RSS

Category Archives: ტურიზმი

აჭარაში ტურიზმის განვითარებაში, ამიერიდან აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოც ჩაერთვება

baTumi 003აჭარაში ტურიზმის განვითარებაში ამიერიდან აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭოც ჩაერთვება. საბჭო 14 წევრისაგან შედგება, და მისი წევრები წარმოადგენენ აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის კერძო და არასამთავრობო სექტორებს. Read the rest of this entry »

 

ევროპაში სასტუმროების ფასები ძვირდება

holandiis muzeumiევროპაში სასტუმრო მომსახურების ღირებულება ძვირდება. საზაფხულო ტურისტული ბუმის დაწყებასთან ერთად ევროპული სასტუმროების მეპატრონეებმა ტარიფები გაზარდეს. Read the rest of this entry »

 

10-12 მაისს, ბათუმში “Expo-Batumi 2013“ გაიმართება

baTumi 01610-12 მაისს,ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეექვსე საერთაშორისო გამოფენა “Expo-Batumi 2013” გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების  ორგანიზატორი კომპანია GeoNetExpo-ა. Geo Net Expo საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანზებით, ხელს უწყობს რეგიონში გამოფენების განვითარებას.

Read the rest of this entry »

 

”ქურდი ტურისტების” რეიტინგი: ინდუსები, მექსიკელები და კოლუმბიელები

wurid turistebiინტერნეტპორტალმა Hotels.com კვლევა ჩაატარა და იმ ქვეყნების ნუსხა შეადგინა, საიდანაც ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ყველაზე ხშირად ჩადიან ქურდობის ფაქტებს. Read the rest of this entry »

 

ყვარლის ტბა

yvarlis tba 022ოლიკო ცისკარიშვილი

ყვარლის ტბა, თბილისიდან დაახლოებით 149 კილომეტრითაა დაშორებული. ეს უნიკალური კურორტი ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთების ქვეშ 260 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაშლილი. ტბაში მდინარე ბურსასა და ჩაგურგულას წყალი ჩაედინება. გარშემო საუკუნოვანი ტყეებით შემორტყმული ყვარლის ტბის ულამაზესი  მთები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. დილის და საღამოს ნისლიანი მთების აჩრდილი ტბაზე საამური ლივლივებს და ყოველ ჯერზე ეს სანახაობა წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. Read the rest of this entry »

 

ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღე

doWu 008ამ დღესასწაულის დევიზი ეს სიტყვები გახდა: “შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო”.

ეს დღე 1982 წელს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს ასამბლეამ დაამტკიცა და მსოფლიოში 1984 წლიდან 18 აპრილს აღინიშნება. Read the rest of this entry »

 

შირაქის ველი – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულ ქიზიყში, დედოფლისწყაროს ტაიონში, საქართველოს უკუდურეს სამხრეთში, არის უნიკალური ადგილი, რომელსაც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ქვია. კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორის მოქცეული დაცული ტერიტორიები მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებსა და ეროვნულ პარკს. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის – ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორიის საერთო ფართობი – 10142 ჰექტარია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს. Read the rest of this entry »

 

ელიას მთა

elias mTa 003ოლიკო ცისკარიშვილი

ვაშლოვანი დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთით აღმართულია ორმწვერვალიანი მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას. ჩრდილოეთი მწვერვალი, რომელიც ნიკორაციხის სახელითაა ცნობილი, ცოტა უფრო მაღალია ( სიმაღლე 1001 მ. ზღვის დონიდან), ვიდრე სამხრეთი მწვერვალი, რომელსაც ელია ეწოდება, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ფრიალოკალთებიანი და ძნელად მისადგომია. Read the rest of this entry »

 

ჭაჭუნას აღკვეთილი

WaWuna 006ოლიკო ცისკარიშვილი

დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიებიდან აღსანიშნავია ჭაჭუნას აღკვეთილი. ჭაჭუნას აღკვეთილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში  მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით, 175 კილომეტრითაა დაშორებული. მისი ფართობი 5 200 ჰექტარია და მდინარე იორის ნაწილს მოიცავს. ჭაჭუნას აღკვეთილში დაცულია ჭალის ტყე…

ადგილობრივების გადმოცემით, ზამთარში ჭალის ტყყები ქარის გამო ჭრაჭუნს იწყებდნენ. დროთა განმავლობაში,  ასე დაერქვა ამ ადგილს ჭაჭუნა. საქართველოში, ამ ტიპის ტყეები ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად თითქმის გადაშენებულია და შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ მდინარეთა ნაპირებზე. Read the rest of this entry »

 

დღეს, ჰოლანდიაში მუზეუმის დღეა

holandiis muzeumiყოველწლიურად, ჰოლანდიაში, აპრილში, შაბათ-კვირას იმართება მუზეუმის დღე, რომლის მიზანია მოსახლეობაში ხელოვნების მიმართ კულტურის ზრდა. ამ დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ტურისტებისთვის 550 მუზეუმის კარი იღება სრულიად უფასოდ.

Read the rest of this entry »