RSS

Category Archives: ტურიზმი

დედამიწაზე საუკეთესო კლიმატური ადგილები

უამრავი ადამიანი, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში, დასვენებისთვის საუკეთესო ადგილის საპოვნელად. ზოგი ცივ და სუსხიან კლიმატს გაურბის, ზოგი წვიმიან და ნესტიან ამინდს, ზოგიც კი აუტანელ სიცხეებს. დასასვენებელი ადგილის შესარჩევად, ადამიანები პირველ რიგში ითვალისწინებენ ამ ადგილის კლიმატს სადაც აპირებს გამგზავრებას.

Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 03/07/2012 დუიმი ტურიზმი

 

რაჭის საკურორტო ადგილები

რაჭა ცნობილია თავისი საკურორტო ადგილებით. ერთ ერთი მნიშვნელოვანი კურორტია ბუგეული, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. ზღვის დონიდან 560 მ-ზე. კლიმატი დაბალი მთის სუბტროპიკული, ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. ამ კურორტზე მკურნალობის საეობებია :მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.

Read the rest of this entry »

 

მცურავ კუნძულს წყალში 2013 წლის ბოლოს ჩაუშვებენ

მცურავი კუნძული პირველი დამსვენებლების მიღებას 2013 წლის ბოლოდან დაიწყებს. მობილური კუნძულის შექმნის იდეა ავსტრალიურ კომპანია Orsos Island GmbH -ს ეკუთვნის, რომელიც პროექტზე მუშაობას უკვე შეუდგა. კუნძულის სიგანე 20 მეტრი, ხოლო სიგრძე 37 მეტრი იქნება.

Read the rest of this entry »

 

რუისის ღვთისმშობლის ტაძარი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

რუისის ღვთისმშობლის ტაძარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შუაგულშია. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. გადმოცემით, რუისის ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია.

Read the rest of this entry »

 

ულუმბო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

გომი-საჩხერის გადასახევიდან 15-დე კილომეტრში, ულუმბოს მონასტრის გადასახვევია. ამ გადასახვევიდან მონასტრამდე ულამაზეს ჭერათხევის ხეობაში 6 კილომეტრის გავლის შემდეგ, მონასტერიც გამოჩნდება. სამწუხაროდ, გზად არც ერთგან არაა ტრაფარეტი, რომელიც მონასტრამდე მისასვლელ გზის მიასწავლის იქამდე მიმსვლელს. ულუმბოს მამათა მონასტერი მეექვსე საუკუნის მონასტერია. იქ მოღვაწეობდა მიქაელ ულუმბოელი ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომელიც  ქრისტიანობას ქადაგებდა ქართლსა და ოსეთში.

Read the rest of this entry »

 

ნიკორწმინდა

This slideshow requires JavaScript.

ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. მაღლობზე აშენებული ტაძარი სოფლის ყველა კუთხიდან ჩანს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ ნიკორწმინდა 1010 – 1014 წლებში აუშენებიათ. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები ცოტა მოგვიანოა, მაგრამ არა უგვიანეს XIს-ის პირველი ნახევრისა, სამრეკლო XIXს-ის მეორე ნახევარშია აგებული.

Read the rest of this entry »

 

სამწევრისის დედათა მონასტერი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

მტკვრის აუზში, ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისის მახლობლად, მთის ერთ-ერთ კონცხზე აღმართული იყო დიდი ციხედარბაზი. სამწევრისის ციხე-დარბაზს დიდი ფართობი ეკავა. სასახლეებისა და სხვა შენობათა ნანგრევებში დღესაც იგრძნობა ოდესღაც კოლოსალურ ნაგებობათა სიდიადე. დროთა ვითარებაში ყველაფერი ისე უმოწყალოდ დანგრეულა, რომ შეუძლებელია თავდაპირველი სახის დადგენა.

Read the rest of this entry »

 

სამწევრისი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

ძველი ქართული ხელოვნების შედევრი, VII ს. ტაძარი სამწევრისი  წრომის მახლობლადაა (ქარელის რაიონში, მისგან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით) მტკვრის მარჯვენა ვაკე ნაპირზე. სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა. ეკლესია 1940 წელს მიწისძვრამ სანახევროდ დაანგრია, მაგრამ მთლიანად აღადგინეს ძველებური სახით 1952-1953 წწ. არქ. ლ.ხიმშიაშვილის პროექტითა და ხელმძღვანელობით.

Read the rest of this entry »

 
2 Comments

ავტორი: on 18/06/2012 დუიმი ეკოტურიზმი, ტურიზმი

 

ლეგენდარული სვეტიცხოველი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოში, დღემდე გადარჩენილ ტაძართა შორის, სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. იგი საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. სვეტიცხოველს მუდამ უამრავი დამთვალიერებელი თუ უცხოელი სტუმარი ჰყავს. თავისი ისტორიითა თუ არქიტექტურული სიდიადით ბევრს ხიბლავს. სვეტიცხოველი ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის უშესანიშნავესი ძეგლია, რომელსაც მცხეთაში ჩასვლითანავე არავის ძალუძს გულგრილად ჩაუაროს.

Read the rest of this entry »

 

ხილის ფესტივალი მცხეთაში

This slideshow requires JavaScript.

16 ივნისს, მცხეთაში სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სეზონური ხილის ფესტივალი“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ხილი, ასევე ხილისგან წარმოებული სხვადასხვა პრიდუქცია. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ გახსა. ფესტივალს დაესწრნენ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ასევე ტურისტები.

Read the rest of this entry »