RSS

დღეს, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

დღეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ცოტახნის წინ, მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ქალაქ დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით 45 კილომეტრში და სოფელ საბათლოდან 6 კილომეტრში. Read the rest of this entry »

 

ბუნებრივი რესურსების არასწორი მართვა იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესების შელახვას

გვანცა გახოკიძე

ენერგია ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. კაცობრიობას სხვადასხვა სახის ენერგიის ათვისების გარეშე სრულფასოვნად არსებობა არ შეუძლია. დედამიწაზე ტრადიციული ენერგეტიკული რესურსების-ნავთობისა და ქვანახშირის დასაზოგად, დაიწყო არატრადიციული, განახლებადი ენერგიის ეფექტურად გამოყენების საშუალეების ძიება. განახლებად წყაროებს შორის ერთ-ერთია წყლის ენერგია. ადამიანებმა, დიდი ხნის წინ, დაიწყეს წყლის ენერგიის გამოყენება მექანიკური ენერგიის მისაღებად. ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნის დასაწყისში, ელექტროგენერატორი გამოიგონეს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. Read the rest of this entry »

 

ტყის დღეს, „მზის შვილები” ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ

გვანცა გახოკიძე

დღეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები” ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი, მცენარეთა პლანტაციები, სათბური დაათვალიერეს და ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დათესეს ნეკერჩხალი, ძელქვა და იფანი. Read the rest of this entry »

 

მედიის გავლენა საზოგადოებაზე

 

 

 

 

 

არა ჰესებს გუდამაყარში!!!

გვანცა გახოკიძე

დღეს, 24 თებერვალს, მზიურის პარკში ფოტო-აქცია „არა ჰესებს არაგვზე“ გაიმართა, სადაც გუდამაყრელი ახალგაზრდები შავ არაგვზე ჰესების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ.

გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ – იგეგმება, რომელსაც შპს „სოლოენერჯი“ განახორციელებს. ორივე ჰესის მშენებლობა  მდინარე არაგვის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გატარებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშენდება დერევაციული ტიპის ჰესი. Read the rest of this entry »

 

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩამოჟანგული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ყოფილი კულტურის სახლის მეორე სართულზე უკვე მესამე წელია, შეკედლებულები არიან კახეთში, სოფელ ხაშმის ამბულატორიის თანამშრომლები, სადაც ძველი, კუსტარული ხელსაბანიც, მოშლილია და არ ფუნქციონირებს. სველი წერტილები, შენობის სხვა ფლიგელშის პირველ სართულზეა და ჰიჩკოკის ფილმის პერსონაჟი გეგონება თავი ადამიანს… კუსტარულად გადაბმული მილებიდან, სიბინძურეში, მუდმივად მოწანწკარებს წყალი… ფეხსალაგამდე მისვლას კი დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ჩავარდნილ იატაკზე დადებული დამპალი „დეესპეს“ გადაურჩე… ექიმის მისაღებში, წყლით სავსე პლასმასის სხვადასხვა ზომის ქილები იატაკზე დევს. (სავარაუდოდ, დასალევად, ან ხელის გადასაბანად). ასეთ პირობებში დადიან პაციენტები ამბულატორიაში და სხვა გზა არ აქვთ, ასეთ პირობებში აკეთებენ ოჯახის ექიმები პატარებს აცრას. Read the rest of this entry »

 

ხაშმში მოხუც ქალს დახმარება სჭირდება

ოლიკო ცისკარიშვილი

„ჟანგიან „კრაოტზე“ მძინავს, რამდენჯერაც შევიტანე განცხადება, იმდენჯერ მითხრეს, რომ ამ ეტაპზე, იმ  ეტაპზე… აღარ დასრულდა, ნეტა, გენახათ, როგორ პირობებში ვცხოვრობ, არაფრად მაგდებენ, სულ მატირებენ. როგორ მოვიქცე… დამაკვალიანეთ… მასწავლეთ, როგორ მოვიქცე, ხუთი წელია ასე იძახიან… ფანჯრები და კარები „დიქტებით“ მაქვს გამაგრებული. მაშ, სიმართლე არ არის არსად? როგორ მოვიქცე? ისეთ დღეში ვართ..“ – სოფელ ხაშმში, ჩვენს დანახვაზე იმედი ემატება ხმაში 77 წლის ხალხატიან რიმას. უკან დაგვყვება და ტირის… ტირის და გვეხვეწება დავეხმაროთ… Read the rest of this entry »

 

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

ორ თებერვალს მთელს მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას

სულ, რაღაც 6 საათში, შემოაბიჯებს ახალი, 2019 წელი, საქართველოში, მრავალფეროვან ხალხურ დღეობებისგან ერთ-ერთი გამორჩეული, ახალი წლის მობრანებაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს.ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »