RSS

Category Archives: ტურიზმი

ხვალ მთის საერთაშორისო დღეა

gudamayari 11

ხვალ, მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 11 დეკემბერი – მთის საერთაშორისო დღედ, 2003 წელს გაეროს 57-ე გენერალურ ასამბლეაზე დაამტკიცეს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გაეწიათ ამ დღის ორგანიზება, მთის რეგიონების განვითარებისთვის. დადგენილ რეზოლუციაში განსაკუთრებით აღნიშნულია მთიანი რეგიონების განვითარება.  Read the rest of this entry »

 

მანგლისი – ეკოტურიზმი და სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები

manglisi 005

მანგლისის საეპისკოპოსო ტაძარი ქრისტიანობის ერთი უძველესი ცენტრთაგანი იყო საქართველოში. მემატიანეების გადმოცემით, მანგლისში უკვე მირიან მეფის დროს (მე-4 საუკუნეში) აუგიათ ეკლესია. ტაძრის უძველესი ნაწილები VII  მიეკუთვნება. 1002 წელს, შენობა არსებითად გადააკეთეს და გააფართოვეს. აღმოსავლეთის ნაწილი, კარიბჭეები და კედლების ჩუქურთმები, XI ს-ეს მიეკუთვნება. ამავე საუკუნეშია შესრულებული გუმბათში შერჩენული კედლის მხატვრობაც. 1852 წელს ძეგლი  შეაკეთეს და შიგნიდა შელესეს. ტაძარი მოქმედია და ამჟამადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. Read the rest of this entry »

 

გორის ციხიდან სტალინის მუზეუმამდე

goris cixe 002ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქი გორი მდებარეობს ქართლის გულში. ძველთაგანვე აქ თავს იყრიდა არა მარტო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდან დიდ და პატარა ლიახვზე, მდინარე მეჯუდაზე გამავალი გზები და სამხრეთიდან, ტანას ხეობით მომავალი გზა. გორის მიდამოები მცირედაა გაშლილი, მაგრამ თვით ციხესა და ქალაქს საფუძველი სწორედ იმ კლდოვან გორაკზე ჩაეყარა, რომელიც ტაფობის შუაზეა აღმარული. აქედან კარგად ჩანდა შორიდან მომავალი გზები და მტერი ძნელად თუ მოეპარებოდა მას. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. Read the rest of this entry »

 

მინერალური წყალი ბორჯომი და ბალნეოლოგიური კურორტი

borjomi 024ოლიკო ცისკრიშვილი

ბორჯომში ბალნეოლოგიურ და კლიმატურ კურორტზე, ახალგაზრდობის შემდეგ არ ვყოფილვარ… მაშინ სულ სხვა ხიბლი ქონდა… მიუხედავად იმისა რომ ვარდების რევოლუციის მესვეურები ამბობდნენ, რომ ბორჯომი განაახლეს და დაამშვენეს, ეს განახლება ერთჯერად აქციას უფრო წააგავდა… ბორჯომ-პარკი,  სადაც დღე-და ღამ შეგვეძლო ახალგაზრდებს სეირნობა და დასვენება, მინერალური წყლის დაგემოვნება, ახლა ჩარაზულია და იქ შესვლა სამწუხაროდ, ფასიანია. ხშირად მინახავს ამა თუ იმ დაავადებით შეწუხებულებს ბორჯომ-პარკიდან როგორ ამოჰქონდათ მინერალური წყალი და მიირთმევდნენ. ეხლა ეს კომფორტი ბაღში შესვლის საფასურის გარეშე შეუძლებელია. Read the rest of this entry »

 

მშვიდობის ხიდი ტოპ-13 შევიდა

თბილისის ახალი, მშვიდობის ხიდი,  156 მეტრია სიგრძეში. საინფორმაციო პორტალ techno.bigmir.net თანახმად, ხიდი ტოპ 13-ში მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით. მშვიდობის ხიდი, რომელიც ძველ და ახალ თბილისს აერთიანებს, ერთ ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა დედაქალაქში. ხიდი აგებულია, ძირითადად მინებით, ნორმან ფოსტერის სტილში. მისი პროექტირება, იტალიელ არქიტექტორს მიკელე დე ლუკის და ფრანგ დიზაინერ ფელიპე მარტინოს ეკუთვნის. 
Read the rest of this entry »
 

ფურდიოს თაღოვანი ხიდის რესტავრაცია ერთ კვირაში დასრულდება

აჭარის მაღალმთიანეთში ისტორიული თამარის ხიდების რეაბილიტაცია ძველი არქიტექტურის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ფურდიოს ხიდს უტარდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის განყოფილების უფროსის ალეკო კეკელიძის თქმით, ფურდიოს თაღოვანი ხიდი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აგებული (მას აბრეშუმის გზადაც მოიხსენიებენ) რესტავრაცია დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.
Read the rest of this entry »
 

ბათუმში ჭაჭის კოშკი გაიხსნა

ბათუმში დღეს ჭაჭის კოშკი გაიხსნა. გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კოშკის შადრევნიდან, წყლის ნაცვლად, ქართული ჭაჭა გადმოედინება. ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება მსურველებს ყოველ დღე, საღამოს 19.00 საათიდან 10 წუთის განმავლობაში შეეძლებათ. შენობას 4 აუზი აქვს, ჭაჭის დაგემოვნების მსურველებს კი სპეციალური სენსორული აპარატი ჭაჭას ჭიქაში ჩამოუსხამს.

Read the rest of this entry »

 

მთავრობამ “ტურისტული საწარმოს” სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა

მთავრობამ “ტურისტული საწარმოს” სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის №413 დადგენილებით, “ტურისტული საწარმოს” სტატუსი თავისი ინიციატივით შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებას მათი იჯარით უკან მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ტურისტული საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 05/10/2012 დუიმი ტურიზმი

 

აფხაზეთი – იქ, ყველაფერი სხვანაირია

იქ, ყველაფერი რატომღაც სხვანაირია … უფრო თბილი მზე და ზღვა, უფრო ნათელი ცა… ირგვლივ  განსხვავებული სუნი ტრიალებს, განსხვავებული ნიავია, ძნელად გადმოსაცემია  ყველაფერი. თუმცა მხოლოდ ორი საათი ვიყავი ჩემდაუნებურად, ამ ხნის განმავლობაში, ნანახ ადგილებს საქართველოს სხვა საზღვაო კურორტებს ვადარებდი.

Read the rest of this entry »

 

თუშეთი – შენაქო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

შენაქო მდებარეობს თუშეთში პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია.

Read the rest of this entry »