RSS

ადიგენში ძლიერი სტიქიური პროცესების გამო ღვარცოფული მოვლენები განვითარდა

10 ივნ

ამ წუთებში შეგვატყობინეს, რომ ადიგენში, სადაც, როგორც თბილისში ჭარბი ნალექი დაფიქსირდა. დაისეტყვა ათამდე სოფელი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სოფელ ვარხანში, სადაც სეტყვასთან ერთად, განვითარდა ღვარცოფული პროცესები.

დაზარალდა ნათესები, გზები… გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშილი, რომელიც ამ წუთებში ადიგენში იმყოფება ამბობს, რომ ეს პროცესები კლიმატურ პროცესებს უკავშირდება, მოსახლეობის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი უხვი ნალექი, როგორც წელს. განსაკუთრებით ხშირია ადიგენში სეტყვები და ღვარცოფული პროცესები. იმედია, ცენტრალური ხელისუფლება სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლებას შესაბამის დახმარებას გაუწევს

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 10/06/2017 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი