ოლიკო ცისკარიშვილის პოეტური კრებული „მზეს ველოდები“ პანდემიის დროს დაწერილი ლექსებია. როგროც ავტორი ამბობს, პოეზიით ებრძოდა პანდემიის გამო თავსდატეხილ პრობლემებს. კრებული ილუსტრირებულია მხატვარ გელა ღაჭავას ნახატებით. წიგნის პირველ გვერდზე თავად ავტორის გადაღებული ფოტოა. „ეს პანდემიური ავტოპორტრეტი“ – ამბობს ავტორი.
Monthly Archives: მარტი 2021
გამოიცა ოშოს წიგნები “შეშლილის ჩანაწერები” და “ბუდა: გულის სიცარიელე”
გამომცემლობა “ჩემი გამომცემლობა” ახალ წიგნებს სთავაზობს მკითხველს. ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“ და „ადამიანის სიტყვები უსიტყვოდ“ ფაქტობრივად ოშო თავის ცხოვრებაზე გვიყვება. ამ მცირე წიგნის გვერდებზე მკითხველი შეხვდება გასხივოსნებულ ოსტატს, ბრახვან შრი რაჟნიშს. ის გვეუბნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, ისეთივე, როგორც ჩვენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით. მისი სახლის ძიება დასრულებულია: მან გამოიღვიძა. ასევე ბრახვანი ამბობს, რომ მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ დახმარებოდა სხვებს გამოღვიძების სიხარულის განცდაში. ამ წიგნშივეა დხარმა ჯიოტის, ოშოს ერთ-ერთი სანიასინის დღიურები, სათაურით „ათი ათასი ბუდა“, სადაც მკითხველი სხვანაირ ოშოს გაიცნობს, ისეთს, როგორიც იყო თავის მოწაფეებთან, ადამიანებთან, ბუნებასთან.
Read the rest of this entry »წყლის რესურსების საერთაშორისო დღე
წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს.
მომხმარებლის უფლებების დღე
15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ,
წლიდან წლამდე იმის გამეორება გვიწევს, რომ საქართველოში მომხმარებელი ძალზე
დაუცველია.
14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა
ოლიკო ცისკარიშვილი
საქართველო, როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა (მათ შორის თერმული და სამკურნალო მინერალური) წყლის რესურსებითაა მდიდარი. ზედაპირული წყლები წარმოდგენილია შავი და კასპიის ზღვის აუზების მდინარეებით, ბუნებრივი და ხელოვნური ტბებითა და წყალსაცავებით.
Read the rest of this entry »