RSS

Category Archives: ღონისძიებები

საქველმოქმედო აქცია კათარზისისთვის

katarzisi“შენ, შეგიძლია დაეხმარო მათ!” – სწორედ, ამ მესიჯს ემსახურება, დღეს, ასოციაცია კათარზისის დასახმარებლად, კლუბ „vip time”- ში 20 საათზე დაგეგმილი საქველმოქმედო საღამო „პოზიტიური საღამო”. Read the rest of this entry »

 

ჩემი მეგობარი ტყე – სასიამოვნო ფინალი

nergebi 001ამინდში გაგვიმართლა, გიჟმაჟმა მარტმა ზუსტად ამ დღეს გამოიხედა და მზიანი, თბილი ამინდი დაგვახვედრა ახმეტის დღის ცენტრში, სადაც უკვე მოუთმენლად გველოდებოდნენ პროექტ “ჩემი მეგობარი ტყის” კონკურსანტები…  და ეზო, სადაც რამდენიმე წელიწადში ჩვენს მიერ დარგული კაკლის ხეები იშრიალებს. Read the rest of this entry »

 

ჩვენ, დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა…

ameta naxatiოლიკო ცისკარიშვილი

“მე ძალიან მიყვარს ტყე, მით უმეტეს ტყეში ყოფნა… მიყვარს მათზე ზრუნვა და მოვლა…ტყე გადაშენების პირასაა ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ, რათა არ გადაშენდეს. ტყე ადამიანის წამალი და მეგობარია, როდესაც ტყეში ხარ და მის სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ იგრძნობთ დიდ სიამოვნებას, მის სილამაზეს და მის ალერსს. ჩვენ დღის ცენტრში შეშით ვთბებით და ტყე ცოდოა. ამიტომ გევედრებით, იქნებ გაზი გამოგვიყვანოთ…” – ეს პატარა ამონარიდი არც რომელიმე ცნობილი მწერლის ნაწარმოებიდანაა და არც ჟურნალისტური ნაშრომიდან… ეს ახმეტის დღის ცენტრის მერვე კლასელმა გოგონამ დაწერა, როდესაც სთხოვეს დაეწერა თხზულება “ჩემი მეგობარი ტყე”… მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბავშვმაც იმუშავა ამ თემაზე. ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ბავშვებმა სერიოზულად იფიქრეს და სერიოზული ნაშრომებიც წარადგინეს. Read the rest of this entry »

 

‎ჩემი მეგობარი ტყე

axmeta 002პროექტი “ჩემი მეგობარი ტყე”, ტარდება ახმეტის დღის ცენტრის ბავშვებისთვის, ტყის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში. გამარჯვებული თხზულების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომითა და საჩუქრებით. დაჯილდოვების დღეს, ახმეტის დღის ცენტრის კონკურსში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ მონაწილეობა გამწვანების აქციაშიც. Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტს ულოცავენ!

ჩვენ, „ეკოფაქტელები“, ყველას დიდ მადლობას ვუხდით, იმათ ვისაც არ დაავიწყდა ჩვენი დაბადების დღე და 2 წლის განმავლობაში კითხულობდა ჩვენს მიერ მოძიებულ მასალებს და იმათთაც ვინც ახლახანს აღმოაჩინა ჩვენი საინფორმაციო პორტალი.  იმედია, ყველა თქვენი და ჩვენი სურვილი ასრულდება. ჩვენ უკეთესები და პირველები გავხდებით!

Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი ორი წლისაა

დღეს, ეკოფაქტი ორი წლის გახდა, ამ ორი წლის განმავლობაში მკითხველმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, როგორც გარემოს დაცვის, ბუნებრივი კატაკლიზმების, ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.

ეკოფაქტს ამ ხნის განმავლობაში შეუერთდა ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფი, სწორედ, ისინი ახალისებენ ახალ-ახალ ამბებითა და რეპორტაჟებით გვერდის მუშაობას. ეკოფაქტი ასევე ბევრ საინფორმაციო პორტალს დაუმეგობრდა და ამით უფრო მიმზიდველი გახდა მკითხველისთვის.

ეკოფაქტის შემოქმედებითი ჯგუფი, მკითხველს კიდევ უფრო მეტ საინტერესო, ობიექტურ და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას პირდება…

ეკოფაქტი თავის მკითხველს დიდ მადლობას უხდის ნდობისთვის და მეგობრობისთვის…

 

“ჩვენი ფრთოსანი მეგობრები” 157-ე საჯარო სკოლაში

თბილისის 157-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარეხი ბასილიძემ საინტერესო პროექტი განახორციელა თავის პატარა მოსწავლეებთან ერთად,

ეს პროექტი პატარებს თავიდანვე უნერგავს ბუნებისადმი სიყვარულს და მოფრთხილებას.

პროექტჩვენი ფრთოსანი მეგობრები მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ფრინველების ცხოვრებისა და სარგებლიანობის შესახებ,მოისმინონ ფრინველების ჭიკჭიკი, როგორც აუდიომასალის დახმარებით, ასევე ბუნებაში, ჩანახატების სახით ან სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი დამოკიდებულება ეკოლოგიისადმი, გამოუმუშავდეთ ჯგუფური მუშოაბის უნარჩვევა და  პრეზენტაციის ელემენტარული უნარი.

პროექტის მიმდინარეობა ეტაპობრივად აისახება მასწავლებლის ბლოგზე


http://marexbasilidze.blogspot.com/2012/03/blog-post.html

ჩვენი კლასის სტუმარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორასისტენტი, ”ეკოფაქტისდამაარსებელი, (”ეკოფაქტშიუმთავრესად ადგილი უკავია გარემოს დაცვის პრობლემებს) ჟურნალისტი – ოლიკო ცისკარიშვილისოსელია.

ოლიკო პროექტის– ”ჩვენი ფრთოსანი მეგობრების” –თანამონაწილეა.

ჯგუფის წევრებმა აიღეს ინტერვიუ ფოტოჟურნალისტისგან,მან თავის მხრივ მითითება მისცა მოსწავლეებს ,თუ როგორ უნდა ემუშავათ სამომავლოდ. დავგეგმეთ ბუნებაში გასვლითი ტურიც (ექსკურსია).