საქართველოს პარლამენტში დეპუტატმა დათო ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის მიმართულებით სერიოზული პროექტების განხორციელება დაიწყო, კერძოდ, ქალაქ ვანში არქეოლოგიური მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 7 მილიონიანი პროექტი განხორციელდება. Read the rest of this entry »
Category Archives: ტურიზმი
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის 7 მილიონი გამოიყო
გიდის საერთაშორისო დღე, საქართველოში, პირველი სერტიფიცირებული გიდების დაჯილდოვებით აღინიშნება
დღეს, თბილისში საქართველოს ეროვნულ მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართება გისი საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, სადაც საზეიმოდ გადაეცემათ სერტიფიკატები საქართველოში პირველი სერტიფიცირებულ გიდებს, ასევე დაჯილდოვდებიან 2012 წლის საუკეთესო გიდები და გიდებისადმი ყველაზე მეგობრულად განწყობილი კომპანიები. საქართველოს გიდების ასოციაცია გიდების ასოციაციის მსოფლიო და ევროპის ფედერაციების წევრ ასოციაციებთან თანამშრომლობით, ამ დღეს საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს გიდის – როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელთა მნიშვნელობას, რომელთაც უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ თავიანთი ქვეყნების პოპულარიზაციში. გიდის საერთაშორისო დღე 1985 წლიდან აღინიშნება. დღეისათვის მას მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა აღნიშნავს. საქართველოში ეს დღე 2012 წელს პირველად აღინიშნა. Read the rest of this entry »დღეს, გიდების საერთაშორისო დღეა
დღეს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით, იქ, სადაც ტურიზმია განვითარებული – გიდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როდის გაჩნდა ეს პროფესია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ნამდვილად საერთაშორისო ურთიერთობებზეა დამყარებული. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყეს, ამ პროფესიის არსებობაც აუცილებელი გახდა. Read the rest of this entry »
ხელი მოეწერა ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
დღეს, თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხირდან ხელი მოაწერა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიაშვილმა. Read the rest of this entry »
იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო
ხვალ, 20 თებერვალს, 11:00 საათზე, ქ.თბილისში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი. რომლის საფუზველზეც პირველად საქართველოში იქმნება ტურიზმის მრჩეველთა საბჭო. აღნიშნულ მემორანდუმს სახელმწიფოს მხრიდან ხელს მოაწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. Read the rest of this entry »გუდაური – სამთო-სათხილამურო კურორტი
თბილისიდან ორი საათის სავალზე, მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური,კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, შეფენილი კურორტზე სათხილამურო სეზონი ადრეული ზამთრიდან, გვიან გაზაფხულამდე გრძელდება.
გუდაურში 1988 წელს შეიქნა საბაგირო გზა და კურორტიც ნელ-ნელა განვითარდა. 5 საბაგირო და უამრავი სათხილამურო ტრასა, რომელსთა საერთო სიგრძე 16 კილომეტრამდეა, ვიზიტორებს საღამოს 5 საათამდე ემსახურება. საქართველოში გუდაურის ინფრასტრუქტურა ყველაზე კომფორტულ და ტექნიკურად გამართული სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება. ფასების სიძვირის მიუხედავად, სტუმარიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები ბევრი ჰყავს. ყველა სათხილამურო ბილიკი განლაგებულია ალპური ველის ზონაში, მთა კუდებსა (3006 მ) და მთა საძელეს (3307 მ) ფერდებზე, ტყის საფარის მაღლა. სათხილამურო ბილიკებს ემსახურება ცნობილი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) მიერ აგებული საბაგიროები. მთლიანი სათხილამურო ფართი, რომელიც დაშვების სირთულის რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, ხუთი სამ და ოთხადგილიანი სავარძლების მქონე და ერთიც გონდოლებიანი საბაგიროს რიგითაა დაფარული. მათ შორის ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1990 მ-ზეა, ზედა საძელეს კი – 3270 მ. მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კმ-ია. Read the rest of this entry »
ფილიპინებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი დაიღუპა
ფილიპინებში, ქალაქ ბუნავანის ზოოპარკში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაინგი, კვირას გარდაიცვალა.
ნიანგი მეტსახელად ლოლონგი,როგორც ყველაზე დიდი ნიანგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მისი სიგრძე 6,17 მეტრი იყო, ხოლო წონა ერთ ტონას აღემატებოდა. ქალაქის მერის ედვინ კორკ ელორდის განცხადებით, ლოლონგი დაახლოებით 50 წლის იყო, მისი სიკვდილის მიზეზი კი ამ რეგიონის უჩვეულო სიცივე შეიძლებოდა ყოფილიყო. Read the rest of this entry »
მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
შიდა ქართლში, თბილისიდან 25 კილომეტრში მცხეთასა და მის შემოგარენში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს. მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე, იბერიის სამეფოს უძველესი დედაქალაქია და საქართველოს სულიერი ცენტრი, ამ ქალაქიდან ქართული ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იღებს სათავეს. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთასორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობდა საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობების — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა. Read the rest of this entry »
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში იმყოფებდა
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2013-ის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალური ვიზიტით მადრიდში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ზოლტან სომოჯის, ევროპის რეგიონულ დირექტორს, იზაბელ გარანიას და ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორს, ბექა ჯაყელს. თემატური შეხვედრები გაიმართა აგრეთვე დარგობრივი პროგრამის ხელმძღვანელებთან. Read the rest of this entry »
ლეღვთახევი
ცოტამ თუ იცის ლეღვთახევის არსებობა. გვეეჭვება რომ თბილისელებმაც იცოდნენ, არათუ საზღვარგარეთ მცხოვრებლებმა. არადა, ლეღვთახევი, დაბახანა, დაბაღხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობდა ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ახლანდელი კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს). Read the rest of this entry »




