RSS

ნაოსნობა შაორის ტბაზე

12 აგვისტო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, „ზაფხულის ტურისტული კალენდარი“-ს ფარგლებში, 8 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (ყოველ შაბათს ან კვირას) საქართველოს  რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების განხორციელება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, რაჭაში, კერძოდ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილიასხვადასხვა აქტივობების მოწყობა, კერძოდ:
·         ტბის კაიაკინგი(შეჯიბრი)
·         ტბის კანოეინგი(შეჯიბრი)
·         ჯომარდი(შეჯიბრი)
·         ვაით-ვოთერ კაიაკინგის მასტერ კლასები და შეჯიბრი
·         სახმელეთო სპორტულ აქტივობებში შეჯიბრი (თოკის გადაჭიმვა, მარშრუტის ორიენტირინგი,  და სხვა)
ღონისძიება გაიმართება მთელი დღის განმავლობაში, დილის 10:00 საათიდან 21:00 საათამდე და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება 200-მდე მსურველს.
 

დატოვე კომენტარი