RSS

„ჩემი მთის სულის“ დაჯილდოება შედგა

15 მაისი

11 მაისს, მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის, ჩემი მთის სული დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფინალში გადასული 10 კონკურსანტის ნაშრომი შევიდა წიგნში – „ჩემი მთის სული 24“-ში, რომლის წარდგენაც კონკურსის ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსში, რომელიც შარშან 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა „ჩემი გამომცემლობის“ შემოქმედებითმა გუნდმა, შევიდა 50-მდე ნაწარმოები.

პირველი ადგილი დაიკავა ლეილა მეტრეველმა ნაწარმოებით – 1„სისხლის ყივილი“, მეორე ადგილის მფლობელი ფიქრია ყუშიტაშვილი გახდა ნაშრომით – მეჩემი „ლეხტორი“ და თიბვისა“, ხოლო მესამე ადგილზე ნინო ქადაგიძის – ბედია და სევდია“ გავიდა.

კონკურსის ნაწარმოებები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ: ნინო მოდრეკილაძემ, თინათინ მოსიაშვილმა, გიორგი დვალაშვილმა, ოლიკო ცისკარიშვილმა.

შეხვედრაზე ყველა ფინალისტმა ისაუბრა საქართველოს მთაში მაცხოვრებლების პრობლემებსა და საჭიროებაზე. კონკურსის არსიც ნაწილობრივ დაცლილი მთის ხელახლდა დაბადების მცდელობაა.

„მადლობა ჟიურის, რომელმაც საპასუხისმგებლო შრომა გასწია, შევეცადე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა, რომელიც მთასთან არის დაკავშირებული, ყოფილიყო სხვა რაკურსით წარმოდგენილი, პრობლემის გადაჭრა ყოფილიყო მსუბუქი და თანამედროვე. სოფლის სახელი რეალურია და სახელი შევცვალე, პერსონაჟებიც რეალური ადამიანებია და ლიტერატურული ფანტააზიით არის შეფუთული და მოტანილი მკითხველამდე, მადლობა იმისთვის, რომ არსებობს ასეთი კარგი პლატფორმა, ლიტერატურული კონკურსი, რომელმაც აირჩია სრულიად სხვა, კონკრეტული თემატიკა. ეს არის პირველი მცდელობა ასეთი კონკურსის. ასეთი რაკურსი თემისა – „ჩემი მთის სული“, არის სერიოზული გამოწვევა ავტორისთვის. საქართველოში, როგორც ყველა საქმე, რომელიც პირველად იდგავს ფეხს, ყოველთვის ბევრ სირთულესთან და პრობლემასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ისეთი სტარტი აიღო ამ კონკურსმა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გულშემატკივარს შემოიკრებს. მინდა ათეულის ყველა მონაწილეს მივულოცო, დღევანდელი დღე და ფინალში გასვლა“, – თქვა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

„თავდაპირველად, როცა კონკურსი გამოცხადდა, თავიდან ითქვა, რომ არანაირი ჯილდო, არანარი ფინანსური პრიზი არ იქნებოდა. თავი ჩავთვალე ვალდებულად, გამომეგზავნა ჩემი მოთხრობა. ეს იქნებოდა ჩემი თანადგომა, ჩემი ნაწარმოებით თანადგომას გამოვხატავდი ამ კონკურსი მიმართ. რომ გავიგე რომ ათეულში იყო ჩემი მოთხრობა… ძალიან ბედნიერი ვარ,. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ქართველები, დავბრუნდებით, გავავსებთ ჩვენს სოფლებს, კუთხეებს. ეს კონკურსიც ალბათ დაგვაფიქრებს კიდეც და ხელსაც შეგვიწყობს რომ მივიხედოთ სოფლისკენ,“ – გვითხრა ნინო ქადაგიძემ.

„კონკურსის მიზანი მთის პოლულარიზაცია და ახალგაზრდა ავტორების წარმოჩენა იყო, ვეცდებით კონკურსმა პერმანენტული ხასიათი მიიღოს. მომავალ წელს აუცილებლად გამოვაცხადებთ კონკურსს პოეზიაშიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ მწერლები და პოეტები მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან და მიიღებენ მონაწილეობას, აღსანიშნავია, რომ შეფასებისას ჟიურიმ არ იცოდა ავტორების ვინაობა. ამიტომაც მივიღეთ ძალიან ობიექტური შეფასებები და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ,“ – ამბობს „ჩემი გამომცემლობის“ დირექტორი ოლიკო ცისკარიშვილი.

„ჩემი გამომცემლობის” გუნდი მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს ვინც ამ კონკურსის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ავტორებს, ჟიურის წევრებს და უბრალო გულშემატკივრებს, წიგნის მაღაზია Laterna Books• წიგნის მაღაზია „ლატერნა“–ს, რომელიც გვერდში დაგვიდგა და საჩუქრებით გაგვანებივრა. გილოცავთ! “ჩემი მთის სული” დაიბადა, პროექტი შედგა და ამჯერად, ხვალინდელი დღის რწმენითა და იმედებით, მომავალ მთის დღემდე გემშვიდობებათ“, – თქვა „ჩემი გამომცემბლობის“ შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დავით ხარატიშვილმა.

გამომცემლობამ სამ გამარჯვებულს საჩუქრად გადასცა ფულადი პრიზები და ყველა ფინალისტს „ჩემი გამომცემლობის“ გამოცემული წიგნები: უჩა თხელიძის „გოგონა მთვარიდან,“ ბესო ხვედელიძის „ომს-მშვიდობა“, ოლიკო ცისკარიშვილის „მთაში მივალ, რომ გავექცე ქალაქს“, ალექსანდრე პაიკიძის „მსტოვარი,“ ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე, მარტოხელას „კატა, რომელიც ქალს უსმენდა“, აკაკი სოსელიას „მსოფლიოს ცნობილი კატასტროფები“ და დავით ხარატიშვილის „სიცოცხლის ამბავი.“

ფინალისტებს გადაეცათ, ასევე წიგნი, რომელიც მათი მოთხრობებისგან არის შედგენილი „ჩემი მთის სული 24“.

შეგახსენებთ, რომ წიგნის შეძენა შეგიძლიათ Laterna Books • წიგნის მაღაზია „ლატერნა“ (ქარვასლა), მემორიაში (რუსთაველის 16) და დადიანის 22-ში, საქწიგნში (თამარ მეფის 14 მე-3 სართული), ლიგამუსში, პარნასსა და სტაბაში. მომავალი კვირის ბოლოს წიგნი ბიბლუსის ყველა ქსელში შევა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/05/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი