მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრის უმოკლეს დროში ქრობისთვის მიმდინარე სამუშაოები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დამატებითი ცოცხალი ძალისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება. გაიჭრა 4 კილომეტრამდე გზა, საიდანაც ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ხანძრის კერამდე მიყვანა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ადგილზეა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო.
ცეცხლის ეფექტურად ქრობის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებში ჩართულია საჰაერო ტექნიკაც.
აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში უკრაინული ვერტმფრენები ერთვება
გოდერძის უღელტეხილზე – კურორტი გოდერძი
აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ პოტენციალზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. რამდენიმე წლის წინ, კი მეგობარი გოდერძის უღელტეხილზე და მწვანე ტბაზე დანანებით მელაპარაკა, რომ ჯავახეთიდან ზემო აჭარამდე გზა რომ ყოფილიყო, ზემო აჭარის სილამაზის ნახვა ყველა მსურველს შეეძლებოდა. გოდერძის უღელტეხილისკენ გზას, პირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ორგანიზებულ მედიტურში დავადექით. მართალი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, ულამაზესია და ტურისტებისთვის გოდერძის უკიდეგანო მთები მიმზიდველი იქნება. მხოლოდ ის რად ღირს, დილით ჩამოწოლილი ნისლი 2350 მეტრ სიმაღლეზე რომ ვერ აღწევს და ღრუბლებს მაღლიდან დაჰყურებ. თავი სამყაროს მაღლა გგონია და ეს შეგრძნება დაუვიწყარია. ულამაზესი „მწვანე ტბა“, რომელიც „გოდერძიდან 7 კილომეტრშია“, მართლა მწვანეა და ისე ბუნებრივია, ხელშეუხებელი, ტურის მონაწილეებს, 16 გრადუს სიცივეში არ დაგვეზარა მისი ნახვა. ეგ კი არა, წამოსული მცირე წვიმის შემდეგაც, არავის უნდოდა მისი დატოვება. Read the rest of this entry »
რეკრიაციული ზონები – აჭარის ტყის გადარჩენის ხერხი
გოდერძის უღელტეხილიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ დაგეგმილ მედია ტურში, ქედისკენ ვეშვებოდით, როცა მდინარის ნაპირზე დაყრილი ხეები შევნიშნე… 1408 ძირი წითელ წიგნში შეტანილი ხე, შარშან, აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას შეეწირა. გასულ წელს, სწორედ ეს ხეები გადავიღე კოლეგასთან ერთად. საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები. სოფელ „კვატიას“ მოსახლეობამ შარშან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა ხეების დარგვის უფლება, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ფუჭი ქმედება იქნებოდა, რადგან სწორედ კვატიას მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნებოდა უზარმაზარი წყლის სარკე, რომელიც ამ ხეებს დაფარავდა. Read the rest of this entry »
ბორჯომის ხეობის ექვსი დღის ერთი დღე
მაღალმთიან აჭარიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია cenn-ის ორგანიზებით მოწყობილ მედიატურიდან, ვიდრე ბორჯომში ჩავიდოდით, გზაზე, ვხვდები, რომ ცრემლებს ვეღარ შევიკავებ… ხუთი დრის განმავლობაში სიტყვა არ დამიწერია, ვერ დავწერე, ხელი ვერ მომიტრიალდა, ვიჯექი და მხოლოდ იმ ფოტოებს ვუყურებდი, რომელიც თანდათან მაგიჟებდა გაგიჟებულ ცეცხლთან ერთად… თავს ძლივს მოვერიე, და ცრემლები რომ შემეჩერებინა, ჩემს კოლეგას ნინო ვართაპეტიანს ვთხოვე ინტერვიუ მოეცა. ნინო ის გოგოა, რომელიც თავის ოპერატორთან ერთად, პირველი აწვდიდა აუდიტორიას ინფორმაციას, ბორჯომის ახლოს, დაბასთან შექმნილ სიტუაციას, ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ამ სტიქიას კვალდაკვალ მისდევდა. ის, და მისნაირები რომ არა, უფრო მეტს შთანთაქვდა ცეცხლი, ის და მისნაირები, რომ არა, უფრო გვიან მიხვდებოდნენ ძლიერთა ამა ქვეყნისანი, რომ საჭიროა მობილიზება, ის და მისნაირები, რომ არა, არ იდგებოდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მაშველების კარვები გვერდიგვერ, რომლებიც ერთი სულისკვეთებით აქრობდნენ ხანძარს. Read the rest of this entry »
მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე-მაშველი ცდილობს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნით. Read the rest of this entry »
ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოში ხორცში, რძეში, წყალსა და ყავაში აღმოჩნდა
ბუნებრივი კატასტროფების რისკების სატყეო რუკა იქმნება
CENN-ისა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით იქმნება ბუნებრივი კატასტროფების რისკების სატყეო რუკა. გაზრდილი სოციალური და ენერგეტიკული ზეწოლის შედეგად განვითარებულმა ტყეების სწრაფმა დეგრადაციამ ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურება გამოიწვია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. თუმცა, გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა საკმაოდ დაბალია და სტიქიებისაგან მიყენებული ზიანის მასშტაბიც წლიდან წლამდე იზრდება.
საქართველოში ტყეები მცირდება
მდინარე თურდოს სათავისკენ დავიძარით გომბორგადმოვლილი ჟურნალისტები, რომლებსაც არასამთავრობო „სენმა“ მოგვიყარა თავი. სამანქანო გზიდან ორკილომეტრნახევარზე მეტი გვქონდა გასავლელი იმ ადგილამდე, სადაც ნახშირის მოპოვება ხდება, ალაგ-ალაგ მოჭრილი ხეები გვხვდება, მეწყრული უბნებიც უხვადა. მდინარე დამშრალია, ამიტომ უხიფათოდ ქვებზე მაინც ფრთილად გადავდივართ. მდინარემდე უშველებელი ჭალაა, სადაც ადამიანზე მაღალ ბალახში გვიწევს სიარული, მზე ზენიტშია და რომ არა გრძელსახელოებიანი მაისური მხოლოდ მხრების დაწვით ვერ გადავრჩებოდი. აღმართზე ზურგჩანთის და კამერის ტარება გამიჭირდა და კოლეგა მეხმარება – ცოტნე, რომელსაც მერე წამდაუწუმ ვაწუხებ ხან წყლის გამო, ხან რის და ხან რის გამო…
ტყის გადარჩენის ერთ-ერთი გზა ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებაა
ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში უდიდესია, მაშინ როცა დღევანდელ პირობებში, საქართველოში, მოსახლეობა, გასათბობად გამოიყენებს შეშას. შეშის მოხმარება საქართველოს ენეგერტიკული მოთხოვნის 10-12%-ს აკმაყოფილებს, სწორედ შეშა შეადგენს მთლიანი ადგილობრივი მიწოდების 30-35%-ს, მისი ძირითადი მომხმარებლები – სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა და გამოიყენებენ გათბობის, საჭმლის მომზადებისთვის და ცხელი წყლის მისაღებად. ეკოლოგების თქმით, შეშის წლიური მოხმარება რამდენჯერმე აღემატება შეშის იმ მოცულობას, რომლის გამოყოფაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ არის შესაძლებელი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წლიურად გამოყოფილი საშეშე რესურსი – 600,000 მ³ – საერთო მოთხოვნის 25%. ამიტომ მოსახლეობის მიერ შეშის ძირითადი ნაწილის მოპოვება ხდება უკანონოდ. მნიშვნელოვანი რაოდენობის შეშა გამოიყენება საჯარო და კერძო სექტორშიც > 500,000 მ³. სახელმწიფო კანონიერად ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ენერგიის მიწოდების 30%-ს.
აქ ბანაობა აკრძალულია – საშიში ზონა
„იცით, რომ აქ ბანაობა აკრძალულია?“ – ვეკითხები თბილისის ზღვაზე იღლიაში პირსახოცამოჩრილ გოგო-ბიჭებს, რომლებიც ზაფხულის თაკარა მზეს ცდილობენ გაექცნენ თბილისის ზღვაზე… მათი გაოცებული თვალები, იმის დასტურია, რომ მათ არ იციან, ან ყურადღებას არ აქცევენ ბალახებს იქით განთავსებულ ბანერეს, სადაც წერია: შესვლა აკრძალულია, ბანაობა აკრძალულია, წყალსადენის სანიტარული ზონა..საშიში ზონა – ბანაობა აკრძალულია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკუთრება… ბანაობა აკრძალულია… Read the rest of this entry »










