RSS

ერთი თბილისური ბაღის ისტორია

24 ნოე

ალბათ, ყველას გვისეირნია მუშთაიდის ბაღში, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, როგორ გაჩნდა თბილისში ეს ყველაფრით განსხავებული ბაღი. აღსანიშნავია, რომ „მუშთაიდი“ ქართული სიტყვა არ არის. როგორც, შემდეგ გახდა ცნობილი, ეს იმ ადამიანის გვარია, რომელმაც ბაღი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გააშენა.მუშთაიდი, ირანელი დიდგვროვნების ოჯახიდან იყო. იმ დროს მას საკმაოდ დიდი სახელი ჰქონდა, რადგან გამოირჩეოდა კარგი განათლებით, იყო კეთილი და გულუხვი. ჩვენთვის ასე საყვარელ ბაღს დაარსებაში, საკმაოდ სევდიანი ისტორია უდევს საფუძვლად.მუშთაიდს, ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი – ნინო, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. სწორედ ნინოს თხოვნით, მუშთაიდი საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ნინო მალევე გარდაიცვალა. მუშთაედმა, საყვარელი ცოლი, სახლის წინ, ეზოში დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. ამის შემდეგ, მის გარშემო ულამაზესი ბაღი გააშენა. ბაღის მოსარწყავად მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გაიყვანა. 

ამ ლამაზ ისტორიას, ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ ადასტურებს, მაგრამ უარყოფაც შეუძლებელია. ამაზე, ერთ ერთი ატრაქციონის დემონტაჟის დროს, ნაპოვნი საფლავის ქვა მეტყველებს. კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ადგილას დიდუბის სასაფლაოც იყო და ეს ფაქტი ამას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ირანში დაბრუნების შემდეგ, მუშთაედმა ბაღი გაყიდა და ის ქალაქის მმართველობაში გადავიდა. შემდგომ, ბაღი იჯარით, ვინმე გოგიჯანოვს გადასცეს, რომელმაც ბაღი გააპარტახა. ამის შემდეგ, ქალაქის მმართველობამ ბაღი დაიბრუნა. 

ოქტომბრის რევოლუციამდე პარკი ქალაქის მმართველობაში იყო. ამ პერიოდში, იქ წყლის რეზერვუარები აშენდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ პარკი გადასცეს რკინიგზის პროფკავშირებს. 1935 წლის 24 ივნისს, მსოფლიოში პირველი საბავშო რკინიგზა ამოქმედდა. ამის მიუხედავად, მუშთაიდის ბაღი და საბავშო რკინიგზა ორ ცალკეულ დაწესებულებად მიიჩნეოდა. 1934 წელს, თეატრში, რეპეტიციის დროს, ერთ-ერთ ბავშვს, ვინმე ზედგენიძეს, თავში იდეა მოუვიდა, რომლის თანახმადაც საბავშო რკინიგზ უნდა შექმნილიყო. ეს იდეა მოეწონა რკინიგზის უფროსს და ბავშვების ოცნება ახდა. ეს ოცნება, ბავშვებმა თვითონვე აისრულეს და დაუზოგადავად შრომობდნენ. ეს რკინიგზა, სკოლის გარეშე დაწესებულებად ითვლებოდა და უნერგავდა ბავშვებს შრომის სიყვარულს, ეხმარებოდა მომავალი პროფესიის არჩევაში. მთავარი ლოზუნგი იყო, „ხალხთა შორის მეგობრობა. მატარებელი, რომელიც მთელ მსოფლიოს აკავშირებს.“ თუმცა, ბევრმა არ იცის რომ საბავშო რკინიგზა და მუშთაიდის ბაღი, არც თუ ისე დიდი ხანია რაც შეუერთეს ერთმანეთს და ერთ გასართობ და ისტორიულ დაწესებულებად ჩამოყალიბდა. 

მუსთაედი განახლებული ინფრასტრუქტურით მოგვევლინება. ამ ეტაპზე, ბევრი რამ გაკეთდა, გაუმჯობესდა ელექტრომომარაგება და სარწყაავი სისტემა, დარგეს 12 000 მწვანე ნარგავი. შენობებს პირველადი სახე დაუბრუნდება. ბავშვებს დახვდებათ ახალი სანაყინე, კაფეები, სასეირნო ბილიკები, 34 ახალი ატრაქციონი, ლაზერული ტირი, ავტოდრომი, უზარმაზარი ნავი „არგო“, მოძრავი კინო. აქ ჩატარდება ბევრი ღონისძიება, ჯაზფესტივალები, საბავშო კონცერტები… აღდგება, უნიკალური ფრანგული კარუსილი, რომელიც 1905 წელს, ხიზგან არის გამზადებული. ეს სამუზეო ექსპონატია და მთლიანად იქნება მინით შემოღობილი. ეს კარუსელი, ფრანგული ჰანგების ფონზე იტრიალებს და კარგად ასახავს იმდროინდელ სულისკვეთებას. საღამოობით პარკი ღია იქნება და შაბათ კვირას 24-საათი იმუშავებს.

ბელა არუთინოვი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s