ერგნეთში შუადღისას ჩავედით. პირდაპირ სასაზღვრო პუნქტს მივადექით და მივხვდით, რომ უკვე ახლოს ვიყავით ჩვენს მიზანთან. ლია ჩლაჩიძე, რომელმაც აგვისტოს ომის მუზეუმი დაარსა, საკუთარი სახლის ნანგრევებზე, ჭიშკართან შემოგვეგება. ვიდრე ეზოში შევაბიჯებდით, მარჯვნივ რუსების მიერ დაცხრილული მანქანა დავინახეთ…
ეს ფოტო, 8 წლის წინ, 2015-ში, ერგნეთში გადავიღე. ლია ჩლაჩიძის სახლის ნანგრევებიდან ამოკრეფილი ბომბებს გადარჩენილი ყავის ჭიქებია. დღეს, ამ ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ განადგურებული სახლის ნანგრევებზე მუზეუმია, რომელიც ცხინვალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია. ლიას სახლთან 200 მეტრში მავთულხლართებია… “დაკარგული” საფლავები. ჩამოყრილ “კასეტურ” ბომბების ადგილას, 2008 წლის აგვისტოს ომის ეპიცენტრში, ახლა ყვავილები ყვავის, ქალბატონი ლიას შეუპოვრობითა და ძალისხმევით. ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. ერგნეთში, ომის დროს 160 სახლი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ წყალი და ბუნებრივი გაზი გამოიყვანეს, მოსახლეობას მაინც უჭირს თავის რჩენა.
არა, რვაში არ დაწყებულა ჩემი აგვისტოს ხუთი დღე, ექვს აგვისტოს დაიწყო, როცა ლეჩხუმის უმშვენიერეს სოფელ ლაჯანაში, მეგობრებმა ბავშვები დასასველებლად წავიყვანეთ. მე, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად და მეგობარი ქმარ-შვილთან ერთად, დაგვპატიჟეს მარინა ლეშკაშელმა და მაკა ტერელაძემ. ექვსში, უგრძელესი გზის შემდეგ, ისევ უკან, თბილისში, დაბრუნდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობარი (ეს უკანასკნელი, მეორე დღეს, დილაუთენია, ვაშლოვანში სანადიროდ წავიდა და ომის დაწყება ვერც გაიგო).
ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას. თუმცა, საქართველოში, ეს ნაკლებად ადარდებს მავანს და შედეგები მუდმივად სახეზე გვაქვს.
გუშინ, 3 აგვისტოს, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან, ამ წუთამდე ეძებენ ღვარცოფში მოყოლილ ადამიანებს და უკვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ექვსი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.