკუთარიპროფესიით დასაქმება კი ძალზე რთულია, თუ ზემოთ ბიძიები არ გყავს და ვინმე არ დარეკა. როგორ წარმოგიდგენიათ სტუდენტი, რომელიც დღეში 9 საათი მუშაობს და ამავდროულად, სრულფასოვნად ესწრება თითოეულ ლექციას. საქართველოს სამუშაო ბაზარზე ხშირად შეხვდებით დაუცველ შრომით ბაზარს (არარეგისტრირებული ადამიანი, კონტრაქტების არქონა).
საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა დასაქმების მხრივ არის:
- სამსახურისა და სწავლის შეთავსების პრობლემა (58%);
- ნეპოტიზმი (46%);
- ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ნაკლებობა (29%);
- დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების არარსებობა(29%).
დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობას არ სურს მუდმივად სხვაზე იყოს დამოკიდებული, ამიტომ ერთადერთ გამოსავლად ისეთი სამსახური რჩებათ, სადაც მთელი რესურსის ჩადება უწევთ. ბთუს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი სტუდენტი ,ლევან ჯოხაძე ,სწორედ ამ გამოწვევის წინაშეა. სამსახურში ხშირად 10-12 საათს მუშაობს, ვინაიდან სარესტორნო სფერო ყოველთვის დროში გაწელილი და დამღლელია. ხშირად უწევდა გამოცდის წინა საღამოს მთლიანი მასალის სწავლა, გამოუძინებელს ლექციაზე მისვლა, მეგობრებთან დროის გატარებაზე უარის თქმა, რადგან სამსახური იმის ფუფუნებას არ იძლეოდა, რომ ყველაფერი ერთმანეთთან შეთავსებული ყოფილიყო. ,,ვცდილობ მშობლებს ჩემი სწავლის საფასურის დაფარვაში დავეხმარო და ასევე საკუთარი ჯიბის ფულიც დამრჩეს. შემდეგ წელს ჩემი დაც აბიტურიენტია და ალბათ ხვდებით, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ეს ყოველივე.“
ჩვენს რეალობაში შეხვდებით ისეთ სტუდენტებსაც, რომლებიც ცდილობენ სამსახურის შოვნას, მაგრამ სალექციო გრაფიკისა და სტიპენდიის გამო, რომელიც მუდმივ სწავლას მოითხოვს, უარს ამბობენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თეიმურაზ სოსელია, სწორედ ამ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება. „სამუშაოს პირველივე კურსიდან ვეძებ, მაგრამ ისეთი არაფერია, რომ სწავლაში ხელი არ შემეშალოს. სამწუხაროდ, დამსაქმებელთა უმრავლესობა ახალგაზრდა სტუდენტებისგან ითხოვს 3 უცხო ენას, 2 წლიან გამოცდილებასა და სრულ დროს. რაც ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია. ძალიან მინდა ჩემი ცოდნა იმ პროფესიაში ჩავდო, რომლისთვისაც ასე ვშრომობ, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვინდოუსის გადაყენებისთვის ვუნდივარ თითოეულ დამსაქმებელს“. იმავე პრობლემის წინაშეა მისი თანაკურსელი ნიკოლოზ სიგუა: „ხშირად შეხვდებით მიწისქვეშა გადასასვლელებში პატარ-პატარა ჯიხურებს, სადაც ადამიანები ლეპტოპებს აკეთებენ, შლიან და ა.შ. მათ არ ვაკნინებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯიხურთან ჩავლისას განცდა მეუფლება, რომ მეც შეიძლება ასეთ ადგილას აღმოვჩნდე, როდესაც ჩემი ცოდნა და მიზანი სრულიად სხვა სტანდარტებში ჯდება. საქართველოს შრომითი ბაზარი არ მაძლევს საშუალებას დავსაქმდე ჯანსაღ გარემოში,“ – გვეუბნება 20 წლის ნიკა.
ამ დროს, ჩნდება კითხვა რას აკეთებს სახელმწიფო? როცა მისი მოვალეობაა სრულად უზრუნველყოს თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების საჭიროებები, რათა 18 წლის ახალგაზრდას არ უწევდეს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობა. თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ მომავალზე, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ქვეყნის ბედ-იღბალზე იზრუნოს. დღევანდელ რეალობაში, კი ხვდებით სტუდენტებს, რომლებსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეძინებათ გადაღლილობის გამო, ვერ ესწრებიან ლექციებს სამსახურის გამო, ხელფასი კი 300-400 ლარია. განსაკუთრებით რთულია იმ სტუდენტების მდგომარეობა, რომლებიც რაიონებიდან გადმოდიან თბილისში. სწავლის საფასური, ბინის ქირა, ყოველდღიური ჯიბის ფული და სხვა მრავალი. იმისთვის რომ, მშობლებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ პირველივე კურსიდან მუშაობენ.
რა მდგომარეობაა საზღვარგარეთ?
https://ss.ge-სე სტატიაში სტუდენტური დასაქმება ვკითხულობთ, რომ „ინგლისში სტუდენტს შეუძლია იმუშაოს კვირაში 20 საათი, ხოლო, თუ სამუშაო ზედმეტად დატვირთული და დამღლელია 10 საათი. სტუდენტების 70% დასაქმებულია. მეტწილად ნახევარ განაკვეთიანი სამუშაოს ანაზღაურებას სრულად უზრუნველყოფს სტუდენტის საჭირო მოთხოვნილებებს. უმეტესწილად, სტუდენტების დასაქმებას უნივერსიტეტი თავად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცეში. თუმცა, ეს, ჯერ კიდევ, ახალი პრაქტიკაა, რომლის დანერგვასაც ინგლისი ცდილობს.
საფრანგეთში სტუდენტს წლის განმავლობაში შეუძლია სრული სამუშაო გრაფიკის 60% იმუშაოს, რაც კვირის განმავლობაში დაახლოებით 20 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.“
რა თქმა უნდა, არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ და რაც შეიძლება მეტად ჩაერთონ მათ სამომავლო გეგმებში. საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტიც ცდილობს იმავეს, მაგრამ ხშირად სწორედ ისაა პრობლემა, რომ სასწავლო დაწესებულები არ უზრუნველყოფენ სტუდენტებს საჭირო ცოდნით, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. სამომავლოდ შესაძლოა ეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს და სტუდენტებს ჯანსაღ გარემოში შეეძლოთ მუშაობა იმ პროფესიით, რომელ ფაკულტეტზეც სწავლობენ, მაგრამ მანამდე რეალობა სულ სხვა სურათს გვთავაზობს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობა ასეთია:

ეს, რა თქმა უნდა, არაა რეალური ციფრები, მაგრამ თვალსაჩინეობისთვის ყველაფერი ნათლად ჩანს წარმოდგენილ ცხრილში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო კურსის სტუდენტი გიორგი მუჯრიშვილი მუშაობს “„ვენდისში“ და მისი შემოსავალი 400 ლარს შეადგენს (საბუნუსე სისტემის გამოკლებით) მასთან საუბრისას ხარჯების აღრიცხვა ვთხოვე, თუ რაში ხარჯავდა ყველაზე მეტ თანხას)
„ყველაზე მეტი ფული კვებაში მეხარჯება, როცა ლექციებს შორის შუალედი მაქვს რომელიმე სწრაფი კვების ობიქეტს მივმართავ, სამწუხაროდ, ჯანსაღ კვებას ვერ ვახერხებ. არადა, ჩემი ორგანიზმი, სწორედ ამას მოითხოვს. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ბევრს ვხარჯავ. მხოლოდ მეტროს ან ავტობუს არ ვგულისხმობ, ამას გარდა ხშირად მიწევს ტაქსის გამოძახება, ვინაიდან ვაკეში არასდროს არ არის ფეხზე დასადგომი ადგილიც კი ტრანსპორტში. გარდა ამისა, ვცდილობ, სწავლას არ მოვუკლო, მაგრამ ღამის ცვლაში მიწევს მუშაობა სახლში დილის 5 საათზე მივდივარ და თუ ლექცია 9 საათზე მაქვს, ჩემი პროდუქტიულობა შეუძლებელია. ასევე, ძალიან მინდა მართვის მოწმობა ავიღო და ალბათ კვების მერე, ამაში ვხარჯავ ყველაზე მეტს. გამოცდაზე გასვლა 90 ლარი, მასწავლებელი დაახლოებით იმავეს მთხოვს და ჩემი ხელფასი შესაძლოა 2 დღეშიც კი დაიხარჯოს. მარტივად 400-180 (მართვის მოწმობა)= 220 ლარს 220 ლარით მიწევს თავის გატანა თვის განმავლობაში. სწავლის საფასურს მშობლები იხდიან“.
ესაა რეალობაა, რომელშიც ახალგაზრდები სტუდენტურ წლებს ატარებენ. სამწხუაროდ, მინიმალური ხელფასის გამო ახლგაზრდას უწევს ღამეების თენება და მძიმე სამუშაოს შესრულება. ქვეყნაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება ხალხს უწევს საარსებო მინიმუმს დასჯერდეს და თვიდან თვემდე როგორმე თავი გაიტანოს.
სანამ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, გიზიარებთ დაპირებულ 5 რჩევას, რომელსაც დასაქმებული სტუდენტები ხშირად იყენებენ.
1. იკვებე კრეატიულად — ანუ რაც იშოვე, ის არის
მაკარონი + კეტჩუპი = იტალიური ვახშამი. ორცხობილა ლექციამდე = საუზმე.
2. ნუ გადაყრი ფულს ტრანსპორტში, როცა ფეხები გაქვს
„მარშრუტკა 1 ლარი ღირს?“ — გაიფიქრე, ესე იგი მთელ ერთ ლარს შეინახავ, რათა ორცხობილა იყიდო ლექციამდე. Იარე, იარე ენერგიულად. შიმშილიც ნაკლებად შეგაწუხებს, როცა მოძრაობ.
3. ჩაცმა? მეგობრის კარადა არსებობს ამ ცხოვრებაში რატომ?
ბევრი მეგობარი გყავდეს — გადაიცვი სხვისი, გადაიღე ფოტო, დააბრუნე. სწრაფი მოდა!
4. ავად ხარ? ბვშვობაში სკოლაში ექიმი რას გასმევდა? ნ ა ხ შ ი რ ი. აბა დაფიქრდი საავადმყოფოში ჯერ რიგები, მერე ანალიზები, მერე ამდენი ფული. ნახშირი იაფიც ღირს და ბუნებრივადაც მოიპოვება
5. ბინის ქირა გაქ გადასახდელი? ქირა 500 ლარია, მაგრამ შენ გაქვს 300. ანუ ან Roommate უნდა იპოვო ან იწყებ ფიქრს, როგორ დაპროექტო იატაკქვეშა საწოლი.
საშუალება არ გაქვს? არაუშავს, საქართველოში გაქვს ალტერნატივები:
– სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც ერთად ცხოვრობს 7 ადამიანი და 2 ობობა;
– ან კიდევ სოფელი, ბებიასთან, რაც ასევე ითვლება „ქალაქგარეთ ლაქშერი გამოცდილებად“.
ბონუს რჩევა: შენი ყველაზე დიდი შემოსავალი შეიძლება იყოს დაბადების დღე.
ნუ დაგავიწყდება დაბადების დღის მნიშვნელობა: ოჯახის წევრები ემოციურად და ფინანსურად გილოცავენ. მართე ემოციური შანტაჟი გონივრულად.



