RSS

გადავარჩინოთ პატარა ბზის კორომი სვანეთში

08 ივნ

ბზის გადარჩენის კამპანია სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მასში უამრავი ადამიანია ჩართული. ბზის გადარჩენა-გამრავლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად გაიხადა, მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა”GREEN SPACE”.

სოფელი ფარი, ერთადერთი ადგილია  სვანეთში, სადაც ბზა ხარობს.

სოფელში უძველესი ნატაძრალია, “მუჟაიშის თარგლეზერი“, სწორედ ამ ტაძრის გარშემო, დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში გავრცელებულია ბზა.

„საუკუნეების განმავლობაში უყურადღებოდ დარჩენილი კორომი, დღეს, სავალალო მდგომარეობაშია, მას მოვლა და გაწმენდა სჭრიდება იმ ხეებისგან, რომელიც მას ჩრდილავს და გამრავლების საშუალებას არ აძლევს.  ჩვენი ეკო-კლუბის წევრებს, არ აქვთ სათანადო გამოცდილება, მოახდინონ ბზის კორომის გაწმენდა-მოვლა და გადარჩენის პრევენცია. ჩვენ ვითხოვთ საზოგადოების ყურადღებას, გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება ბზის მოვლა-გადარჩენასთან დაკავშირებით, დაგვეხმარონ დავადგინოთ თუ  ბზის  რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე.  ჩვენ გვსურს, სვანეთში არსებული ეს ერთადერთი, უძველესი ბზის კორომი ვაქციოთ სპეციალურ დაცულ ტერიტორიად და რეკრეაციულ ზონად,“ – ამბობს ეკატერინე წულუკიძე ორგანიზაცია გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები ხელმძღვანელი და ფარის სკოლის ეკო კლუბის ხელმძღვანელი.

იმედია შესაბამისს უწყებას ყურადღების მიღმა არ დარჩება სოფელ ფარის სკოლის ეკო-კლუბის”GREEN SPACE” თხოვნა, რომ ბზის კორომი გადარჩეს.

 

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 08/06/2017 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი