RSS

Category Archives: ტურიზმი

გაიხსნა მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა

gazafxuli 00112 აპრილს გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, მე – 11 პავილიონში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა რიგით მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა გახსნა. Read the rest of this entry »

 

ესპანეთის სანაპიროებს შხამიანი მედუზები უტევენ

chaqvi 007ესპანეთის ქალაქ კადისისა და უელვას პლაჟები ოფიციალურად დაიხურა, რადგანაც სანაპიროზე შხამიანი მედუზები გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოს მედუზების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ესპანეთის ხელისუფლებამ პლაჟების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. რაც თავის მხრივ აიხსნება იმით, რომ საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. Read the rest of this entry »

 

კორეელი ჟურნალისტები საქართველოს სტუმრობენ

svecicxoveli 0179-18 აპრილს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორეის საზოგადოებრივი მაუწყებლობის „Korea Broadcasting System” ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ პრეს ტურს მასპინძლობს.
აღნიშნული მაუწყებლობა იუწყებოდა, რომ ვინაიდან საქართველო საკმაოდ აქტუალურია კორეაში, მათ ჰქონდათ სურვილი თავიანთი გადაცემებისთვის გაეკეთებინათ საქართველოს ღირშესანიშნაობებზე სიუჟეტები. Read the rest of this entry »

 

აჭარაში ტურისტების რაოდენობა შემცირდა

baTumi 016აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50.2%-ითაა შემცირებული. 2013 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 51 ათას 482 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 50.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2011 წელთან შედარებით კი – 40.2%-ით ნაკლები. 2012 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 103 ათას 471 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2011 წლის იანვარ-მარტში კი – 86 ათას 89 ვიზიტორი.
2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 40 ათას 57 ვიზიტორი, რაც 2012 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 3.4%-ით მეტია. 2012 წლის იანვარ-მარტში აჭარას 38 ათას 725 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2011 წელს კი – 24 ათას 579 ვიზიტორი.

სტატისტიკური ინფორმაციით, იანვარ-მარტში აჭარაში სომეხი ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო.  2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში 85,7 %-ით ნაკლები სომეხი ვიზიტორი ჩავიდა ვიდრე მათი რიცხვი 2012 წლის იანვარ-მარტში იყო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე შემცირებულია ასევე ვიზიტორები ლიტვადან – 60,4 %-ით, ლატვიიდან – 56,9 %-ით, ბელარუსიდან – 59,2 %-ით, პოლონეთიდან – 51,2 %-ით, ესტონეთიდან კი – 45,1 %-ით.

http://www.ghn.ge

 

ჩინელები სადაო კუნძულებზე ტურების მოწყობას აპირებენ

chinelმაისის დასაწყისისათის, ჩინეთი სადავო კუნძულზე სიშაზე, ტურების მოსწყობას გეგმავს.

ამის შესახებ, სამხრეთ-ჩინეთის  ხაინანის კუნძულების პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ტან ლიმ განაცხადა. ამ დღეებში, ხაინანში აზიის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. Read the rest of this entry »

 

თბილისი, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს

yazbegiskenთბილისი, 12-14 აპრილს, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – “კავკასია 2013”-ს უმასპინძლებს. “ექსპო ჯორჯიაში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური კომპანიებიც – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.  Read the rest of this entry »

 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ევროკავშირის ,,Twinning” პროექტი დასრულდა

SuamTa 001დღეს, 3 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის”ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის პროექტის” დახურვის ღონისძიება გაიმართა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციში დასრულდა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონალურ დონეზე ტურიზმის განვითარებას, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და ამ სფეროში ადამიანური რესურსების განვითარებას. Read the rest of this entry »

 

სანატორიუმი უჯარმა – იოდბრომიანი ნატრიუმჰიდროკარბონატიანი წყალის სასწაული

ujarma 006ოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან ოციოდ კილომეტრში, კახეთში, უჯარმის ციხემდე არ მისული, საგარეჯოს რაიონში, სამკურნალო კურორტია, რომელიც ცოტამ თუ იცის. სოფელი უჯარმისთვის, უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია იოდ-ბრომიანი სამკურნალო წყლები,  რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს კურორტი “უჯარმა”. სპეციალისტთა თქმით, ბალნეო-თერაპიული მკურნალობა შესანიშნავ შედეგს იძლევა შემდეგი დაავადებების დროს: პოლიოსტეოართროზი, ოსტეოხონდროზი (მარილების დაგროვება), სპონდილოზი, სპონდილოართროზი, რევმატიზმი, რევმოპოლიართრიტი; მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში; ჰიპერტონული დაავადება; თრომბოფლებიტი; პერ. ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი); ცენტრ. ნერვული სისტემის დაავადებები (ვეგ.დისტონი; საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრ.ანთებები; კანის დაავადებები (მშრალი ეგზემა, ფსორიაზი); ენდარტერიტი და სხვ. Read the rest of this entry »

 

შუამთა

SuamTa 009შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) მეუღლეს, გურიელის ასულ თინათინს. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს – მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა. Read the rest of this entry »

 

ჰოლი – გაზაფხულის და ნათელი ფერების დღესასწაული

ia 0001ჰოლი – ერთ -ერთი ყველაზე გრანდიოზული დღესასწაულია ინდოეთში.

ჰოლი – ინდოეთის ყველაზე ლამაზი დღესასწაულია, ბენგალური ახალი წელი. ეს დღე, სავსე მთვარის დროს, ფხალგუნას თვეში, (მარტი-თებერვალი) აღინიშნება. ჰოლი – გაზაფხულის დღესასწაულია, მზით და ნათელი ფერებით აღსავსე. ეს დღესასწაული, იმ ლეგენდებზე უფრო ძველია, რომლებიც მის არსებობის შესახებ მოგვითხრობენ. მასში ღმერთების საპატივსაცემოდ ბევრი ღონისძიების ელემენტია ჩადებული.  Read the rest of this entry »